დეტრივიტი დროპსი 400სე/მლ30მლ

129743
მარაგშია
35.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინები ჯენერიკიColecalciferolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
35.00 

დეტრივიტიდროპსი

DETRIVIT DROPS

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

30 მლ ხსნარი 

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს: ვიტამინ D3-ს (ქოლეკალციფეროლი) – 10 მკგ (400 სე).

დამხმარე ნივთიერებები: წყალი; დამატენიანებელი: სორბიტოლი, საქაროზა, ყურძნის წვენი კონცენტრირებული, ფორთოხლის წვენი კონცენტრირებული; მჟავიანობის აგენტები: ვაშლის მჟავა, ატმის არომატიზატორი; კონსერვანტები: ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი; შემასქელებელი აგენტი: ქსანთანის გუმფისი; ემულგატორი: პოლისორბატი 80; დამატკბობელი: სუკრალოზა; საღებავი: ბეტა კაროტინი.

მოქმედების მექანიზმი

D3 ვიტამინი წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. D ვიტამინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ორგანიზმში კალციუმის და ფოსფატების მეტაბოლიზმის რეგულირება, რაც ხელს უწყობს ძვლების სათანადო მინერალიზაციას და ჩონჩხის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

D ვიტამინი აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის, თირკმლებისა და ძვლოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმისა და ფოსფატების შეწოვის, ორგანიზმში მინერალური მარილების ტრანსპორტირების და ძვლების კალციფიცირების პროცესში, ასევე, არეგულირებს თირკმლებით კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფას. სისხლში კალციუმის იონების კონცენტრაცია გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე მთელ რიგ მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესებზე, უზრუნველყოფს ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, მონაწილეობს ნერვული იმპულსების გატარებაში და გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესზე. ვიტამინი D3 ავლენს მრავალ სასარგებლო ეფექტს, ნეიროპროტექტორული, რეპროდუქციული, იმუნომოდულაციური ეფექტების ჩათვლით. D3 ვიტამინს დადებითი გავლენა აქვს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობს სისტემური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედება, D ვიტამინის ნაკლებობა საკვებში, მისი არასაკმარისი ნაწლავური შეწოვა, ორგანიზმში კალციუმის დეფიციტი ბავშვებში იწვევს რაქიტს, ხოლო მოზრდილებში - ოსტეომალაციას; ორსულ ქალებში შესაძლებელია ტეტანიის სიმპტომების გამოვლენა, ხოლო ახალშობილებში – ძვლების კალციფიკაციის პროცესების დარღვევა.

ჩვენებები

•  D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და შევსება ბავშვებსა და მოზრდილებში;

• რაქიტის პროფილაქტიკა დღენაკლულ ახალშობილებში;

• ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია მოზრდილებში (დამხმარე საშუალების სახით);

• ძვალ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, ნერვული, რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემების დაავადებათა პროფილაქტიკა და დამხმარე თერაპია;

• D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული სხვადასხვა მდგომარეობების პროფილაქტიკა და დამხმარე თერაპია.

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

დეტრივიტი დროპსი საკვები დანამატია და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. დეტრივიტი დროპსის ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი, ასევე თირკმლის ფუნქციის კონტროლი – სისხლში კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრის გზით. მეტად მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ასაკოვან პაციენტებზე მეთვალყურეობა, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილნი არიან კონკრემენტების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალცემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში, დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას, D ვიტამინის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო.

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენება ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში.

მიიღება პერორალურად.

ბავშვები: 0.5 მლ დღეში.

მოზრდილები: 1 მლ დღეში.

დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

სტანდარტული რეკომენდებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ ახასიათებს, იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – 2 წელი.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ფლაკონში გრილ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას (<25°C).

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

გამოშვების ფორმა

30 მლ ხსნარი მუქი მინის ფლაკონში, დახუფული საწვეთურიანი დოზატორის მქონე ხრახნიანი თავსახურით და საგარანტიო რგოლით. ფლაკონზე მიმაგრებულია ეტიკეტი.

თითო ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

წარმოებულია გერმანიაში.

დისტრიბუტორი კომპანია

SUNLIFE® Produktions- und Vertriebsgesellschaft mbH

Schierbusch 3, D-33161 Hövelhof

www.sunlife-online.de

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს “ჯი ემ ფარმასიუთიქალს”,

საქართველო, თბილისი, რუსთავის გზატკეცილი №52.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები