დექსამეტაზონი 4მგ/1მლ #25ა

1009
მარაგშია
31.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგლუკოკორტიკოსტეროიდები ჯენერიკიDexamethasonum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
31.50 
დექსამეტაზონი
საინექციო ხსნარი 4 მგ/მლ
(DEXAMETHAZON)


საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
დექსამეტაზონი (Dexamethazone)

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დექსამეტაზონის ფოსფატი ნატრიუმის მარილის სახით – 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, დინატრიუმის ედეტატი, დინატრიუმის ჰიდროგენი ფოსფატ დიჰიდრატი, საინექციო წყალი.

აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
პრეპარატი დექსამეტაზონი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების სინთეტიკურ გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც არ გააჩნია მინერალკორტიკოიდური ეფექტი. პრეპარატი ახდენს ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას, გააჩნია იმუნოდეპრესიული აქტივობა.
ვენაში შეყვანის შემდეგ პრეპარატი სწრაფად იწყებს მოქმედებას, ხოლო კუნთში შეყვანის შემდეგ კლინიკური ეფექტი 8 საათში მიიღწევა. პრეპარატის მოქმედება პროლონგირებულია და კუნთში შეყვანის შემდეგ 17-დან 18 დღემდე მოქმედებს და ლოკალური გამოყენების (დაზიანების არეში) შემდეგ 3 დღიდან 3 კვირამდე. დექსამეტაზონის 0.75 მგ-ანი დოზა მეთილპრედნიზოლონისა და ტრიამცინოლონის 4 მგ-ანი, პრედნიზონისა და პრედნიზოლონის 5 მგ-ანი, ჰიდროკორტიზონის 20 მგ-ანი და კორტიზონის 25 მგ-ანი დოზის ექვივალენტურია.

გამოყენების ჩვენებები
- დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ:
თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის მწვავე უკმარისობა; ქირურგიული ჩარევები, მძიმე ტრავმები ან დაავადებები პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ცნობილი ან სავარაუდო უკმარისობით.
- სხვადასხვა გენეზის შოკი:
სტანდარტული თერაპიის მიმართ რეზისტენტული შოკი; ანაფილაქსიური შოკი; შოკი პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობით.
- თავის ტვინის შეშუპება:
თავის ტვინის შეშუპება, განპირობებული თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნეებით, ნეიროქირურგიული ჩარევით ან ქალა-ტვინის ტრავმით.
- ავთვისებიანი დაავადებები:
ლეიკოზისა და ლიმფომის პალაიტური მკურნალობა მოზრილებში, მწვავე ლეიკემია ბავშვებში; ჰიპერკალციემია პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ავთვისებიანი სიმსივნეები პერორალური მკურნალობის შეუძლებლობის დროს.
- ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის გამწვავება, ასთმური სტატუსი.
- ალერგიული მძიმე რეაქციები.
- სახსარში შეყვანა:
სახსრის გამოხატული ანთების შემთხვევებში (ინფექციურის გარდა), როდესაც ჩვეულებრივი თერაპია არაეფექტურია, ასევე სხვა მდგომარეობებში სინოვიტით (სინოვიალური სითხის ასპირაციის შემდეგ).
- ლოკალური გამოყენება (დაზიანების არეში) ნაჩვენებია ფიბროზულ-გამკვრივებული ფოლიკულიტის, რგოლისებრი გრანულომისა და სარკოიდოზის შემთხვევებში.
- სუბკონიუნქტივალური, რეტრობულბარული ან პარაბულბარული შეყვანა:
ინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს საშიშროება მხედველობისათვის თვალების ანთებითი ან ალერგიული დაავადებების, სისტემური იმუნოდეფიციტის, თვალის ბუდის პროლიფერატული ცვლილებების დროს, სიმპაზური ოფთალმიის და რქოვანას ტრანსპლანტაციის შემდეგ იმუნოსუპრესიული მკურნალობის შემდეგ.
თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპერფუნქციის დიაგნოსტიკური გამოკვლევა.
წამლის ამ ფორმით პრეპარატი დექსამეტაზონი ასევე ნაჩვენებია რიგი დაავადებების სამკურნალოდ, როდესაც დექსამეტაზონის პერორალური ფორმის გამოყენება შეუძლებელია.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ოსტეოპოროზი, მწვავე ვირუსული, ბაქტერიული და სისტემური სოკოვანი ინფექციები (როდესაც შესაბამისი მკურნალობა არ ტარდება), კუშინგის სინდრომი, ლაქტაცია. შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან უკუჩვენებებს წარმოადგენს თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი, მწვავე ფსიქოზები.
კუნთში შეყვანა უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებსაც იდიოპათური თრომბოციტოპენური პორფირი აწუხებთ.
ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში გამოსაყენებლად: თვალების ვირუსული და სოკოვანი დაავადებები, თვალის ჩირქიანი ინფეციის მწვავე ფორმა სპეციფიური თერაპიის არარსებობის დროს, რქოვანას დაავადებები ეპითელიუმის დეფექტებთან კომბინაციაში, ტრაქომა, გლაუკომა.

ორსულობა და ლაქტაცია
დექსამეტაზონი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო მაჩვენებლებით, თუ დედის ან ნაყოფის ორგანიზმზე პრეპარატის პოტენციური დადებითი მოქმედება აღემატება მკურნალობასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკს.
ვინაიდან შესაძლებელია პრეპარატის მოქმედება ბავშვის ზრდასა და ენდოგენური გლუკოკორტიკოსტეროიდების სეკრეციაზე, დექსამეტაზონის გამოყენების დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

გამოყენების წესი და დოზები
გამოყენება პარენტერალურად
პრეპარატი შეიყვანება კუნთში, ვენაში ნაკადად ან წვეთებად (გლუკოზასთან ან ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად). დექსამეტაზონი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პრეპარატებს ერთიდაიგივე შპრიცში ან საინფუზიო ფლაკონში. ვენაში ან კუნთში შესაყვანი რეკომენდებული საწყისი საშუალო სადღეღამისო დოზები დღეში 0.5-დან 9 მგ-მდე შეადგენს ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტს. დღის განმავლობაში შეიძლება 4-20 მგ დექსამეტაზონის 3-4-ჯერ შეყვანა. პარენტერალური შეყვანის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 3-4 დღეს შეადგენს, შემდეგ პრეპარატის პერორალური ფორმით შემანარჩუნებელ თერაპიაზე გადასვლა ხდება.
ლოკალური გამოყენება (დაზიანების არეში)
რეკომენდებული დოზები შეადგენს 0.4-4 მგ-ს სახსარში ერთჯერადად. სახსარში ინექციების გამეორება შეიძლება 3-4 თვის შემდეგ. პრეპარატის შეყვანა შეიძლება მაქსიმუმ 3-4-ჯერ ერთიდაიგივე სახსარში წელიწდის განმავლობაში. პრეპარატის შეყვანა ერთდროულად ორ სახსარში შეიძლება. უფრო ხშიმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრის ხრტილის დაზიანება. პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაზიანებული სახსრის ზომაზე. დიდ სახსრებში ჩვეულებრივ შეიყვანება 2-4 მგ დექსამეტაზონი და 0.8-1 მგ – პატარა სახსრებში. სინოვიალურ პარკში შესაყვანი დოზები 2-3 მგ-ს შეადგენს, მყესის საშოში შესაყვანი დოზა 0.4-1 მგ-ს შეადგენს, მყესში შესაყვანი დოზა 1-2 მგ-ს შეადგენს. დაზიანების არეში შესაყვანი დექსამეტაზონის დოზი სახსარში შესაყვანი დოზის ტოლია. პრეპარატის ერთდროულად შეყვანა შეიძლება დაზიანების მაქსიმუმ 2 არეში.
რბილ ქსოვილებში შესაყვანად რეკომენდებულია 2-6 მგ დოზის გამოყენება (სახსრის ირგვლივ).
პრეპარატის დოზები ბავშვებისათვის (კუნთში)
ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების დროს (თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობისას) პრეპარატის დოზა შეადგენს 0.0233 მგ სხეულის წონის კგ-ზე ან 0.67 მგ სხეულის ზედაპირის მ2-ზე, გაყოფილი 3 დოზად, ყოველ მესამე დღეს ან 0.00776-0.01165 მგ სხეულის წონის კგ-ზე ან 0.233-0.335 მგ სხეულის ზედაპირის მ2-ზე ყოველდღიურად. სხვა მაჩვენებლების შემთხვევაში რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.02776-0.16665 მგ სხეულის წონის კგ-ზე ან 0.833-5 მგ სხეულის ზედაპირის მ2-ზე ყოველ 12-24 საათში.

განსაკუთრებული მითითებები
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, თრომბოემბოლია, მძიმე მიასთენია და გლაუკომა. გლუკოკორტიკოიდების მოქმედება ძლიერდება იმ პაციენტებში, რომლებსაც ღვიძლის ციროზი ან ჰიპოთირეოზი აწუხებთ.
დექსამეტაზონით მკურნალობას შეუძლია შენიღბოს არსებული ან ახალი ინფექციის ნიშნები.
დექსამეტაზონმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური სოკოვანი ინფექციის, ლატენტური ამებიაზის, ფილტვების ტუბერკულოზის გამწვავება.
დექსამეტაზონით მკურნალობის პერიოდში უკუნაჩვენებია ცოცხალი ვირუსული ვაქცინით ვაქცინაციის ჩატარება. მოკლული ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინით იმუნიზაცია არ იწვევს ანტისხეულების მოსალოდნელ გამომუშავებას და არ ახდენს მოსალოდნელ პროფილაქტიკურ მოქმედებას. ჩვეულებრივ დექსამეტაზონი არ ინიშნება 8 კვირით ადრე და 2 კვირის განმავლობაში ვაქცინაციის შემდეგ.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პაციენტების მკურნალობისას ქირურგიული ჩარევის ან ძვლების მოტეხილობის შემდეგ, ვინაიდან დექსამეტაზონმა შეიძლება შეანელოს ჭრილობის შეხორცება და ძვლის კორძის წარმოქმნის პროცესი.
ბავშვებში დექსამეტაზონით მკურნალობის ჩატარება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებებით შეიძლება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დექსამეტაზონის ეფექტურობა მცირდება რიფამპიცინთან, კარბამაზეპინთან, ფენობარბიტონთან, ფენიტოინთან (დიფენილჰიდანტოინთან), პრიმიდონთან, ეფედრინთან ან ამინოგლუტეტიმიდთან ერთად გამოყენების დროს.
დექსამეტაზონი ამცირებს მაჰიპოგლიკემიზირებელი პრეპარატების, ჰიპოტენზიური საშუალებების, შედედების საწინააღმდეგო კუმარინის რიგის, პრაზიქვანტელის და ნატრიურეზულების თერაპიულ ეფექტს. იგი ზრდის ჰეპარინის, ალბენდაზოლისა და კალიურეზულების აქტივობას.
დექსამეტაზონისა და გლუკოკორტიკოიდების ან β2-რეცეპტორების აგონისტების დიდი დოზების ერთად გამოყენება ზრდის ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს. საგულე გლიკოზიდების უფრო მაღალი არითმოგენობა და ტოქსიკურობა აღენიშნებათ პაციენტებს, რომლებსაც ჰიპოკალიემია აწუხებთ.
პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებისას გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს, რაც იწვევს მათი მოქმედების გაძლიერაბას და გვერდითი ეფექტების რაოდენობის მომატებას.
რიტოდრინისა და დექსამეტაზონის ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია, ვინაიდან შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.
დექსამეტაზონისა და მეტოკლოპრამიდის, დიფენჰიდრამინის, პროქლორპერაზინის ან ონდანსეტრონის ან გრანისეტრონის ართად დანიშვნა ეფექტურია ღებინებისა და გულისრევის პროფილაქტიკისათვის, რომლებიც გამოწვეულია ქიმიოთერაპიით ცისპლატინის, ციკლოფოსფამიდის, მეტოტრექსატის, ფტოროურაცილის გამოყენებით.

გვერდითი მოქმედება
გლუკოკორტიკოიდების არენტერალურად ან ადგილობრივი ინექციების სახით დანიშვნა ამცირებს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. მაგრამ, სისტემური და ადგილობრივი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი არებობს და იზრდება ხანგრძლივი თერაპიის და ინექციათა სიხშირის გაზრდის დროს.
ადგილობრივი: ინექციის ადგილას გაწითლება, შესიება, ტკივილი ან ანთების ან ალერგიული რეაქციის სხვა ნიშნები უფრო იშვიათ გვერდით მოვლენებს განეკუთვნებიან. ხანგრძლივი გამოყენებისას ინექციის ადგილას შეიძლება აღინიშნოს სტრიები, კანის ან კანქვეშა ბადურას ატროფია.
სისტემური: პრეპარატის დიდი დოზების ვენაში სწრაფად შეყვანისას შესაძლოა აღინიშნოს გენერალიზირებული ანაფილაქსია, სახისა და ლოყების გაწითლება, ამოვარდნები გულის მუშაობაში, კრუნჩხვები.
იშვიათ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება გენერალიზირებული კანის ალერგიული რეაქცია, უცაბედი დაბრმავება, წვის, დაბუჟების შეგრძნება, ტკივილი ან ჩხვლეტის შეგრძნება ინექციის ადგილას ან მასთან ახლოს, ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა დელირი (გონების დაბინდვა, აგზნება, შფოთვა), დეზორიენტაცია, ეიფორია, ჰალუცინაციები, მანიაკალურ-დეპრესიული ეპიზოდები, დეპრესია ან პარანოია, გლაუკომა, კატარაქტა, თვალშიდა წნევის მომატება და ეგზოფტალმი.

ჭარბი დოზა
ჭარბმა დოზამ, რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება პრეპარატის დიდი დოზებით რამოდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების უმრავლესობა, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში “გვერდითი მოქმედება” და კუშინგის სინდრომი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზის შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს ან მისი გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს. მკურნალობა სიმპტომატურია. ჰემოდიალიზი არ წარმოადგენს ორგანიზმიდან დექსამეტაზონის გამოყოფის დაჩქარების ეფექტურ მეთოდს.

გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი 4 მგ/მლ ამპულებში.
შეფუთვაში 25 ამპულა 1 მლ.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი
რეცეპტით.

მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია.

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
მთაწმინდა
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ჩუღურეთი
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ისანი
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
ვაკე
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა 1
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
თელავი 6
სეხნიაშვის ქ.#10
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
გლდანი
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ქვემო ქართლი
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
იმერეთი
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
3465
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია