გამა #30ტ

132564
მარაგშია
52.99 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიქსოვილებში ნივთ. ცვლაზე მოქმედი სისტემური გამოყენების საშუალებები ჯენერიკიLipoic acid+Magnesium+Pyridoxin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
52.99 

GAMA/გამა

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

შემადგენლობა:

ალფა-ლიპოის მჟავა - 300 მგ;

მაგნიუმი - 225 მგ;

ვიტამინი B6 – 1.3 მგ.

გამა წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ალფა-ლიპოის მჟავა (ლიპოის მჟავა,თიოქტური მჟავა ან ვიტამინი N) არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი (წყალში და ცხიმში ხსნადი)  ანტიოქსიდანტი,რომელიც აკონტროლებს და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს ჩვენს ორგანიზმში. ის ხელს უწყობს სხვა ანტიოქსიდანტებს: გლუტათიონს, ვიტამინებს C და E, კოენზიმ Q10. მონაწილეობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში, დეტოქსიკაციაში, ნუკლეინების მჟავების სინთეზში.

ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედში ენერგიის წამოქმნის პროცესში. ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას და ღვიძლში  გლიკოგენის რაოდენობის გაზრდას.

გინეკოლოგიის სფეროში ალფა-ლიპოის მჟავას ანტიოქსიდანტური მოქმედება სასარგებლოა საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვის დროს. გარდა ამისა, მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენეს ამ ნივთიერების ეფექტურობა ამნიოქორიონალური მემბრანის სისუსტის შემცირებაზე, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ბუნების ანთებითი პროცესებით. ასევე ის არეგულირებს გლუკოზის დონეს გესტაციური დიაბეტის დროს.

რეპროდუქტოლოგიის სფეროში ალფა-ლიპოის მჟავა ზრდის pgc-1 ალფა გენის ექსპრესიას გრანულოზურ უჯრედებში და აუმჯობესებს IVF- ის შედეგებს.

მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილებში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.

მაგნიუმი მონაწილეობს ჯანმრთელი უჯრედების ფორმირებაში.  ის უზრუნველყოფს ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორ ფუნქციონირებას. მაგნიუმი იწვევს საშვილოსნოს კუნთების გაძლიერებული შეკუმშვის მოხსნას.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. იგი აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამავე დროს მის შეღწევას უჯრედებში, აქიდან გამომდინარე,ახორციელებს არაპირდაპირ ზეგავლენას კუნთებზე.

ჩვენებები:

მეანობაში:

-ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა,ძირითად საშვალებებთან ერთად, კომპლექსურ თერაპიაში

-აბორტის მოსალოდნელი რისკი,ძირითად საშვალებებთან ერთად, კომპლექსურ თერაპიაში

-მოსალოდნელი აბორტი/ნაადრევი მშობიარობა (საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის გაზრდა,ვაგინალური სისხლდენა და ა.შ)ძირითად საშვალებებთან ერთად, კომპლექსურ თერაპიაში

-პრენატალური დიაგნოსტიკის ინვაზიური პროცედურების გამოყენებისას  (ამნიოცენტეზი..)ძირითად საშვალებებთან ერთად, კომპლექსურ თერაპიაში

გამა უზრუნველყოფს საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის გაზრდის რისკის შემცირებას,ძირითად საშვალებებთან ერთად, კომპლექსურ თერაპიაში

გინეკოლოგიაში:

-პირველადი დისმენორეა,ძირითად საშვალებებთან ერთად, კომპლექსურ თერაპიაში

-პრემენსტრუალური სინდრომი,ძირითად საშვალებებთან ერთად, კომპლექსურ თერაპიაში

გამა შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და/ან მიორელაქსანტ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში.

დოზირების რეჟიმი:

რეკომენდირებულია 1 ან 2 ტაბლეტის მიღება დღეში. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. თუ თქვენ მკურნალობთ ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით, პროდუქტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს.

შეფუთვა: გარსით დაფარული (შემოგარსული) 30 ტაბლეტი.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25 გრადუსC

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მოქმედების ვადა: 2 წელი

მსგავსი პროდუქტები