გრიპ ჰოთი #12პაკ.

13158
-43%
მარაგშია
21.76 
12.50 
დანაზოგი: 9.26 ₾ (43%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები ჯენერიკიParacetamol+Oxalamin+Phenylephr+chlorph. გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
21.76 
12.50 
დანაზოგი: 9.26 ₾ (43%)

გრიპჰოთი  

Griphot™

შუშხუნა გრანულები ერთჯერად პაკეტებში.

შემადგენლობა

ყოველი პაკეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი 500მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ, ოქსოლამინის ციტრატი 100მგ, ქლორფენირამინის მალეატი 2მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ღვინის მჟავა, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი, ყვითელი ქინოლინური, ლიმონის არომატიზატორი,
კოლიდონი-K30, საქარინი, შაქარი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გრიპჰოთ™-ს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიჰისტამინური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება გაციების, სურდოს, გრიპის და ზედა სასუნთქი გზების არასპეციფიკური ინფექციების სიმპტომური მკურნალობისას.

ფარმაკოდინამიკა

პარაცეტამოლი: ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას. თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს, ამცირებს ტკივილის პერიფერიული რეცეპტორების მგრძნობელობას.

ქლორფენირამინის მალეატი: აქვს ანტიჰისტამინური და ქოლინომაბლოკირებელი მოქმედება. ქოლინომაბლოკირებელი (ანტიმუსკარინული) მოქმედების ხარჯზე ამცირებს სურდოს, ცხვირის გაჭედვას, აადვილებს სუნთქვას, ხსნის ხველის რეფლექსის ძირითად მიზეზებს.  H1 - ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკირების გამო  უზრუნველყოფს ზედა სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების დროს არსებული სიმპტომების შემსუბუქებას.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი: აქვს დეკონგესტური მოქმედება. სისხლძარღვების ძლიერი შემავიწროვებელი ეფექტის გამო, ავლენს პირდაპირ და შუალედურ სიმპატომიმეტურ მოქმედებას. პოსტსინაფსური ალფა-ადრენორეცეპტორების აგონისტია. თერაპიულ დოზებში ავლენს ვაზოკონსტრიქტორულ მოქმედებას. ფენილეფრინის ადგილობრივი ან პერორალური გამოყენება იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროვებას. შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედების გამო მცირდება ცხვირიდან გამონადენი.

ოქსოლამინის ციტრატი: სინთეზური  პერიფერიული მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალება. სასუნთქი გზების აფერენტული ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობის შემცირების გამო, ამცირებს იმპულსების გადაცემას სუნთქვის ცენტრში.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

პარაცეტამოლი: ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება იწყება 30 წუთის შემდეგ. 1-2 საათის განმავლობაში მიიღწევა მაქსიმალური კონცენტრაცია; მოქმედების ხანგრძლივობა 3-4 საათია. 90-95% პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელებით.

ქლორფენირამინის მალეატი: კარგად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან. მოქმედება იწყება 15-60 წუთის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3-6 საათის შემდეგ. 24 საათის განმავლობაში გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით. პლაზმის ცილებს უკავშირდება დაახლოებით 70%.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი: პერორალური მიღებისას მოქმედება იწყება 15-20 წუთის შემდეგ და გრძლედება 4 საათის განმავლობაში. მიუხედევად იმისა, რომ ფენილეფრინი არარეგულარულად და ნაწილობრივად შეიწოვება ნაწლავებიდან, პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება პირის ღრუს ლორწოვანიდან. ფენილეფრინი განიცდის ბიოტრანსფორმაციას ნაწლავებში და ღვიძლში. ნაწლავებში მიმდინარე ძირითადი მეტაბოლიზმის შედეგად გარდაიქმნება ფენილეფრინ სულფატის კონიუგატად და განიცდის ფერმენტ მონოამინოოქსიდაზას ზემოქმედებას. არამეტაბოლიზირებული ფენილეფრინი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით.

ოქსოლამინის ციტრატი: 10% ორგანიზმიდან  გამოიყოფა  თირკმელებით  შეუცვლელი სახით, 0.6%-ნეიტრალური სახით.

გამოყენების ჩვენებები

  • სურდო
  • გრიპი
  • გაციება
  • რინიტები (სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი, არაალერგიული ეოზინოფილური რინიტი,ვაზომოტორული რინიტი)
  • ზემო  სასუნთქი გზების ინფექციების  სიმპტომური მკურნალობა, როგორიცაა ფარინგიტი, სინუსიტი, ბრონქიტი და ლარინგიტი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ღვიძლის,  თირკმელების და გულის მძიმე დაზიანება.

ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

ფენილეფრინი უკუნაჩვენებია მძიმე ჰიპერტენზიის და ვენტრიკულური ტაქიკარდიის დროს.

არ ინიშნება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის, მძიმე გლაუკომის, ჰიპერთირეოიდიზმის, მძიმე ჰიპერტენზიის, გულის არითმიის და ცერებროვასკულარული დარღვევების, ასთმის შეტევის დროს და ასევე ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

ბავშვებში ოქსოლამინის ციტრატმა  შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაციები, გულისრევა და ღებინება. არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა MAO-ს ინჰიბიტორებთან  ერთად  ან აღნიშნული პრეპარატის მოხსნიდან 2 კვირის განმავლობაში.

გამოყენება ბავშვებში

ქლორფენირამინმა შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული აღგზნება ბავშვებში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის  უკუნაჩვენებია.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმული ასაკის პაციენტებს პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ, რადგან შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა მისმა ხველის საწინააღმდეგო და ვაზოპრესორულმა მოქმედებამ.

გამოყენება ორსულებში და ლაქტაციის დროს

ორსულობა (C კატეგორია)

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ ორსულობის II და III ტრიმესტრებში მისი დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში  გამოყენების კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატი არ ინიშნება.

ზემოქმედება  სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ენიშნებათ მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა სამუშაო მოითხოვს დიდ ყურადღებას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პარაცეტამოლი ზრდის ღვიძლის დაზიანების ალბათობას ქრონიკული ალკოჰოლიზმის, ასევე ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების მიღების დროს.

ალკოჰოლის, ფენოთიაზინების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ფენილეფრინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე სედაციური მოქმედების გაზრდა.

ატროპინი, ამანტადინი, ჰალოპერიდოლი, ფენოთიაზინები, პროკაინამიდი და ქინიდინი ზრდიან ქლორფენირამინის ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას.

MAO-ს ინჰიბიტორები ზრდიან ქლორფენირამინის ქოლინომაბლოკირებელ და სედაციურ მოქმედებას.

ქლორფენირამინმა შეიძლება შენიღბოს ცისპლატინის, სალიცილატების და ვანკომიცინის ოტოტოქსიური მოქმედება.

ღვიძლის ენზიმების ინდუქტორებმა (როგორიცაა ბარბიტურატები), პარაცეტამოლის პირველადი მეტაბოლიზმის გაზრდის ხარჯზე შეიძლება შეამცირონ მისი ეფექტურობა.

მიღების წესი და დოზირება:

გრიპჰოთი™  შუშხუნა გრანულები  მიიღება შიგნით.

ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 2/3 ჭიქა ადუღებულ ცხელ  წყალში. მორევის შემდეგ პრეპარატი მიიღება ცხელი სახით. გრიპჰოთი™  მიიღება  6 -საათიანი შუალედებით, არაუმეტეს 4 დოზისა (პაკეტი) დღეში.

გვერდითი ეფექტები

იშვიათად, შესაძლებელია აღინიშნოს ისეთი  გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა, ნევროზულობა, პირის სიმშრალე, გამონაყარი, მხედველობის მოშლა, ანორექსია, ოფლიანობა, ტაქიკარდია, შუილი ყურებში, ფოტოსენსიბილიზაცია. ეს გამოვლინენები გარდამავალი ხასიათისაა, პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მოხსნის შემდეგ აღნიშნული მოვლენები ქრება.

დოზის  გადაჭარბება

ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. ბავშვებში გასათვალისწინებელია ასპირაციის საშიშროება.

რეკომენდებულია  საფაღარათო საშუალებების მიღება, როგორიცაა მაგნიუმის ჰიდროქსიდი. სიმპტომების სიმძიმის მიხედვით რეკომენდებულია შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობა (ჰიდრატაცია, ოქსიგენოთერაპია). ჰიპოტონიის შემთხვევაში შესაძლებელია ვაზოპრესორული პრეპარატების დანიშვნა; უნდა ვერიდოთ ადრენალინის მიღებას, რომელმაც შესაძლებელია კიდევ უფრო დააქვეითოს არტერიული წნევა. კონვულსიების განვითარების საშიშროების გამო, უკუნაჩვენებია ანალეფსიური საშუალებები. პარაცეტამოლის სპეციფიკურ ანტიდოტს წარმოადგენს პერორალური N-აცეტილცისტეინი.

გამოშვების ფორმა

გრიპჰოთი™  შუშხუნა გრანულები,  ერთდოზიან პაკეტში, 12 პაკეტი  გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება  არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი                                                                                                                                                    არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

დროგსან ილაჩლარი სან ვე თიჯ.ა.შ.                                                                                                      06760 ჩუბუქ/ანკარა/თურქეთი

 

მსგავსი პროდუქტები