გავისკონი duo#48საღ.ტ(თურქ)

126742
მარაგშია
19.85 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტაციდური საშუალებები ჯენერიკიNat.alginat+hydrocarb+Calcium carbonate* გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
19.85 

გავისკონის ორმაგი მოქმედების საღეჭი ტაბლეტი

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად

შემადგენლობა

  • მოქმედი ნივთიერებები:

ნატრიუმის ალგინატი - 250 მგ/10 მლ,

ნატრიუმის ბიკარბონატი - 106,5 მგ/10 მლ,.

კალციუმის კარბონატი - 187,5 მგ/10მლ

  • დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტოლ DC, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლ 20,000, მანიტოლი (E421), კოპოვიდონი, აცესულფამი K, ასპარტამი (E951), პიტნის ესენცია და კარმოიზინის ლაქი (E122).

1. გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის დახასიათება და გამოყენება

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი - ეს არის გლუვი ზედაპირის, მრვგვალი ფორმის, ორშრიანი ტაბლეტი, რომლის ერთი შრე წარმოდგენილია თეთრი ფერით, მეორე შრე კი ვარდიფერია. თითოეული ტაბლეტი, მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს: 250 მგ ნატრიუმის ალგინატს, 106,5 მგ ნატრიუმის ბიკარბონატს და 187,5 მგ კალციუმის კარბონატს.  ტაბლეტები, 16 და 48 ცალიანი ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაშია წარმოდგენილი.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი, კვების შემდეგ ანდა ორსულობის დროს განვითარებული მჟავიანობის მომატების შედეგად განვითარებული დისკომფორტის/ჩივილების, პირის ღრუში მჟავიანობის შეგრძნების (მჟავის რეგურგიტაცია), კუჭის ანდა მკერდის არეში წვის შეგრძნების,  კუჭის შიგთავსის საყლაპავში უკან დაბრუნებასთან (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი) დაკავშირებული ჩივილების სამკურნალოდ გამოიყენება.

აღნიშნული წამალი ორი ანტაციდური და ერთი ალგინატური ნივთიერების კომბინაციისგან შედგება, წამლის მოქმედება სრულად ფიზიკური მოქმედებისაა.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი - მიღების შემდეგ კუჭის წვენთან ურთიერთქმედებაში შედის. ამ ურთიერთქმედების შედეგად კი კუჭში მოძრავი ნეიტრალური pH-ის მქონე გელი წარმოიქმნება. აღნიშნულის წყალობით კუჭის მჟავა შიგთავსის საყლაპავში გადასვლა (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი) მცირდება. მძიმე  შემთხვევებში ეს გელი საყლაპავ მილში გადადის და კუჭის შიგთავსის საყლაპავის კედელთან კონტაქტს ხელს უშლის, ლორწოვანს გაღიზიანებისგან იცავს და გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლ ეტი -კუჭის მჟავიანობის და ნაღვლის წვენის საყლაპავში რეფლუქსით განპირობებული ტკივილის, კუჭის წვენის რეფლუქსის დათრგუნვის და მჟავიანობის შემცირების მიზნით გამოიყენება.

2. გავისკონის ორმაგი მოქმედების  ტაბლეტის გამოყენებამდე  გასათვალისწინებელი ინფორმაცია

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი  არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

-         ამ წამლის შემადგენელი ნივთიერებებიდან  რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი სიფრთხილით გამოიყენება ქვემოთ  მოცემული მდგომარეობის დროს:

  • ექიმმა მკურნალობის გეგემა სიფრთხილით უნდა შეადგინოს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე ვლინდება:

-         თუ მარილის შეზღუდვის შემცველ დიეტაზე ხართ;

-         თუ თირკმლების ანდა გულის უკმარისობა გაქვთ ანდა წარსულში გქონდათ (ზოგიერთი მარილი მსგავს მდგომარეობებზე შეიძლება ზემოქმედებას ახდენდეს);

-         თუ კუჭში მჟავიანობის დონე ძალიან დაბალია (აღნიშნულ მდგომარეობაში წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შემცირდეს);

-         თუ თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ ანდა  სისხლში ფოსფატების დონე დაბალია (ჰიპოფოსფატემია);

-         თუ შვიდი დღის შემდეგ დაავადების ნიშნები არ შემცირდება;

-         თუ ღებინების ანდა დიარეის გამომწვევი ნაწლავთა ინფექცია გაქვთ ანდა თირკმლების უკმარისობაზე ეჭვის მქონე ბავშვებთან გამოყენება იგეგმება;

-         თუ პროტეინების შემცველ საკვებში არსებული ფენილალანინის სახელით ცნობილი ამინომჟავის მეტაბოლიზმი დარღვეულია, ანუ თუ ფენილკეტონურიის დაავადება გაქვთ.

წამლის საჭიროზე მეტი დროით გამოყენებას მოერიდეთ.

4 ცალი ტაბლეტი 9,64 მმოლ ნატრიუმს და 7,5 მმოლ კალციუმს შეიცავს.  დიეტის გამო შეზღუდულ კვებაზე მყოფ ავადმყოფებმა, ამ წამლის გამოყენებამდე  კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართონ.

როგორც დანარჩენი ანტაციდების შემთხვევაში, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენებამ შეიძლება ძირითადი დაავადების, უფრო მძიმე სამედიცინო მდგომარეობების მასკირება განაპირობოს.

თუ აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად ვლინდება, გთხოვთ  აცნობეთ ექიმს.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის  მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ ახასიათებს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის  მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი ორსულობის პერიოდში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში მიიღეთ. ორსულობის პერიოდში გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის მიღება ხანგრძლივი პერიოდით, ექიმის მიერ დანიშნულ რაოდენობაზე მეტი დოზით ან/და სხვა წამლებთან ერთად  არ არის რეკომენდირებული.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ,  სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება - ლაქტაცია

წამლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

გავისკონის ორმაგი მოქმედების  ტაბლეტი ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითად არ მოქმედებს.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის  შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი ფენილალანინის წყაროს (ასპარტამს) შეიცავს.  მისი მიღება ფენილკეტონურიით დავადებული ავადმყოფებისთვის შეიძლება  საზიანო იყოს.

ეს სამედიცინო პროდუქტი კარმოიზინს შეიცავს, რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქციების განვითარება გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის ან სხვა  გამოყენებული წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებსა და გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენებას შორის საჭიროა 2 საათიანი შუალედური ინტერვალის დაცვა.

  • ტეტრაციკლინები, ნორფლოქსაცინის მსგავსი ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები (ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება);
  • რკინის შემცველი წამლები;
    • პენიცილამინი (შარდში სპილენძის გამოყოფის მომატების განმაპირობებელი იონების შემაკავებელი);
    • კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო);
    • ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპანოლოლის მსგავსი ბეტა-ბლოკერები და დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკრუნალოდ გამოიყენება);
    • ნეიროლეპტიკები (ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება);
    • გლუკოკორტიკოიდები;
    • ქლოროქინი (მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება);
    • ბიფოსფონატები (ძვლის დაშლის სამკურნალოდ გამოიყენება);
    • ესტრამუსტინი (პროსტატის ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება).

ლევოთიროქსინის შემცველი წამლების გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტთან ერთად მიღებისას, შეწოვის პროცესი ირღვევა, ამიტომ ამ ორ წამალს შორის ინტერვალი სულ ცოტა 2 საათი უნდა იყოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ან  ბოლო პერიოდში მიიღეთ,  აღნიშნულის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენების წესი

წამალი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. წამალი ყოველდღე, რეგულარულად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის და გადამოწმებისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები

ტაბლეტები, კარგად უნდა დაიღეჭოს.

ზრდასრულთათვის და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებული დოზაა: საკვების მიღების შემდეგ და დაწოლისას 2-4 ტაბლეტი (დღეში ჯამში 8-დან 16 ტაბლეტამდე).

გამოყენების გზა და მეთოდი

ტაბლეტები, კარგად უნდა დაიღეჭოს. ტაბლეტების გატეხვა/დაყოფამ და ნაწილ-ნაწილ დაღეჭვამაც შეიძლება შედეგი გამოღოს.

სურვილის შემთხვევაში, წყლის დაყოლებაც შეიძლება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

ბავშვებში გამოყენება

12 წლამდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება

ხანდაზმულებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები

თირკმლების / ღვიძლის უკმარისობა

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ აღინიშნება.

თუ ფიქრობთ, რომ გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტისეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ,  გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის  საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ

თუ  გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის  საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ,  კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ  გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის  საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, წამლის არასასურველი გვერდითი ეფექტები და სიმძიმე შეიძლება მოიმატოს.

მოვლენები, რომელიც გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს

ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

თუ გავისკონის ორმაგი მოქმედების  ტაბლეტის გამოყენება დაგავიწყდებათ

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

4.  შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოქმედება გამოვლინდება:

  • სხეულის რომელიმე ნაწილში მზარდი სიწითლეების განვითარება;
  • ხელების, ფეხების, კოჭების, სახის და ტუჩების შეშუპება;
  • განსაკუთრებით, პირის ღრუს ანდა ხახის შეშუპება, რაც განაპირობებს სუნთქვის  და ყლაპვის გაძნელებას.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე  გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ  გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის  მიმართ ალერგია გაქვთ, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან საავადმყოფოში დაწოლა.

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად  ვლინდება.

ძალიან ხშირი: 10 პაციენტიდან  სულ ცოტა 1 პაციენტთან ვლინდება.

ხშირი: 10 პაციენტიდან <1 პაციენტთან, მაგრამ  100 პაციენტიდან  >1 პაციენტთან  შეიძლება გამოვლინდეს.

არახშირი: 100 პაციენტიდან  <1 პაციენტთან, მაგრამ 1.000 პაციენტიდან  >1 პაციენტთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 პაციენტიდან <1 პაციენტთან და 10.000 პაციენტიდან  >1 პაციენტთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 პაციენტიდან  <1 პაციენტთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ექიმს აცნობეთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება:

(თუ, წამლის რეკომენდირებულ დოზაზე უფრო მეტს გამოიყენებთ):

  • უცნობი:

- ალკალოზი (სისხლში მჟავიანობის დაცემა), ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის რაოდენობის მომატება), მჟავის რებაუნდი (საკვების მიღების შემდეგ კუჭის მჟავიანობის დონის მომატება), რძე-ტუტოვანი სინდრომი (რძის ჭარბი რაოდენობით და  ხანგრძლივ მიღებასთან დაკავშირებული სისხლში კალციუმის რაოდენობის მომატება, მჟავიანობის დონის შემცირება, სისხლში აზოტის მომატება და თირკმლებში კალციუმის კენჭების ფორმირება, ყველა აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება);

- ყაბზობა.

ყველა აღნიშნული   გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის  მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  ან ფარმაცევტს.  გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ  ასევე, აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr   ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში  დაკლიკებით ან დარეკეთ  ტელეფონის ნომერზე: 0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს  ცენტრი (TUFAM).  გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის  მიღებასა და უსაფრთხოების საქმეში.

5. გავისკონი ორმაგი მოქმედების  ტაბლეტის შენახვა

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი შეინახეთ ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში.

შეინახეთ  <300 C  ოთახის ტემპერატურაზე.

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი არ გამოიყენოთ.

თუ პროდუქტზე და/ან შეფუთავზე  დაზიანებას შეამჩნევთ, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი არ გამოიყენოთ.

ვადაგასული  ან  გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ!

ჩააბარეთ გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი

ს.ს. Reckitt Benckiser Tem მალზ სან ვე თიჯ

შიშლი/სტამბული/თურქეთი

ტელ: 0212 326 96 00.

 

წარმოების ადგილი და მისამართი 

Reckitt Benckiser Healthcare Internatıonal Lımıted

Hull/East Yorkshire/ინგლისი.

 

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ისანი
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
გურია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ქვემო ქართლი
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
სენაკი 1
რუსთაველის ქ.N172(24)
მარაგშია
იმერეთი
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
3465
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
გლდანი
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები