ოქსიტოცინი 5სე/1მლ #10ა(ლატვ)

10813
-28%
მარაგშია
13.63 
9.75 
დანაზოგი: 3.88 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიჰიპოფიზის ჰორმონები და ანალოგები, კორტიკოტროპინები, გონადოტროპინები ჯენერიკიOxytocinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
13.63 
9.75 
დანაზოგი: 3.88 ₾ (28%)
ოქსიტოცინი გრინდექსი
საინექციო ხსნარი 5 სე/მლ
(ОКСИТОЦИН ГРИНДЕКС)
(OXYTOCIN GRINDEX)


საერთაშორისო  არაპატენტირებული დასახელება:
  ოქსიტოცინი


შემადგენლობა: ერთი 1მლ საინექციო ხსნარი (1 ამპულა ) შეიცავს 5 სე  ოქსიტოცინს.
დამხმარე ნივთიერებები : ქლორბუტანოლჰიდრატი, 1 M ძმრის მჟავას ხსნარი, საინექციო წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა
საინექციო ხსნარი

აღწერა
უფერო გამჭვირვალე სითხე დამახასიათებელი სუნით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უტეროტონური საშუალება
კოდი : ATC : H01BB02

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსიტოცინი წარმოადგენს სინთეზურ ჰორმონს, რომელიც ჰოპოფიზის უკანა წილის ბუნებრივი პეპტიდის იდენტურია.
მედიკამენტი ასტიმულირებს საშვილოსნოს გლუვ მუსკულატურას და ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების მიოეპითელიური უჯრედების შეკუმშვას.
ჰორმონი ზრდის კალიუმის იონებისათვის მემბრანების განვლადობას, ამცირებს მის მოქმედების პოტენციალს და აძლიერებს აგზნებადობას. მემბრანების პოტენციალის შემცირებასთან დაკავშირებულია შეკუმშვის სიხშირის, ინტენსივობის და ხანგრძლივობის მომატება.
ოქსიტოცინი ასტიმულირებს რძის სეკრეციას ჰოპიფიზის წინა წილის ჰორმონის (პროლაქტინის) სეკრეციის გაძლიერების გზით.
ოქსიტოცინს გააჩნია სუსტი ანტიდიურეზული თვისება და თერაპიულ დოზებში მნიშვნელოვნად არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე.

ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენური გამოყენებისას ოქსიტოცინის მოქმედება იწყება შეყვანისთანავე. საშვილოსნოს შეკუმშვის ინტენსივობა და სიხშირე იზრდება თანდათანობით 15-60 წუთის განმავლობაში და შემდგომ ხდება სტაბილური.
კუნთში შეყვანისას მოქმედება იწყება 3-5 წუთში. ინტრავენური ინფუზიის შეწყვეტისას პრეპარატის მოქმედება გრძელდება 20 წუთის განმავლობაში და საშვილოსნოს სამშობიარო აქტივობა თანდათან მცირდება. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა ხდება დაახლოებით 40 წუთის შემდეგ ინტრავენური შეყვანისას და  30-60 წუთის შემდეგ ინტრამუსკულური შეყვანისას.
პლაზმიდან  პრეპარატის ნახევარგამოყოფის (Т1/2) პერიოდი შეადგენს რამოდენიმე წუთს.
ოქსიტოცინის მეტაბოლიზმი წარმოებს ღვიძლში და თირკმელებში. პრეპარატი გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით და მცირე ოდენობით უცვლელი სახით.

ჩვენებები
მშობიარობის ინდუცირება და სტიმულირება, აბორტის გამოწვევა სამედიცინო ჩვენების მიხედვით, საშვილოსნოს ინვოლუციის დაჩქარების მიზნით და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მკურნალობისათვის, საკეისრო კვეთის (მომყოლის ამოღების შემდეგ) დროს საშვილოსნოს შეკუმშვის გასაძლიერებლად.

უკუჩვენებები

საშვილოსნოს ჰიპერტონური კუმშვა, ნაყოფის ჰიპოქსია.
ნაყოფისა და მენჯის ზომების შეუსაბამობა; ნაყოფის განივი და ირიბი მდებარეობა;  პლაცენტის წინამდებარეობა; ვასა პრაევია, პლაცენტის წინასწარი განშრევება, ჭიპლარის პროლაფსი, საშვილოსნოს ჩახევის საფრთხე მრავალი ორსულობის  გამო, ჰიდრამნიონი, მრავალჯერადი ორსულობა და საშვილოსნოს კედლებზე ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები, მათ შორის საკეისრო კვეთის შემდეგ.
მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება ხანგრძლივი პრეეკლამფსიისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების დროს, აგრეთვე ინერტული საშვილოსნოს შემთხვევაში (რეზისტენტობა ოქსიტოცინის მიმართ).

სიფრთხილე
ოქსიტოცინი შეჰყავთ ვენაში მხოლოდ წვეთოვანი ინფუზიის სახით, მისი სიჩქარის დაცვით და რეგულარული შემოწმებით. ოქსიტოცინის გამოყენების დროს საჭიროა საშვილოსნოს კუმშვადობის, ნაყოფის მდგომარეობის, არტერიული წნევისა და პაციენტის საერთო მდგომარეობის კონტროლი.

უნდა დავიცვათ განსაკუთრებული სიფრთხილე:
•    თუ არსებობს ნაყოფისა და მენჯის ზომების შეუსაბამობა (დიდი რისკის დროს საჭიროა თავი ავარიდოთ ოქსიტოცინის გამოყენებას);
•    ზომიერი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზიის დროს, გამოწვეული ორსულობით ან გულის დაავადებებით;
•    ორსულებში 35 წ ზემოთ;
•    თუ ანამნეზში ჩატარებულია საკეისრო კვეთა საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში;
•    ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი, ან თუ სანაყოფე წყლები შეიცავენ მეკონიუმს (ემბოლიის განვითარების რისკი).

ჰიპერჰიდროზის და ჰიპონატრიემიის შემთხვევაში  უნდა შემცირდეს სითხის შეყვანა და მიღება.
ოქსიტოცინის ეფექტი ძლიერდება პროსტაგლადინების ერთდროული გამოყენების დროს (საჭიროა კონტროლი), აგრეთვე ეპიდურული ანესთეზიის შედეგად (შეიძლება გაძლიერდეს სიმპათომიმეტური ვაზოპრესული საშუალებების ჰიპერტენზიური მოქმედება).
თუ საჭიროა ოქსიტოცინის ხანგრძლივი გამოყენება, უნდა შემცირდეს ინფუზიური ხსნარის ოდენობა და გამოყენებულ იქნას ხსნარები, რომელიც შეიცავენ ელექტროლიტებს და არა გლუკოზას (წყლით ინტოქსიკაციის რისკი). ელექტროლიტური ბალანსის დარღვევაზე ეჭვის დროს, განისაზღვრება ელექტროლიტები შრატში.
დედისთვის და ნაყოფისთვის გართულებების რისკის გაზრდის გამო, ორსულობის დროს ოქსიტოცინი გამოიყენება დიდი სიფრთხილით.
მცირე ოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად, გართულებები აღწერილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ანესთეზიური საშუალებების ინჰალაციამ შესაძლოა, შეამციროს ოქსიტოცინის მოქმედება (აგრეთვე ზრდის ჰიპოტენზიურ ეფექტსა და არითმიის რისკს).
ოქსიტოცინი არ გამოიყენება პროსტაგლანდინების ვაგინალური შეყვანის შემდეგ 6 სთ განმავლობაში (პროსტაგლანდინები ზრდიან უტეროტონულ ეფექტს).
ოქსიტოცინისა და სიმპათომიმეტური ვაზოკონსტრიქტორების ერთდროული გამოყენება ზრდის ვაზოპრესორულ ეფექტს.


მიღების წესი და დოზირება:
პლაცენტისა და ნაყოფის მდგომარეობის შეფასებისათვის, აგრეთვე რისკის მქონე ორსულთათვის შესაძლებელი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ოქსიტოცინის ტესტის ჩატარება.
ინფუზიისათვის ოქსიტოცინი იხსნება 500 მლ სტერილურ 5% გლუკოზაში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
სამშობიარო მოქმედების სტიმულირებისათვის რეკომენდირებულია 10 სე ოქსიტოცინის გახსნა 500 მლ ხსნარში (შეყვანის სიჩქარე 3 მლ/საათში ან 0,001 სე/წთ), დიდი დოზის მიღებისათვის 30 სე ოქსიტოცინს ხსნიან 500 მლ გამხსნელში (შეყვანის სიჩქარე 1მლ/ სთ ან 0,001 სე /წთ).
საშვილოსნოს ატონიისა და სამშობიარო მოქმედების სტიმულირებისათვის ოქსიტოცინი, ჩვეულებისამებრ, შეჰყავთ ვენაში წვეთოვანი ინფუზიის სახით  ინფუზომატის გამოყენებით.
ინფუზიას იწყებენ 0,001-0,002 სე/წთ-ში სიჩქარით, შემდგომში სულ მცირე 30 წთ ინტერვალის დაცვით. ინფუზიის სიჩქარეს ზრდიან თანდათანობით  მშობიარობის ენერგიული მოქმედების დაწყებამდე - 3-4 ძლიერი შეკუმშვა ყოველ 10 წთ-ში. დოზის კონტროლი ხდება ნაყოფის გულისცემისა და საშვილოსნოს შეკუმშვის მონიტორირებით (არ შეიძლება ოქსიტოცინის შეყვანა ბოლუსური ინექციის სახით). ნაყოფის ჰიპოქსიისა და საშვილოსნოს ჰიპერაქტივობისას სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ოქსიტოცინის ინფუზია.
ითვლება, რომ შეყვანის სიჩქარე 0,006 სე/წთ უნზრუნველყოფს პლაზმაში ოქსიტოცინის კონცენტრაციას, რომელიც შეესაბამება ბუნებრივი მშობიარობის დონეს.  ჩვეულებისამებრ შეყვანის აუცილებელი სიჩქარე შეადგენს 0.012 სე/წთ, მაგრამ ხშირად იყენებენ 0,02 სე/ წთ-მდე და მეტიც. მაქსიმალური რეკომენდირებული შეყვანის სიჩქარე შეადგენს- 0,032 სე/წთ. მაქსიმალურ დღიური დოზა შეადგენს 5 სე. მშობიარობის საჭირო აქტივობის მიღწევისას ინფუზიის სიჩქარეს თანდათანობით ამცირებენ.
საკეისრო კვეთისას (მომყოლის ამოღების შემდეგ) მაშინვე ინტრავენურად ნელა შეჰყავთ 5 სე ოქსიტოცინი.
ჰიპოტონური საშვილოსნოს სისხლდენის პროფილაქტიკისათვის (მომყოლის ამოღების შემდეგ) ვენაში შეჰყავთ ნელა 5სე ოქსიტოცინი,  ხოლო სისხლდენის შეჩერებისათვის- 5-10 სე, უფრო რთულ შემთხვევებში  შეჰყავთ 5-30 სე ინფუზიის სახით სიჩქარით, რომელიც ხელს უშლის საშვილოსნოს ატონიას. დიდი სიჩქარით ოქსიტოცინის ვენაში  შეყვანა იწვევს არტერიული წნევის სწრაფ დაქვეითებას. ხანგრძლივი მიღება არ არის სასურველი (იხ. მიღების თავისებურებანი).
ჰიპოტონური საშვილოსნოს სისხლდენის მკურნალობისთვის შეყვანის ალტერნატიული გზა: 5-8სე ოქსიტოცინი კუნთებში 2-3 ჯერ დღეში 3 დღე-ღამის განმავლობაში.
სამედიცინო ჩვენებებით აბორტის გამოწვევისთვის რეკომენდირებულია 5 სე ოქსიტოცინის შეყვანა ნელა ინტრავენურად, თუ საჭიროა, იგი შეჰყავთ აგრეთვე ინფუზიის სახით სიჩქარით -0.02-0,04 სე/წთ და მეტიც.

ჭარბი დოზირება
ანტიდოტი არ არის ცნობილი.
ჭარბი დოზირებისას, შეიძლება წარმოიქმნას პლაცენტის მოცილება, ემბოლია სანაყოფე წყლებით, საშვილოსნოს ჰიპერაქტივობა, ჰიპერტონული და ტეტანური კუმშვები. ამის შედეგად შეიძლება მოხდეს საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელისა და საშოს ჩახევა, მძიმე მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, ნაყოფის გულის რითმის დარღვევა, ჰიპოქსია და შესაძლებელია ნაყოფის სიკვლიდიც. შესაძლებელია გამოიწვიოს ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატის ანტიდიურეზულ მოქმედებასთან.
ჭარბი დოზირების დროს, საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყდეს პრეპარატის შეყვანა. საჭიროა ნორმალური დიურეზის აღდგენა, ელექტროლიტური ბალანსის ნორმალიზება, სიმპტომური მკურნალობა და ჰიპერტონული მარილოვანი ხსნარების შეყვანა.

გვერდითი მოვლენები
საშვილოსნოს სპაზმები (ასევე მცირე დოზების მიღებისას).
საშვილოსნოს მომატებულ მგრძნობელობისას და ოქსიტოცინის დიდ დოზას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, ტეტანური კუმშვები, საშვილოსნოს ჰიპერაქტივობა საშვილოსნოსა და საშოს ქსოვილების ჩახევით; შესაძლებელია ნაყოფის   ბრადიკარდია, არითმია, ასფიქსია და მწვავე ჰიპოქსია; რომელიც როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს.
არაელექტროლიტური ხსნარების დიდი მოცულობის ინფუზიას შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერჰიდრატაცია ფილტვების შეშუპებით, კრუნჩხვებით, კომით, ჰიპონატრიემიით და ლეტალური გამოსავლითაც კი. შესაძლებელია გულისრევა, ღებინება,  გამონაყარი და ანაფილაქტოიდური რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ჰიპოტენზია ან შოკი).
მძიმე ჰიპერტენზია შეიძლება გახდეს სიკვდილის, სუბარაქნოიდული სისხლდენის მიზეზი.
ორსულობისა და მშობიარობის გართულების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას სიცოცხლისთვის საშიში აფიბრინოგენემია და მშობიარობის შემდგომი სისხლისდენა.
დიდი სიჩქარით ოქსიტოცინის ვენაში შეყვანას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ხანმოკლე ჰიპოტენზია კანის ჰიპერემიით და რეფლექსური ტაქიკარდიით.
ახალშობილებში შესაძლებელია სიყვითლე, სისხლჩაქცევა ბადურაში.

ვარგისიანობის ვადა
4 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პორობები
შეინახეთ არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავსვებისთვის მიუწდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით

შეფუთვა

5 ამპულა უჯრედოვან შეფუთვაში
კოლოფში 2 უჯრედოვანი შეფუთვა

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ს.ს. “გრინდექსი”, კრუსტპილსის ქ. # 53, რიგა, LV-1057, ლატვია.
ტელეფონი: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელ-ფოსტა: [email protected]         

მწარმოებელი
ს.ს.“ სანიტასი“, ვეივერიუს ქ. 134ბ, კაუნასი, LT-46352, ლიტვა

მსგავსი პროდუქტები