ექსოგენი 20მლ ყელის/სპრეი

135287
-20%
მარაგშია
51.00 
40.80 
დანაზოგი: 10.20 ₾ (20%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი გამოყენების პრეპარატები ჯენერიკიEchinacea,Sambucus nigra,Melissa გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
51.00 
40.80 
დანაზოგი: 10.20 ₾ (20%)

ექსოგენი

ExoGen

 ყელის სპრეი  20 მლ

ექსოგენი ყელის სპრეი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის ეგზოსომების შემცველ პირველ ნანოლიპოსომურ სპრეის, რომელიც განკუთვნილია ვირუსებისგან დაცვის მიზნით. მისი მოქმედება დადასტურებულია მეცნიერული კვლევებით.

ექსოგენი იცავს

  • სასუნთქი გზების უჯრედებს ვირუსული ნაწილაკებით გამოწვეული ანთებისაგან,
  • იცავს   ლორწოვან გარსს და ებრძვის ვირუსებს.

ნანოლიპოსომები = ეგზოსომები

ნანოლიპოსომები (მცენარეული წარმოშობის ეგზოსომები) ნანომეტრის ზომის  ლიპიდებით დაფარული ვეზიკულებია, რომლებიც შეიცავს მცენარეთა ბუნებრივ აქტიურ ნივთიერებებს. მათი გამოყენება ეფექტურია ანთების დასათრგუნად.  ამასთან, მათი მოქმედება ხელს უწყობს სასუნთქი გზების უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას და ამაღლებას.

ჯანსაღი ცხვირის ღრუ უზრუნველყოფს დამცავი ფუნქციის შესრულებას. უარყოფითი გარემო ფაქტორების არსებობისას კი – ლორწოვანი გარსი თანდათან ზიანდება და ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო იქმნება. ცხვირის დაზიანებული ლორწოვანი გარსი წყვეტს პირველადი ფუნქციის შესრულებას, შესაბამისად, იზრდება მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების, მათ შორის სეზონური ვირუსული ინფექციების ხშირი  განვითარების რისკი.

• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით მოზარდები  წელიწადში საშუალოდ 4-5-ჯერ ავადდებიან, ხოლო ბავშვები - 6-8-ჯერ.

• ადამიანის სასუნთქი გზების ეპითელიუმის ვირუსული ინფექციებისგან დაცვაში პროდუქტის ეფექტურობა მხარდაჭერილია სამეცნიერო კვლევებით.

• დამცავი ეფექტი ვლინდება გამოყენებისთანავე.

შემადგენლობა

  • ექინაცეას (Echinacea purpurea) ყვავილის ეგზოსომები
  • შავი ანწლის (Sambucus nigra) ნაყოფის ეგზოსომები
  • ლიმონის ბალზამის (Melissa officinalis) ფოთლების ეგზოსომები

დამხმარე ნივთიერებები: ტაურინი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, ბუნებრივი არომატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი.

გამოყენების ჩვენებები

  • ვირუსული ინფექციებისაგან ყოველდღიური დაცვა;
  • გაციების პირველი სიმპტომები;
  • B და C ტიპის გრიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებები;
  • კორონავირუსებით (მათ შორის SARS-CoV-2-ით) გამოწვეული ინფექციები;
  • სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ნორმალური ფუნქციის აღსადგენად;
  • ზედა სასუნთქი გზების ვირუსებისგან დასაცავად;
  • ყელის წვის, სიწითლის და ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ;
  • ხმის ჩახლეჩვის სამკურნალოდ;
  • ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებების ხანგრძლივობის შესამცირებლად;
  • ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთებისას;
  • ბაქტერიული სუპერინფექციების ალბათობის შესამცირებლად, რომლებიც ხშირია ვირუსული ინფექციის შემდგომ.

გამოყენება

ექსოგენის ყელის სპრეის გამოყენებარეკომენდებულია  ავადობის დროს დაინფიცირების რისკის შესამცირებლად, ასევე გამოიყენება ისეთ გარემოში, სადაც არის ვირუსებით დაავადების (დაინფიცირების) საფრთხე და გარემოს ტემპერატურის მკვეთრი რყევები (ცივი-ცხელი ჰაერი, ჰაერის ნაკადები და ა.შ.).

ექსოგენის სპრეის ახასიათებს მჟავა pH (pH დონე დაახლოებით 4), რაც ხელს უწყობს ვირუსული ნაწილაკების განადგურებას.

გამოყენების წესი

ექსოგენი ყელის სპრეის ფლაკონის შიგთავსი შეანჯღრიეთ, მიმართეთ მფრქვეველი თავისკენ 90 გრადუსიანი კუთხით, ამოიღეთ დამცავი თავსახური ნებულაიზერიდან, შეიტანეთ  პირში და შეასხურეთ პრეპარატი ყელში  დისპენსერის 3 დაწკაპუნებით. ხელსაწყოს გამოყენების შემდეგ, წვერი  დააბრუნეთ თავდაპირველ მდგომარეობაში. რეკომენდებულია  არა უმეტეს 3-ჯერ შესხურება დღეში.

სპრეის გამოყენება შესაძლებელია 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც.

შეფუთვის გახსნის შემდეგ  პრეპარატის  გამოყენება შესაძლებელია 1 თვის განმავლობაში.

გაფრთხილებები

არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დოზას.

მსგავსი პროდუქტები