ვიტადელი 20მლ საწვეთ#1ფლ

124710
მარაგშია
39.80 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიცხიმში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიColecalciferolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
39.80 

ვიტადელი/Vitadel


ვიტადელი: საკვები დანამატი

შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)
ყოველი 1 წვეთი შეიცავს 400სე ვიტამინი D3-ს

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. ადამიანის ორგამიზმისათვის ვიტამინი D-ს ყველაზე მნიშველოვანი და ადვილად შეწოვადი ფორმა ვიტამინი D3-ია (ქოლეკალციფეროლი). მას სხვაგვარად “მზის ვიტამინს” უწოდებენ, რადგან, იგი ერთადერთი სინთეზირდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად. 

ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში. 

ვიტამინი D3-ის დეფიციტი იწვევს: ახალშობილებსა და ბავშვებში რაქიტს, კბილის ემალის წარმოქმნის დარღვევას, ზრდის შეფერხებას, ძვალ-სახსროვანი და ნერვ-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიებს; მოზრდილებში იმუნური სისტემის დაქვეითებას, ოსტეომალაციას, ორსულებში შესაძლოა ტეტანიის სიმპტომების განვითარება.

ჩვენებები:

- D3-ს დეფიციტის პროფილაქტიკა
-რაქიტის პროფილაქტიკისა და კომპლექსური თერაპიის დროს
-ჰიპოკალცემიური ტეტანია
-ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისა და კომპლექსური თერაპიის დროს
-მალაბსორბცია
-ლაქტაზის აუტანლობა
-პოსტმენოპაუზური პერიოდი

-ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებებისას, როგორც დამხმარე საშუალება

სადღეღამისო დოზირება:

 1 წვეთი 1-ჯერ დღეში, ორი კვირიდან ბავშვებში.რეკომენდებულია ხანგრძლივი გამოყენებისათვის. 1ზე მეტი წვეთი რეკომენდებულია ზამთრის პერიოდში ან ინდივიდუალური საჭიროების შემთხვევაში ექიმის რეკომედაციით . მიღება უმჯობესია კვების დროს. ბავშვთა ასაკში შესაძლოა მისი შერევა რძეში.

გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან:
მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.
გამოშვების ფორმა:
წვეთები, 20 მლ ფლაკონი საწვეთურით არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი