ბაჟანა #10 პაკ

131109
-28%
მარაგშია
23.00 
16.45 
დანაზოგი: 6.55 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები ჯენერიკიSaccharomyces boul,Lactobac,Inuline გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
23.00 
16.45 
დანაზოგი: 6.55 ₾ (28%)

 BAZHANA

ბაჟანა

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი დამატკბობლით

პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი

BAZHANA– ეს არის ლიოფილიზირებული საფუარების (Saccharomyces boulardii), 2 პრობიოტიკური შტამის და პრებიოტიკის კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას და ნორმალურ პერისტალტიკას. ეს არის სასარგებლო მიკროფლორის კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო გაძლიერებას, იმუნიტეტის ამაღლებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების ნორმალიზებას, ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და ათვისებას, ალერგიის გამოვლინებების შემცირებას. ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას და სტაბილიზაციას ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს.

შემადგენლობა: ინულინი; Saccharomyces boulardii; დამატკბობელი: ნატრიუმის ციკლამატი; მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა; არომატიზატორი: ლიმონი; Lactobacillus acidophilus, Lactobacillus rhamnosus.

შესაძლოა შეიცავდეს რძის ნაშთს.

რეკომენდებული ყოველდღიური დოზა შეიცავს:

ინგრედიენტები

1 პაკეტი

2 პაკეტი

Saccharomyces boulardii Lactobacillus acidophilus Lactobacillus rhamnosus  ინულინი

2,5×109  CFU*

2,5×109  CFU*

1×109  CFU*  

3500 мг (mg)

5×109  CFU*

5×109  CFU*  

2×109  CFU*

7000 მგ (mg)

 

 

 

 

 

 

* CFU- კოლონიის ფორმირების ერთეული, სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმების რაოდენობის მაჩვენებელი.

პრობიოტიკები - ეს არის ცოცხალი მიკროორგანიზმები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ფლორის დარღვევის შემთხვევაში. ისინი ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და ნორმალურ პერისტალტიკას.

Saccharomyces boulardii – ეს არის პრობიოტიკის სახეობა (ლიოფილიზებული საფუარი), პირდაპირი ანტიმიკრობული მოქმედებით, რომელიც გამოდევნის პათოგენურ მიკროორგანიზმებს ნაწლავებიდან და ამით საშუალებას აძლევს საკუთარ ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებს გამრავლდნენ. ამცირებს ტოქსინების წარმოქმნას და აჩქარებს მათ გამოდევნას. ზრდის ნაწლავებში იმუნური დაცვის დონეს, ასტიმულირებს სეკრეტორული იმუნოგლობულინის A (IgA) გამომუშავებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციების დროს.  გამოიმუშავებს ფაქტორს, რომელიც ბლოკავს აქტივობას და იცავს ტოქსინებისგან, რომელსაც წარმოქმნის ნაწლავის ჩხირი - ბაქტერია, რომელიც იწვევს დიარეას მოგზაურებში.

Lactobacillus acidophilus – ეს არის Lactobacillaceae-ს ოჯახის ბაქტერიების სახეობა, რომელიც შედის ადამიანის მსხვილი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში. ის მონაწილეობს ნაწლავის მიკროფლორის ჯანსაღი და დაბალანსებული მდგომარეობის შენარჩუნების პროცესებში, ასევე ხელს უწყობს საკვებისა და მინერალების შეწოვის პროცესებს. ეს რძემჟავა ბაქტერია გამოიმუშავებს ანტისხეულებს პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ; მონაწილეობს სხვადასხვა ფერმენტების, მინერალებისა და ვიტამინების სინთეზში; გამოიყენება დისბაქტერიოზთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ (ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა).

Lactobacillus rhamnosusმიეკუთვნება Lactobacillus-ის გვარს - წარმოადგენს ბაქტერიების სახეობას, რომელიც გამოიმუშავებს ფერმენტ ლაქტაზას. ეს ფერმენტი შლის რძეში შემავალ ლაქტოზას რძემჟავამდე. ეს არის  კლინიკურად ყველაზე შესწავლილი პრობიოტიკური შტამი, რომელსაც აქვს მრავალი სასარგებლო ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთეს შეწოვას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ადამიანის ორგანიზმის დამცავ ბარიერს, ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.

ინულინი – პრებიოტიკი, არამონელებადი საკვები ინგრედიენტი /უჯრედისი/, რომლის სასარგებლო ეფექტი მდგომარეობს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების ზრდისა და განვითარების სტიმულირებაში. ამრიგად, ის ხელს უწყობს და აძლიერებს პრობიოტიკების მოქმედებას.  ასევე, ინულინი ხელს უწყობს დიარეის სიხშირისა და ხანგრძლივობის შემცირებას, აქრობს შიმშილის გრძნობას და ხელს უწყობს სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნებას.

გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა: 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის 1 პაკეტი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე, პაკეტის შიგთავსი გახსენით ოთახის ტემპერატურის გადადუღებულ სასმელ წყალში; ზრდასრულებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 2 პაკეტი დღეში ერთხელ ჭამამდე ერთი საათით ადრე. ნებადართულია  ანტიმიკრობულ პრეპარატებთან ერთად გამოყენება მკურნალობის დაწყების  პირველივე დღიდან.

გამოყენების ხანგრძლივობა: 4 კვირა, შემდგომი მიღება და განმეორებითი კურსის შესაძლებლობა უნდა შეათანხმოთ ექიმთან.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები: ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.  

სიფრთხილის ზომები: 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით,  მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი რომელიმე დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან პროფილაქტიკისთვის. ბად-ი არ არის მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

მწარმოებლის დასახელება და  მისამართი: წარმოებულია  ბულგარეთში, სს „სოფარმა“-სთვის, ილიენსკოეს გზატკეცილის ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი,  მწარმოებელი „ფორტექს ნუტრასიუტიკალსი“,  პროხლადენ კატის ქ. 10, სუხოდოლის რაიონი, 1362 სოფია, ბულგარეთი.

გამოშვების ფორმა: 10 პაკეტი მუყაოს კოლოფში. წმინდა წონა: 38,9გ (გ).

შენახვის პირობები: ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე (15-25 °C), მშრალ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

მსგავსი პროდუქტები