ესფოლაიტი-S #60კაფს

132401
მარაგშია
51.94 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიჰეპატოპროტექტორები ჯენერიკიPhospholipides+Silymarin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
51.94 

ესფოლაიტი-S

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს:

სილიმარინი (ბაყაყურას ექსტრაქტი) 100 მგ, ესენციური ფოსფოლიპიდები 60 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დიკალციუმის ფოსფატი (E341), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), სილიციუმის დიოქსიდი (E551), მაგნიუმის სტეარატი (E470b).

მყარი კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი (E172).

აღწერა

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ესფოლაიტი-S ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების აღდგენასა და დაცვას.

სილიმარინი ბიოფლავონოიდია, რომელიც მიიღება მცენარე ბაყაყურას (Silybum marianum) ნაყოფისგან. მას გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, რომლის მექანიზმი განპირობებულია სილიმარინის ანტიოქსიდანტური და მემბრანის მასტაბილიზებელი აქტივობით. იგი იკავშირებს თავისუფალ რადიკალებს და ტოქსიკურ ნივთიერებებს, ასტიმულირებს ცილების სინთეზს, ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების აღდგენას.

ესენციური ფოსფოლიპიდები რთული ნივთიერებებია, რომლებიც  ფოსფატიდური და უჯერი ცხიმოვანი მჟავების (ძირითადად ოლეინის და ლინოლის) დიგლიცერიდების ეთერებს წარმოადგენს. ისინი უჯრედის მემბრანების და ჰეპატოციტების ორგანელების მემბრანების მნიშვნელოვანი სტრუქტურული ელემენტია.

ფოსფოლიპიდები არეგულირებს მემბრანის გამტარობას, მემბრანასთან დაკავშირებული ფერმენტების აქტივობას, უზრუნველყოფს ჟანგვითი ფოსფორილირების ნორმალურ პროცესებს. პრეპარატი ახდენს ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზის და საერთო ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატოციტების დაზიანების შემთხვევაში; აღადგენს ჰეპატოციტების მემბრანებს სტრუქტურული რეგენერაციისა და ოქსიდაციური პროცესების კონკურენტული დათრგუნვის გზით: ბიომემბრანებში ინტეგრირებით უჯერი ცხიმოვანი მჟავები მემბრანული ლიპიდების ნაცვლად ტოქსიკოგენურ ეფექტებს იღებენ.

ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას, ასტაბილიზებს ნაღვლის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს.

გამოყენება

რეკომენდებულია ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის სახით, როგორც სილიმარინის და ფოსფოლიპიდების დამატებითი წყარო.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობის მიმართ;

ორსულობა, ძუძუთი კვება.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენების რეკომენდაციები

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა 1-3-ჯერ დღეში ჭამის დროს, მთლიანად გადაყლაპეთ დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.

მიღების ხანგრძლივობა - 1 თვე, მიღება შეიძლება განმეორდეს წელიწადში 3-4 ჯერ.

ვერდითი მოვლენები

შესაძლოა - დისკომფორტის შეგრძნება კუჭში, თხიერი განავალი, ფაღარათი.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში - გამონაყარი, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.

განსაკუთრებული მითითებები

პროდუქტი წარმოადგენს საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატს და არ არის წამალი.

მიღებამდე რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაცია.

საკვები დანამატები არ არის მრავალფეროვანი კვების ალტერნატივა (ჩანაცვლება).

გამოშვების ფორმა: პერორალური კაფსულები.

შეფუთვა: 60 კაფსულა.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მოარიდეთ ბავშვებს.

ვარგისობა

36 თვე. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

რეალიზაციის პირობები

სააფთიაქო ქსელისა და სპეციალიზებული მაღაზიების, სადისტრიბუციო ქსელის განყოფილებების მეშვეობით.

წარმოებულია

LADY HEALTHCARE LLP-თვის

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი

შპს Fortex Nutraceuticals,

10, Prohladen kat str, Suhodol distr.,

სოფია 1362, ბულგარეთი.

მსგავსი პროდუქტები