სულფარგინი 50გ მალ (ესტონ)

10810
-28%
მარაგშია
27.66 
19.78 
დანაზოგი: 7.88 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიმიკრობული მოქმედების პრეპარატები ჯენერიკიSulfadiazine,Silver salt გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
27.66 
19.78 
დანაზოგი: 7.88 ₾ (28%)

სულფარგინი, 10 მგ/გ მალამო

ვერცხლის სულფადიაზინი

სამკურნალწამლო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.

- ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის გამოიყენეთ როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც აგიხსნათ ექიმმა ან ფარმაცევტმა.

- შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი, რათა საჭიროების შემთხვევაში კვლავ წაიკითხოთ.

- დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

- თუ 7 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ ან გრძნობთ უარესად, დაუკავშირდით ექიმს.

საინფორმაციო ფურცელი-ჩანართის შინაარსი

1. რას წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალება სულფარგინი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა ვიცოდეთ სულფარგინის გამოყენებამდე

3. როგორ გამოვიყენოთ სულფარგინი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ სულფარგინი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რას არის სამკურნალწამლო საშუალება სულფარგინი და რისთვის გამოიყენება იგი

სულფარგინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ვერცხლის სულფადიაზინს. სულფარგინი არის ანტიმიკრობული მოქმედების მალამო ადგილობრივი გამოყენებისათვის.

სულფარგინი გამოიყენება ხანმოკლე დროის განმავლობაში (7 დღემდე), დამწვრობის ზედაპირის მსუბუქი ფორმის ინფექციის სამკურნალოდ. დამწვრობის ზედაპირის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს პაციენტის ხელისგულს(სხეულის ზედაპირის 1%-ს)

ინფექციაზე მიუთითებს დამწვრობის ზედაპირის გარშემო სიწითლე.

სულფარგინი არ შეიძლება გამოვიყენოთ 3 თვემდე ასაკის ბავშვებში.

დიდი ზომის დამწვრობის ზედაპირების სამკურნალოდ ან ხანგრძლივი დროით მკურნალობის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

2. რა უნდა ვიცოდეთ სულფარგინის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ სულფარგინი, თუ:

- ხართ ალერგიული ვერცხლის სულფადიაზინის ან სხვა სულფანილამიდების ან სამკურნალო საშუალების რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

- გაქვთ ნივთიერებათა ცვლის ცნობილი დაავადება -  ნახშირწყლოვანი ცვლის ფერმენტის გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი (ფართო ზედაპირებზე გამოყენებისას შესაძლოა სისხლის წითელი უჯრედების დაშლა, ანუ ჰემოლიზი);

- ორსულად ხართ და ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

არ შეიძლება სულფარგინის გამოყენება (ბირთვული სიყვითლის განვითარების საშიშროების გამო):

- დღენაკლულ ბავშვებში;

- 3 თვემდე ასაკის ბავშვებში.

სულფარგინის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ღრმა ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ და დამწვრობის სველი ჭრილობების სამკურნალოდ.

სამკურნალწამლო საშუალების გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მალამოს გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს:

- თუ გაქვთ ღვიძლის ან/და  თირკმლის უკმარისობა;

- თუ გაქვთ პორფირია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც აზიანებს კანსა და ნერვულ სისტემას);

ისევე როგორც სხვა ადგილობრივი ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებისას, სულფარგინის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია.

ბავშვები

ბირთვული სიყვითლის განვითარების საშიშროების გამო, სულფარგინის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლულ ბავშვებსა და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში (იხ. არგამოიყენოთსულფარგინი).

სხვა სამკურნალწამლო საშუალებები და სულფარგინი

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახან გამოიყენეთ ან აპირებთ რაიმე სხვა სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენებას. ვერცხლის სულფადიაზინს შეუძლია ადგილობრივად გამოყენებული პროტეოლიზური ფერმენტების ინაქტივაცია მოახდინოს, ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ შეიძლება სულფარგინის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს (იხ. - არგამოიყენოთსულფარგინი).

თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან აპირებთ დაორსულებას, ამ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად.

ავტომობილის მართვა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა

ავტომობილის მართვასა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენას არ ახდენს.

სულფარგინი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E 218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E 216), ცეტოსტეარილის სპირტს და პროპილენგლიკოლს.

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E 218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E 216) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (აგრეთვე დაყოვნებული ტიპის), ცალკეულ შემთხვევაში ასევე ბრონქოსპაზმი.

ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).

პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

3. როგორ გამოვიყენოთ სულფარგინი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს სამკურნალწამლო საშუალება ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა აგიხსნათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად.

პირველი გამოყენებისას, ტუბის გასახსნელად, კონუსური მოწყობილობის მეშვეობით გახვრიტეთ ტუბის ყელზე  ხრახნიანი ბუშონის მემბრანა.

კანის ზედაპირის გაწმენდის შემდეგ, მალამო თხელი ფენით (2-4 მმ) წაისვით დაზიანებულ ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში, სტერილური სახვევის ქვეშ ან ღია წესით. მალამო შეიძლება ასევე წაუსვათ სტერილურ სახვევზე, რომელიც იდება დაზიანებულ ზედაპირზე.

სულფარგინი არ გამოიყენება დამწვრობის ზედაპირის სამკურნალოდ, რომლის ზომაც აღემატება პაციენტის ხელისგულის ზომას.

თუ დამწვრობის ზედაპირის მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა აღემატება 7 დღეს, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

სულფარგინის გამოყენება უმტკივნეულოა, მალამო არ სვრის ტანსაცმელს და თეთრეულს.

თუ გრძნობთ, რომ სულფარგინის მოქმედება ან ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად.

სულფარგინი განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისათვის! არ გადაყლაპოთ!

გამოყენება ბავშვებში

სულფარგინის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლულ ბავშვებსა და ახალშობილებში პირველი 3 თვის განმავლობაში (იხ. - არგამოიყენოთსულფარგინი ).

თუ თქვენ გამოიყენეთ სულფარგინის მითითებულზე მეტი რაოდენობა

მითითებული გამოყენების მეთოდის გამოყენებისას ჭარბი დოზირება ნაკლებად შესაძლებელია.

თუმცა სულფარგინი განკუთვნილია მცირე ზედაპირების ხანმოკლე მკურნალობისთვის, დამწვრობის ფართო ზედაპირების ხანგრძლივი მკურნალობისას, სისხლის პლაზმაში შეიძლება წარმოიქმნას სულფანალამიდების ისეთი კონცენტრაციები, რომლებიც შეიძლება შედარებულ იქნას სისტემური მკურნალობის დროს წარმოქმნილ კონცენტრაციებს; ამიტომ შეიძლება გამოვლინდეს იგივე გვერდითი მოვლენები, რაც სულფანილამიდების სისტემური გამოყენებისას (იხ. ნაწილი 4).

მკურნალობა სიმპტომურია.

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ სულფარგინი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმთან თან გაიყოლეთ სამკურნალწამლო საშუალების შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ სულფარგინის გამოყენება

რაც შეიძლება მალე გამოიყენეთ იგი. თუ მორიგი გამოყენების დრო დადგა, გამოიყენეთ დადგენილი რაოდენობა და გააგრძელეთ ჩვეულებისამებრ გამოყენება. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, თუ გამოტოვებულია წინა დოზა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალწამლო საშუალების მსგავსად, ამ სამკურნალწამლო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი შეიძლება ყველას არ გამოუვლინდეს.

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი რეაქციები:

ხშირად (10 პაციენტში ერთზე ნაკლებს)

• გულისრევა, ღებინება;

• ფაღარათი;

• გლოსიტი (ენის ანთება).

იშვიათად (1000 პაციენტში ერთზე ნაკლებს)

• ალერგიული რეაქციები;

• ღვიძლის დაზიანება;

• თავის ტკივილი;

• კრუნჩხვითი სპაზმები;

• კრისტალურია (შარდში მოქმედი ნივთიერების კრისტალების არსებობა);

• თირკმლის დაზიანება;

• კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, წვის შეგრძნება, ქავილი, სიწითლე);

• ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ეოზინოფილია (ეოზინოფილების სიჭარბე). იმისათვის, რომ რაც შეიძლება ადრე დადგინდეს მიღებული ცვლილებები, უნდა გაკონტროლდეს სისხლის მაჩვენებლები;

• არგირია - ქსოვილებში ვერცხლის დაგროვების შედეგად კანმა შეიძლება ოდნავ მონაცრისფრო შეფერილობა მიიღოს. როგორც წესი, ჩნდება ხანგრძლივი მკურნალობის ან კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას.

ძალიანიშვიათად (10 000 პაციენტში ერთზე ნაკლებს)

• ადგილობრივ-გამაღიზიანებელი მოქმედება (ხანმოკლე წვის შეგრძნება, ტკივილი), რომელიც ქრება 5-10 წუთის შემდეგ.

უცნობია (სიხშირე ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

• სახსრების ტკივილი;

• ცნობიერების დაბინდვა.

შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია (იხ. ნაწილი - გაფრთხილებებიდა სიფრთხილისზომები).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ რაიმე გვერდითი მოვლენა გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად. ეს შეიძლება ასევე იყოს ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ნახსენები ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ გააკეთოთ შეტყობინება www.ravimiamet.ee მეშვეობით. თქვენი შეტყობინება გვეხმარება სამკურნალწამლო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. როგორ შევინახოთ სულფარგინი

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

სამკურნალწამლო საშუალება შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ სამკურნალწამლო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადაში მითითებულია თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ სამკურნალწამლო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ ხდება იმ წამლების განადგურება, რომლებსაც უკვე არ ვიყენეთ. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს სულფარგინი

- მოქმედი ნივთიერება: ვერცხლის სულფადიაზინი. 1 გ მალამო შეიცავს 10 მგ ვერცხლის სულფადიაზინს.

- სხვა კომპონენტები: ვაზელინის ზეთი, პროპილენგლიკოლი, ცეტოსტეარილის სპირტი, გლიცერილის მონოსტეარატი 40-55, პოლისორბატი 80, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), გასუფთავებული წყალი.

სულფარგინის  გარეგანი აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

სულფარგინი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მალამო, სპეციფიური სუნით.

15გ მალამო ალუმინის ტუბში. ტუბი მუყაოს კოლოფში.

გაყიდვების ნებართვის მფლობელი

 სს გრინდეკსი

კრუსტპილსის ქ. №53

რიგა, LV-1057

ლატვია

ტელ.: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

მწარმოებლები

Tallinna Farmaatsiatehase AS

ტონდი 33

11316 ტალინი

ესტონეთი

სს გრინდეკსი

კრუსტპილსის ქ. №53

რიგა, LV-1057

ლატვია

თუ ამ სამკურნალწამლო საშუალებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდათ, დაუკავშირდით გაყიდვების ნებართვის მფლობელს (იხ. ზემოთ) ან გაყიდვების ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

 სს გრინდეკსის ფილიალი ესტონეთში

ტონდი 33

11316 ტალინი

ტელ.: +372 6120224

ფაქსი: +372 6120331

საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი ბოლოს განახლდა 2019 წლის ივნისში.

 

 

მსგავსი პროდუქტები