ვიპაქსონი #30ტ

130497
მარაგშია
61.70 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები) ჯენერიკიCiticoline,GABA,Uridia,Citidin,Glycin,Vi გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
61.70 

ვიპაქსონი

VIPAXON

შემადგენლობა

ციტიქოლინი 100 მგ,

გამა-ამინოერბოსმჟავა (გაემ, GABA) 150 მგ,

ურიდინი 60 მგ,

ციტიდინი 60 მგ,

გლიცინი 100 მგ,

ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 5 მგ,

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 6 მგ,

გინკო ბილობას ექსტრაქტი 80 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ნოოტროპული, ნეიროპროტექტორული, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება).

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ციტიქოლინი -  წარმოადგენს უჯრედული მემბრანის სტრუქტურული ერთეულების წინამორბედს, რომელიც ადვილად შეიწოვება და ნაწილდება ადამიანის ორგანიზმში (მათ შორის ნერვულ უჯრედებში). ციტიქოლინს გააჩნია შემდეგი თვისებები: ხელს უწყობს დაზიანებული მემრანის აღდგენას, აჩერებს ნერვული უჯრედების კვდომის პროცესს, აინჰიბირებს ფოსპოლიპაზებს. იგი ხელს უწყობს ქსოვილის დაზიანების მასშტაბის შემცირებას ინსულტისა და თავის ტვინის ტრავმის შემდგომ. ციტიქოლინი ხასიათდება მაღალი ეფექტურობით თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიით გამოწვეული მეხსიერებისა და ყურადღების დეფიციტის, კოორდინაციისა და სმენის პრობლემების დროს.

გამა ამინოერბოსმჟავა (გაემ,GABA) - წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია მეტაბოლური და ნეიროპროტექტორული მოქმედება. გაემ-ი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში უკავშირდება გაემ-რეცეპტორებს და წარმოადგენს მთავარ შემაკავებელ ნეირომედიატორს. იგი მონაწილეობს  ემოციური სტაბილურობის და კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნების პროცესში. გაემ-ის თვისებებია: დეპრესიის საწინააღმდეგო,  ძილ-სიფხიზლის ფაზების მარეგულირებელი, მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციის გამაუმჯობესებელი, დეგენერაციული პროცესების შემაჩერებელი, იშემიის საწინააღმდეგო.

ციტიდინი -  წარმოადგენს ნუკლეოტიდს, რომელიც გამოიყენება როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგიერთი პათოლოგიის დროს. ციტიდინი მონაწილეობს მიელინის (სფინგომიელინის) გარსის წარმოქმნისა და აღდგენის პროცესში. ციტიდინი ეხმარება ნერვულ სისტემას სინაფსების წარმოქნისა და რეგენერაციის პროცესში, ასევე ნერვ-კუნთოვანი გადაცემის აღდგენის პროცესში.

ურიდინი -  წარმოადგენს ნუკლეოტიდს, რომელიც ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ურიდინი ერთვება ფოსფატიდილქოლინის (მემბრანების საშენი მასალა და არამარტო) სინთეზის პროცესში, ხელს უწყობს სინაფსური კავშირების წარმოქმნას, აცეტილქოლინის სინთეზს და მიელინის გარსის რეგენერაციას. მისი მიღება აუმჯობესებს მეხსიერებას, კოგნიტურ ფუნქციებს, გუნება-განწყობას, შრომისუნარიანობას და ამცირებს რეაბილიტაციის პროცესს თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისა და ინსულტის შემდგომ.

გლიცინი - წარმოადგენს ამინომჟავას, რომელიც ადვილად ათვისებადია ადამიანის ორგანიზმის მიერ, ნაწილდება მთელ ორგანიზმში და მათ შორის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. გლიცინი წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს გამა-ამინოერბოსმჟავას სინთეზის პროცესში, ასევე არეგულირებს გლუტამატური (NMDA) რეცეპტორების მუშაობას;
აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისა და ინსულტის შემდგომ. გლიცინი ხსნის ფსიქოემოციურ დაძაბულობა, აგრესიულობას, შფოთვისა და პანიკის შეგრძნებებს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ძილის ხარისხს, ზრდის შრომიუნარიანობას. იგი აუმჯობესებს უჯრედული სუნთქვის პროცესს, მონაწილეობს გლუტათიონის სინთეზის პროცესში, გააჩნია ანტიოქსიდანტური და დეტოქსიკაციური თვისებები (როგორიცაა, ცნს-ზე  ალკოჰოლური  და მედიკამენტური ტოქსიური ზემოქმედება).

ვიტამინი B1 (თიამინის მონოჰიდრატი) - ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკაციურ მოქმედებას, ასევე აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ფუნქციონირებას. თიამინი მონაწილეობს რიგი ფერმენტების ფორმირებაში, რომელთა როლი მნიშვნელოვანია  ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში.

ვიტამინი B6  (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ნერვულ ქსოვილში.

გინკო ბილობას ექსტრაქტი - გინკო ბილობა წარმოადგენს მცენარეს, რომლისგანაც იღებენ სამკურნალო ექსტრაქტს. გინკო ბილობას ექსტრაქტი მდიდარია სამკურნალო ფლავანოიდებით (კომფეროლი, ქვერცეტინი და ა.შ.), ტერპენული ნაერთებით (ბილობილიდი, გინკოლიდი), ორგანული მჟავებით, ვიტამინებითა და მინერალებით. მისი ექსტრაქტი აუმჯობესებს მეხსიერებას, შრომისუნარიანობას, სისხლის მიმოქცევას ცნს-სა და პერიფერიაზე, ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, აუმჯობესებს ვესტიბულური აპარატის მუშაობას, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას, ამაღლებს გუნება-განწყობას. გინკო-ბილობას ექსტრაქტი ასევე დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, გააჩნია ანტიოქსიდანტური, ნეიროპროტექტორული მოქმედება, აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.

ჩვენებები

- სხვადასხვა ეტიოლოგიის ენცეფალოპათიები;

- ქალა ტვინის ტრავმებისა და ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;

- ნეიროსენსორული დარღვევები (ვესტიბულოპათიები, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება და ა.შ.);

- მეხსიერების დეფიციტი;

- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;

- ძილის დარღვევები;

- დიაბეტით გამოწვეული დარღვევები (დიაბეტური რეტინოპათია, ენცეფალოპათია, დიაბეტური ტერფი);

- ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, ყურადღების დეფიციტი;

- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რეინოს სინდრომი.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

გვერდითი მოქმედება

იშვიათად კუჭის გაღიზიანება.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად ჭამის დროს ამ ჭამის შემდეგ ჭიქა წყლის მიყოლებით.
1 ტაბლეტი  ერთხელ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მოხმარება უარყოფითად არ მოქმედებს მძღოლის უსაფრთხოებაზე.

გამოყენებაორსულობისდალაქტაციისდროს

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება დანიშნულების თანახმად.

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან

შესწავლილი არ არის, მიმართეთ ექიმს.

გამოშვებისფორმა

ტაბლეტი N30, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვისპირობები

შეინახეთ მშრალ, მზის სინათლისაგან დაცულ,  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 15 - 250C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა

მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა რეცეპტის გარეშე. წარმოადგენს საკვებ დანამატს,

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი

კომპანია ,,WISE PHARM`` დიდი ბრიტანეთი.            

 მწარმოებელი

,,GRICAR CHIMICAL`` S.R.L. - იტალია. 

მსგავსი პროდუქტები