რეოკონი #100ტ

140109
მარაგშია
110.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფერმენტული პრეპარატები ჯენერიკიPancreat;Amilaza,Lipaza,Proteaz,Dimetic* გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
110.00 

რეოკონი

Reocon

საერთაშორისო დასახელება (აქტიურინივთიერება): pancreatine, dimethicone, comb. drug.

შემადგენლობა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული რეოკონის ერთი ტაბლეტი შეიცავს:

პანკრეატინი – 175 მგ (ამილაზა 4200 F.I.P. ერთეული, ლიპაზა 5367 F.I.P. ერთეული, პროტეაზა 222 F.I.P. ერთეული),

დიმეტიკონი – 25 მგ,

ჰემიცელულაზა – 50 მგ,

ხარის ნაღვლის ექსტრაქტი – 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას ფტალატი, დიაცეტილირებული მონოგლიცერიდი, საქაროზა, ჟელატინი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის ოქსიდი, კარნაუბის ცვილი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი: 

ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები, საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები.

მოქმედებისმექანიზმი 
პანკრეატინი –  წარმოადგენს პანკრეასის ფერმენტს, რომელსაც გააჩნია ამილაზური, ლიპოლიზური და პროტეოლიზური აქტივობა. პანკრეატინის ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დაშლაში.

დიმეტიკონი – იწვევს ნაწლავებში არსებული აირების ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობის ცვლილებას, ახდენს მათ გაერთიანებას, რაც განაპირობებს აირების გამოთავისუფლებას.

ჰემიცელულაზა – ახდენს ცელულოზას ჰიდროლიზს, რომელსაც შეიცავს მცენარეთა უჯრედები.

ხარისნაღვლისექსტრაქტი (ნაღვლის მჟავები) – ააქტიურებს ფერმენტ ლიპაზას, ხელს უწყობს ცხიმების ემულგაციას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ აბსორბციაში.

ჩვენებები
– საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება;
– მუცლის შებერილობა (სიმპტომური თერაპიის სახით);
– ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დამხმარე თერაპია;
– ღეჭვის გართულებით გამოწვეული საჭმლის მონელების პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და/ან კბილის პროთეზთან;
–  მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რადიოლოგიური გამოკვლევების წი. 

უკუჩვენება 
მომატებული მგრძნობელობა რეოკონში შემავალი კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები 
დაუშვებელია ანოტაციაში მითითებული დოზის გადაჭარბება.

რეოკონის მიღების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ დადებითი დინამიკის არარსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეოკონის გამოყენება უსაფრთხოა.

მიღების წესი და დოზირება 
რეოკონი მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს. ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს.

გვერდითი მოვლენები 
იშვიათად

–         პირის ღრუს და ლოყის ლორწოვანი გარსის ანთება,

–         გულისრევა,

–         ღებინება,

–         ტკივილი მუცლის არეში,

–         მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

ვარგისობა და შენახვის პირობები 
რეოკონის ვარგისობის ვადაა – 3 წელი. დაუშვებელია მისი მიღება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ! 

ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა 
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები, 30 ტაბლეტი ბლისტერზე;

მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #100.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ).

მწარმოებელი კომპანია: DAEWON Pharm. Co

მწარმოებელი ქვეყანა: კორეა.

მსგავსი პროდუქტები