ვალერიანა 30მგ #30ტ

137255
მარაგშია
2.75 
+
ჯენერიკიValerianae გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
2.75 

ვალერიანა  30მგაპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

Valeriana 30 mgfilm-coatedtablets

(კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი 30 მგ)

(Valerianae radix Extractum siccum 30 мг) 

 

 ყურადღებითწაიკითხეთ მთელიინსტრუქცია, ვინაიდან ისშეიცავსთქვენთვისსაჭროინფორმაციას.

-        ეს წამალი გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც  აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც  გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცვტმა.

_ შეინახეთ ეს ფურცელი- ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ  მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს.

- თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ამაში ასევე იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

- თუ 15 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ ან მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

 

რას შეიცავს ეს ფურცელი-ჩანართი

1. რა არის ვალერიანა და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ვალერიანის მიღებამდე

3. როგორ მიიღება  ვალერიანა

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შეინახოთ ვალერიანა

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

 

1. რა არის ვალერიანდა რისთვის  გამოიყენება

ვალერიანი მიეკუთვნება  სედატიური და საძილე პრეპარატების ჯგუფს.  ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაძაბულობას და ხელს უწყობს ძილს.

 

2. რა უნდა იცოდეთ ვალერიანს მიღებამდე

არ მიიღოთ ვალერიანა

- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების   ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

 მიქციეთ სპეციალური ყურადღება ვალერიანას გამოყენებისას

ის არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივი  ჯგუფისთვის  უსაფრთხოებისა და ეფექტურობის  მტკიცებულებები მცირე მონაცემებია. 

შესაძლოა ადგილი ჰქონდეს   ვალერიანას სპეციფიკური სუნის  აუტანლობის შემთხვევებს.

 

სხვა მედიკამენტები და ვალერიან

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ახლახან მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის, ისეთი რომელიც  გაიცემა ურეცეპტოდ.

 

ჯერჯერობით არ არის ცნობები  ვალერიანის სხვა მედიკამენტებთან  არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ.

 

ვალერიანსაკვებთან და სასმელთან ერთად

ვალერიანას მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე.

მოერიდეთ ალკოჰოლთან ერთდროულ გამოყენებას.

 

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილურობა

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ვალერიანის პერორალურად გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევები საკმარისი არ არის. ამრიგად, ვალერიანის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა  და ძუძუთი კვების დროს.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ  წამლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 

ავტოტრანსპორტის და ექანიზმების მართვა

ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის  დაწყებამდე ვალერიანას მიღება არ არის რეკომენდებული პრეპარატის  სედაციური ეფექტის მოქმედების გამო.

 

 მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვალერიანას  ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ტაბლეტები შეიცავს საღებავებს E 110 და E 124, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი  შაქრის მიმართ,  გთხოვთ , გაიარეთ ექიმთან  კონსულტაცია ამ პროდუქტის მიღებამდე.

 

3. როგორ უნდა მიიღოთ ვალერიანა

ყოველთვის მიიღეთ და გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს  თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.  თუ არ ხართ დარწმუნებული  რაიმეში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ სხვა რამ არ არის დანიშნული, მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდებში  ჩვეულებრივი დოზა შეადგენს  1-2 ტაბლეტს 3-4 ჯერ დღეში.

ტაბლეტები მიიღება დაუნაწევრებლად,    საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით.

ძილის დარღვევის შემთხვევაში ერთჯერადი დოზა მიიღება დაძინებამდე ერთი საათით ადრე.

ოპტიმალური ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია მკურნალობა გაგრძელდეს  2-4 კვირა. თუ  ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

თუთქვენმიიღეთვალერიანას საჭიროზემეტიდოზა

თუ თქვენ უნებურად  მიიღეთ  დანიშნულზე  1-2 ტაბლეტით მეტი,  ეს, როგორც წესი, არ გამოიწვევს მავნე შედეგებს.

ამ დრომდე დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების შემთხვევები მაქსიმალურ თერაპიულ დოზაზე 20-ჯერ მეტი დოზის მიღების შემდეგ (20 გრამი ვალერიანა). ასეთ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გამოვლინებები: დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, მუცლის კრუნჩხვები, ძილიანობა, ხელების კანკალი, გუგების გაფართოება. ამ შემთხვევებში აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ვალერიანას მიღება და  ექიმთან მიმართვა. შეიძლება საჭირო გახდეს  სიმპტომატური მკურნალობა.

 

თუთქვენგამოტოვეთვალერიანას მიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო საშუალების მიღება დანიშნულების მიხედვით.

 

თუ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

 

 

 

 

4. შესაძლო გვერდითი რეაქციები

როგორც ნებისმიერმა წამალმა, ვალერიანამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა  ისინი ყველას არ უვლინდება.

პრეპარატის გვერდითი რეაქციები ძალზე იშვიათია ვალერიანას თერაპიული დოზებით გამოყენებისას. კუჭ-ნაწლავის  მხრივ  დარღვევები იშვიათია.

თუკი გამოგივლინდათ ისეთი  არასასურველი  წამლისმიერი რეაქციები , რომლებიც არ არის აღწერილი

ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ,  აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია წამლის მიმართ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას.. ეს მოიცავს ყველა იმ შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.  თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ   პირდაპირი გზით შეატყობინოთ ნაციონალურ სისტემას.  წამლის აღმასრულებელი სააგენტოს "დამიან გრუევი"-ს ქ. №8, 1303 სოფია, ტელეფონი: +35 928903417, ვებგვერდი: www.bda.bg. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით  თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ  წვლილი წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეკრებაში.

 

5. როგორ ინახება  ვალერიანა

ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, 25°C-მდე ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვალერიანა მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

 

6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითიინფორმაცია

რას შეიცავს ვალერიანა

აქტიური ნივთიერება: ვალერიანას მშრალი წყალ-სპირტოვანი  ექსტრაქტი 30 მგ (Valerianae radix Extractum siccum).

სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოპოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი/კოლოიდური უწყლო, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი, სანსეტი ყვითელი FCF (E 110), ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172), პონსო 4R (E 124).

 

როგორ გამოიყურება ვალერიანა და რა არის შეფუთვაში

ვალერიანას  მრგვალი, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი  PVC/ალუმინის  ბლისტერში, 3 ან 10 ბლისტერი მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

20 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი  PVC/ალუმინის  ბლისტერში, 5  ბლისტერი მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

ყველა სახის შეფუთვა  შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

 

გამოყენებისნებართვისმფლობელიდამწარმოებელი

სს სოფარმა

 ილიენსკოე შოსეს. ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

 

მწარმოებელი

SOPHARMA AD

ინდუსტრიული ზონა 2800 სანდანსკი,  ბულგარეთი

 

დანართი-ფურცლისბოლოგადახედვისთარიღი: სექტემბერი 2017

მსგავსი პროდუქტები