მულტიბიოზი 100მლ სიროფი

137798
მარაგშია
25.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვა ანტივირუსული საშუალებები ჯენერიკიExtr.Barley,Mumio,Chlorella,Ginseng,Grav გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
25.00 

მულტბიოზი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

 

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები
ქერის ღივის სქელი ექსტრაქტი 0.03გ
მუმიოს სქელი ექსტრაქტი 0.03გ
ქლორელას სქელი ექსტრაქტი 0.03გ
ჟენშენის სქელი ექსტრაქტი 0.03გ
გრავოილას სქელი ექსტრაქტი 0.03გ
იონჯას ღივის სქელი ექსტრაქტი 0.03გ.

დამხმარე ნივთიერებები: 64 გ შაქარი, გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100მლ სიროფის მისაღებად.

გამოყენება

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს, როგორც იმუნომოდულატორი, ანტიკანცეროგენური, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური და მეტაბოლიზმის მოსაწესრიგებელი ბუნებრივი საშუალება.

ქერის ღივი – წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის და ადამიანის ორგანიზმისათვის ძვირფასი ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, რომელსახ ორგანიზმი ადვილად და მალე ითვისებს. მის შემადგენლობაში შედის A,C,E, В1, В2, В3, В5, В6, В12 ვიტამინები, კალციუმი, კალიუმი, ფოლიუმის მჟავა, ამინომჟავა და მინერალები.

სასარგებლო თვისებები: მასში რკინის და ქლოროფილის შემცველობა დადებით ზეგავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, ხელს უწყობს ჟანგბადის მიწოდებას ყველა ორგანოსათვის, ამაღლებს ანტიოქსიდანტურ აქტივობას,  წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ნაადრევი დაბერების პროფილიქტიკურ საშუალებას. მისი შემადგენლობა დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე, ხელს უწყობს ორგანიზმის ყველა ქსოვილის რეგენერაციას,  გამოიყენება კანის დაავადებების დროს, ხელს უწყობს ჭრილობის და წლულების შეხორცებას.


ალტაის მუმიო მრავალი სამკურნალო თვისება აქვს,რაც უზრუნველყოფილია მუმიოს უნიკალური შემადგენლობით. ალტაის მუმიო არის ბუნებრივი ორგანული კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის 30-მდე მაკრო- და მიკროელემენტები (მაგნიუმი, ალუმინი, ნატრიუმი, სპილენძი, თუთია, სელენი, კალციუმი, კალიუმი) და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ცხრილიდან შეიცავს იშვიათ ელემენტებს (კალა, სტრონციუმი, ცეზიუმი, რუბიდიუმი, ქრომი, ბარიუმი, ანტიმონი); ასევე  მასში შედის რამდენიმე სახის ამინომჟავა, დიდი რაოდენობით ვიტამინები (K,E,C), ეთერზეთები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები. პრევენციული მიზნებისთვის მუმიოს გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმის გაძლიერებას და აღადგენს ნორმალურ სასიცოცხლო აქტივობას. მუმიო ეფექტური საშუალებაა გულ- სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ვეგეტატიური ნერვულის სისტემის დაავადებების დროს იგი აუმჯობესებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, იწვევს თავის ტვინის უჯრედების გაჯერებას ჟანგბადით, ხოლო გლიცინი, რომელიც შედის მუმიოს შემადგენლობაში,  მოქმედებს როგორც სედატიური. მისი გამოყენება ეფექტურია სტრესის და მისი უარყოფითი შედეგის შესამსუბუქებლად,  ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს (CFS), რომელსაც ახასიათებს გახანგრძლივებული ფიზიკური და გონებრივი დაღლილობა და  დასვენების ან ძილის შემდეგ არ უმჯობესდება. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს, რომელსაც თან ახლავს  ერთდროულად მრავლობითი კუნთოვანი, ინფექციური და ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომები, ალტაის მუმიო ამცირებს CFS-ის სიმპტომებს და აღადგენს ენერგიას. სახსრების და კუნთოვანი სისტემის სხვადასხვა სახის დაავადების დროს ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ალაგებას და დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში დადებითად მოქმედებს ძვლის ქსოვილის მეტაბოლიზმზე და მის სწრაფ აღდგენის პროცესზე, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.
მუმიოს გამოყენება კოსმეტოლოგიაში – აქტიური და სასიცოცხლო ნივთირებების კომბინაცია კომპლექსურ გავლენას ახდენს კანის უჯრედებზე, აჯერებს და ამდიდრებს მათ საჭირო ელემენტებით, უზრუნველყოფს ზოგადი თერაპიული სამკურნალო ეფექტით. იგი დადებით გავლენას ახდენს უჯრედულ მეტაბოლიზმზე და ხელს უწყობს ბუნებრივი კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნის სტიმულირებას. ეფექტურია აკნეს, როზაცეას მკურნალობის პროცესში, ასევე სებორეის წინააღმდეგ.

ქლორელა –  წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც შექმნილია ერთუჯრედიანი მიკრო- წყალმცენარისგან. ეს პროდუქტი კლასიფიცირებულია, როგორც სუპერსაკვები, რადგან არ არსებობს სხვა მცენარეული კულტურა, რომელიც შეიცავს ამდენი რაოდენობის ვიტამინებს და მინერალებს. მის შემადგენლობაში შედის კაროტინი, ვიტამინები B1, B2, B6, B12, C, D, K, PP, E, პროვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, ლუთეინი და ბიოტინი,19 შეუცვლელი ამინომჟავა, პროტეინი და ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი რკინა.

სასარგებლო თისებები: ქლორელას გააჩნია ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. მისი მოქმედებით ორგანიზმს შეუძლია განთავისუფლდეს ნივთიერებებისაგან, რომელიც ხელს უშლის სწორ მეტაბოლიზმს და იმუნური სისტემის ნორმალურ მუშაობას. ქლორელა მოქმედებს კომპლექსურად და აღადგენს ჯანმრთელობას.

ჟენშენის ფესვები –  წარმოდგენილია შემდეგი შემადგენლობით: ნიკოტინმჟავა, ბიოტინი, ფოლიუმის მჟავა, პანთოტენის მჟავა, რიბოფლავინი; მიკროელემენტები: რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანიუმი, ალუმინი; მაკროელემენტები: ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი.

სასარგებლო თვისებები: ჟენშენი მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე და ორგანიზმს ეხმარება  წინააღმდეგობა გაუწიოს მრავალ დაავადებას. ჟენშენს აქვს მატონიზებელი, ზოგადგამაჯანსაღებელი, მასტიმულირებელი მოქმედება, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, შრომისუნარიანობას, ორგანიზმის საერთო ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის ფიზიკურ და გონებრივ დაღლილობას. ჟენშენი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას,  მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, ამცირებს გლუკოზის და ქოლესტერინის დონეს სისხლში, ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას. ჟენშენი დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ და სქესობრივ ფუნქციაზე, აუმჯობესებს ჰორმონალურ ფონს, ასტიმულირებს ლიბიდოს, დადებითად მოქმედებს ერექციული დისფუნქციის დროს, აუმჯობესებს ტესტოსტერონისა და სპერმატოზოიდების გამომუშავებას.


გრავიოლა – შეიცავს ნივთიერება აცეტოგენინს (Amonaceous acetogenin), პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, მიკროელემენტებს: K, Na, Ca, Mg, Fe; B ჯგუფის და A, D, C ვიტამინებს. იგი გამოირჩევა ანტიკანცეროგენური, ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი ეფექტით, გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ; ამცირებს გულის დაავადებების რისკს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისგან; აგრეთვე გააჩნია თრომბოლიზური მოქმედება, რითაც აფერხებს თრომბის განვითარებას, აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს გულის მუშაობას. იგი ეფექტურია ძვალ-სახსროვანი დაავადებების, ართრიტის, რევმატიზმის კომპლექსურ თერაპიაში. სეროტონინის რეცეპტორებზე მოქმედების მეშვეობით აუმჯობესებს გუნება-განწყობას და აქვს ძლიერი ანტიდეპრესული ეფექტი. გამოიყენება ჰერპესის (Herpes simplex virus-1) და სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ. იგი ააქტიურებს იმუნურ სისტემას, აძლიერებს და ენერგიას მატებს ორგანიზმს.

იონჯა – შეიცავს ბეტა -კაროტინს, ვიტამინებს B1,B2,B3,B9,B12,C,D,E,K, მიკროელემენტებს: რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, თუთია, გოგირდი, ასევე შეიცავს ქლოროფილს, ცილებს, ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფლავონიდებს, ალკალოდებს, გლიცინს, ანთოციანიდებს, საპონინებს.

სასარგებლო თვისებები: საპონინები კუჭში მოხვედრის შემდეგ ხელს უშლის ლიპიდების და ქოლესტერინის შეწოვას, ხოლო სისხლში მოხვედრის შემდეგ ამცირებს ცხიმის დონეს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქნის რისკს, როგორიცაა ათეროსკლოროზი, გულის იშემიური დაავადება და ინსულტი. სისხლში ამცირებს ქილოსტერინის და შაქრის დონეს, ასევე ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ხელს უწყობს სისხლიდან, ლიმფიდან და კანიდან ტოქსინების გამოყოფას. კუჭშივე შლის ალკოჰოლს და ხელს უშლის ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებას  ღვიძლზე. ხელს უშლის კუჭში მოხვედრილი საკვებიდან ზედმეტი ცხიმების შეწოვას და ხელს უწყობს კარგი ფიგურის შენარჩუნებას. ზრდის ესტროგენის დონეს და ეფექტურია მენოპაუზის მქონე ქალბატონებისთვის.

ჩვენება
ონკოდაავადებების პროფილაქტიკა.
გულ-სისხლძაღღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა; ქოლესტერინის დამწევი
ბუნებრივი საშუალებაა, ახდენს ათეროსკლეროზის პროფილქტიკას და ამცირებს სისხლძარღვთა დავადებების რისკს.

ფიზიკური და გონებრივი სტრესი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი: სწრაფი დაღლა, პასიური მდგომარეობა, გონებრივი და ფიზიკური გადაღლა.
მძიმე ავადმყოფის დროს ან მის შემდგომ  პერიოდში.
სექსუალური აქტივობის ნაადრევი დაქვეითება, სექსუალური დისფუნქცია.
უძილობა ზოგადი გადაღლილობის ფონზე, ფსიქოემოციური სტრესის შემდგომ აღდგენითი პერიოდი, ასთენია, ნევრესთენია, დეპრესია.
ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი ინფექციები.
იმუნოდეფიციტი.
საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზება,ზედმეტი ცხიმების და ტრიგლიცერიდების გამანეიტრელებელი.
მეტაბოლიზმის გაუმჯობესება, ორგანიზმის ტოქსინების და შლაკებისგან განთავისუფლება.
ღვიძლის დაავადებები (ჰეპატიტი, ჰეპატოზი).
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა.
ტრავმა, მოტეხილობა, დაჟეჟილობა, პოსტრავმული შეშუპება, ჰემატომა, ოსტეოქონდროზის პროფილიქტიკა და მკურნალობა, სახსრების დაზიანებისას, სახსრებზე მომატებული დატვირთვის დროს სპორტსმენებში, იოგების დაჭიმვა.
რევმატოიდული ართრიტი, რეაქტიური ართრიტი, მიოზიტი, ბურსიტი, პოდაგრა;  ხსნის შეშუპებას,  ორგანიზმიდან გამოაქვს შარდმჟავა, რაც აუმჯობესებს პოდაგრის მქონე პაციენტების მდგომარეობას.
კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, სებორეა, ჰერპესი.
ლაქტოსტაზი, მასტიტი, მასტოპათია.
კლიმაქტერული სინდრომი: წამოხურება, ოფლიანობა, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, ნერვული დაძაბულობა, უძილობა).
გერონტოლოგიური (გამაახალგაზრდავებელი) საშუალება ხანდაზმულებისთვის.
აჩერებს თმის ცვენის პროცესს და ხელს უწყობს ზრდის პროცესს, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს სიმკვრივეს და ბუნებრივ მბზინვარებას, ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის და სებორეის გაქრობას.
მულტიბიოზის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები აუმჯობესებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, ნივთიერებათა ცვლისა და რეგენერაციის პროცესებს, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, აუმჯობესებს კანის ფერს და სისხლის ცირკულაციას კანქვეშ, აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, ამცირებს ანთებით პროცესს,  აკნეს, როზეციის და დერმატიტის დროს გამონაყარს.
სპორტსმენებში სწრაფად აღადგენს ენერგეტიკულ დანახარჯებს, ადიდებს კუნთოვან მასას.

უკუჩვენება: არ გააჩნია.

უსაფრთხოების ზომები: გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

ორსულობა ლაქტაცია:  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება დასაშვებია.

გამოყენების მეთოდები და დოზები

მოზრდილებში 16 წლიდან 18 წლამდე

1 სუფრის კოვზი დღეში 2 -ჯერ, დილით და საღამოს, ჭამის შემდეგ,

ზრდასრულებში –  1 სუფრის კოვზი დღეში 3 -ჯერ, ჭამის შემდეგ.
მიღების ხანგრძლივობა 3 კვრიდან - 6 კვირამდე.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისობა: 3 წელი.


გამოშვების ფორმა და შეფუთვა

100მლ პოლიეთილენის ბოთლში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.


აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.


მწარმოებელი

დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.

მსგავსი პროდუქტები