ვიტამინი B 12-ლაიფი30მლ ორ/სპრ

136974
მარაგშია
44.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიწყალში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიMecobalaminum(Methylcobalaminum) გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
44.00 

ლიპოსომური ვიტამინი B 12-ლაიფი

შემადგენლობა

მეთილკობალამინი 1000 მკგ ( 4 შესხურება).

ფარმაკოლოგიურითვისებები

ციანოკობალამინი  სისხლწარმოქმნის და ერითროციტების მომწიფების პროცესების აუცილებელი ფაქტორია. იგი  ასტიმულირებს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც აუცილებელია ნორმობლასტური ერითროპოეზისათვის; ხელს უწყობს ღვიძლის და ნერვული სისტემის ფუნქციების ნორმალიზაციას; მონაწილეობს მიელინის გარსის ფორმირებაში, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას; გააჩნია   ნოოტროპული მოქმედება, ხელს   უწყობს თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციის აცილებას,  ახდენს ანაბოლურ მოქმედებას,ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.

ფარმაკოკინეტიკა

ციანოკობალამინი სისხლში უერთდება ტრანსკობალამინ I და II-ს, რომლებიც ახდენს მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირება ძირითადად ხდება ღვიძლში და ნაწლავის კედლებში, გამოიყოფა ძირითადად თირკმლიდან.

ჩვენება 

ჰემატოლოგია:  პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია.

ნევროლოგია:  დეპრესია, სტრესი და ძილის დარღვევა, შაკიკი. გაფანტული სკლეროზი, პერიფერიული ნევრიტები, ზურგის ტვინში დეგენერაციული ხასიათის ქვემწვავე კომპლექსური ცვლილებები. სამწვერა ნერვის ნევრალგიები, ნეკნთაშუა ნევრალგია, ლუმბაგო, კუნთოვანი სისუსტე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიკური დაზიანება. ტკივილის სინდრომი პერიფერიული და ნერვული სისტემის დაავადებებისას.

ენდოკრინოლოგია: ჰიპოტროფია (ახდენს ანაბოლურ მოქმედებას), დაღლილობა, დიაბეტური ნეიროპათია, პერიფერიული ნეიროპათია.

ოფთალმოლოგია: გლაუკომასთან დაკავშირებული ჩივილების შემსუბუქება და მხედველობის  გაუმჯობესება, მხედველობის ნერვის ატროფია.

კარდიოლოგია: კარდიალგია, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა.

გასტრო-ენტეროლოგია: კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება, ტოქსიური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი.

დერმატოლოგია: ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ნეიროდერმიტები, ჰერპეტიფორმული დერმატიტი.

ანდროლოგია: ოლიგოსპერმია, იმპოტენცია, ფიზიკური გამოფიტვა.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება

4 შესხურება, ენის ქვეშ, დღეში ერთხელ.

გამოშვებისფორმა

ორალური სპრეი, 30 მლ ფლაკონი, 240 დოზა. მარწყვისა და ვანილის არომატით

არ შეიცავს შაქარს, არ შეიცავს ალკოჰოლს.

მწარმოებელი 

Calita Nutraceuticals LTD, დიდი ბრიტანეთი

წარმოებულია ექსკლუზიურად Life on Healthcare LTD-თვის, დიდი ბრიტანეთი.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები