მუსიტროლი 250მგ #14ტ

15796
მარაგშია
58.52 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმონოკომპონენტური პრეპარატები ჯენერიკიTerbinafinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
58.52 

ინსტრუქციის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

მუსიტროლი 250

 250 მგ ტაბლეტები

ტერბინაფინი

პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი.

- შეინახეთ ინსტრუქციის ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ ის სხვა პირებს. შეიძლება მან ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

- თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა, ან თუ შენიშნეთ სხვა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ ინსტრუქციის ფურცელში:

1. რა არის მუსიტროლი 250 და რისთვის გამოიყენება

2. მუსიტროლი 250–ის მიღების წინ

3. როგორ მიიღება მუსიტროლი 250

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება მუსიტროლი 250

6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის მუსიტროლი 250 და რისთვის გამოიყენება:

მუსიტროლი 250 შეიცავს ტერბინაფინს, სუბსტანციას, რომელიც მიეკუთვნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც თრგუნავენ სოკოების ზრდას. ეს პრეპარატი ნაჩვენებია ტერბინაფინზე მგრძნობიარე კანისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

Tinea corporis (დერმატომიკოზი)

Tinea cruris  (საზარდულის დერმატომიკოზი)

Tinea pedis (ტერფების დერმატომიკოზი)

ონიქომიკოზი (ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია).

2. მუსიტროლი 250–ის მიღების წინ:

ამ პრეპარატის მიღებამდე წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია.

არ მიიღოთ მუსიტროლი 250:

  • თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ტერბინაფინის ან მუსიტროლი 250–ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
  • თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე პრობლემები.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე მუსიტროლი 250–ის მიღებისას.

ამ პრეპარატის მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე  შემდეგი მდგომარეობა:

- ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;

- ფსორიაზი;

- იმუნოდეფიციტი.

პერორალური ტერბინაფინი ეფექტური არ არის Pityriasis versicolor-ის და კანდიდას სახეობის სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციის წინააღმდეგ.

სხვა პრეპარატების მიღება:

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის პერორალურ კონტრაცეპტივებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექიმს უთხრათ, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით შემდეგ პრეპარატებს:

- ტრიციკლური პრეპარატები, როგორიცაა კლომიპრამინი ან ამიტრიპტილინი;

- ანტიდეპრესანტები, სახელწოდებით სეროტონინის სელექციური  ხელახალი მიტაცების ინჰიბიტორები (SSRI).

- პრეპარატები, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების სახელწოდებით, მაგ. სელეგილინი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;

- ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა მეტოპროლოლი ან კარვედილოლი;

- მექსილეტინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი, რომლებიც გამოიყენება არითმიების სამკურნალოდ;

- ანტიბაქტერიული პრეპარატები, რიფამპიცინი;

- წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატები, ციმეტიდინი;

- ნებისმიერი პერორალური კონტრაცეპტივები, ვინაიდან ქალ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი ან სისხლდენა;

- სხვა პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450–ის სისტემით: ციკლოსპორინი, ტერფენადინი, ტრიაზოლამი და ტოლბუტამიდი.

მუსიტროლი 250-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება:

ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მუსიტროლი 250 ორსულობის დროს მიიღეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ამ პრეპარატის მიღების წინ უთხარით თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის დროს  ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.

ტერბინაფინი გადადის დედის რძეში. ამიტომ, ამ პრეპარატით მკურნალობის დროს არ შეიძლება ძუძუთი კვება.

ავტომობილების და მექანიზმების მართვა:

ტერბინაფინი არ ახდენს, ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილებისა ან მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად ამისა, ტერბინაფინმა ზოგიერთ ადამიანში იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

3. როგორ მიიღება მუსიტროლი 250

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მუსიტროლი 250–ის მისაღები რაოდენობა:

მიიღეთ ექიმის მიერ მითითებული რაოდენობის ტაბლეტები. ექიმი გადაწყვეტს, თუ რა დოზა გესაჭიროებათ.

ბავშვები:

პრეპარატი რეკომენდებული არ არის ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წლის) გამოსაყენებლად, ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოცდილების არარსებობის გამო.

მოზრდილები:

დოზა, როგორც წესი, არის ერთი ტაბლეტი (250 მგ) დღეში ერთხელ.

როგორ მიიღება მუსიტროლი 250

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ ცოტაოდენი წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ტაბლეტი. ტაბლეტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მუსიტროლი 250–ის მიღების ხანგრძლივობა

თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი შემდეგი მდგომარეობების დროს:

კანის ინფექციები

რეკომენდებულია შემდეგი სამკურნალო პერიოდები:

- Tinea pedis (ტერფის დერმატომიკოზი): 2-4 კვირა. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 კვირამდე;

- Tinea corporis (დერმატომიკოზი):  2 – 4 კვირა;

- Tinea cruris (საზარდულის დერმატომიკოზი):  2 – 4 კვირა.

ონიქომიკოზი(ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია):

პაციენტთა უმრავლესობაში, ეფექტურ მკურნალობას სჭირდება 6-12 კვირა.

ხელის ფრჩხილების ონიქომიკოზი:

ხელის ფრჩხილების ონიქომიკოზის უმეტეს შემთხვევებში საკმარისია მკურნალობის ექვსი კვირა.

ფეხის ფრჩხილების ონიქომიკოზი:

ფეხის ფრჩხილების ონიქომიკოზის უმეტეს შემთხვევებში საკმარისია მკურნალობის თორმეტი კვირა.

იმ პაციენტებში, რომლებშიც ფრჩხილების ზრდა შენელებულია, შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობა გაგრძელდეს უფრო მეტ ხანს.

შესაძლოა, ინფექციის სიმპტომები სრულად არ გაქრეს რამდენიმე კვირის (კანის ინფექციების დროს) ან რამდენიმე თვის განმავლობაში (ფრჩხილების ინფექციებისას).

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში:

გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტთა ამ ჯგუფში.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში:

გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტთა ამ ჯგუფში.

დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი მუსიტროლი 250, ვიდრე უნდა მიგეღოთ საჭიროა:

თუ შემთხვევით მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

მწვავე ინტოქსიკაციის ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, კუჭის ტკივილი, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი. ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარებისას კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ მუსიტროლი 250–ის მიღება:

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს:

  • თუ განვითარდა ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და თქვენი ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება ან ცხელება ლოკალური ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა ყელის/ხახის/პირის ღრუს ტკივილი ან საშარდე სისტემის პრობლემები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან ინფექციის მიმართ რეზისტენტობის დაქვეითება.

სისხლის თეთრი უჯრედების შესაძლო შემცირების გამო (აგრანულოციტოზი) უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი. მნიშვნელოვანია თქვენს ექიმს უთხრათ, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს:

  • თუ განვითარდა კანზე პროგრესული გამონაყარი.
  • თუ შენიშნეთ კანის ან თვალის თეთრი გარსის სიყვითლე ან შარდის მუქი შეფერილობა ან განავლის უფრო ღია შეფერილობა;
  • თუ აღინიშნა ყელის ტკივილი ტემპერატურის და გაცივების თანხლებით, სისხლდენა ან ლაქების წარმოქმნა კანზე, ან კანის ნებისმიერი სერიოზული პრობლემა, აგრეთვე დაღლილობა, თავბრუსხვევა, დეპრესია, აგზნება ან ვერტიგო;
  • თუ გაქვთ ნებისმიერი ისეთი სიმპტომი, როგორიცაა აუხსნელი და შეუპოვარი გულისრევა, დისკომფორტი კუჭის საპროექციო არეში, მადის დაკარგვა, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტის შეგრძნება ამ პრეპარატით მკურნალობის დროს;
  • თუ განვითარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სახის, ენის ან ხახის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება ან სუნთქვის გაძნელება.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია (რომლებიც შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

-  სისავსის შეგრძნება კუჭში, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება,  გულისრევა, მსუბუქი ტკივილი მუცლის არეში და დიარეა;

-  კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება ან გამონაყარი;

-  სახსრების ან კუნთების ტკივილი;

-  თავის ტკივილი.

  • არახშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

-  მადის დაკარგვა, რომელიც, როგორც წესი, ქრება ტაბლეტების მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში;

-  საკვების ათვისების დაქვეითება, რაც იწვევს წონაში მნიშვნელოვან კლებას.

  • იშვიათად (10 000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

-  კანის მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ;

-  დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება;

-  მგრძნობელობის შემცირება;

-  თავბრუსხვევა;

-  ღვიძლის პრობლემები.

  • ძალიან იშვიათ შემთხვევებში (10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

-  ღვიძლის მძიმე პრობლემები;

-  კანის მძიმე რეაქციები, ფსორიაზის გამწვავება;

-  სისხლის უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი,  თრომბოციტოპენია);

-  თმის ცვენა;

-  დეპრესია;

-  აგზნება;

-  ვერტიგო;

-  დაღლილობა;

-  მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (სახის, თვალების ან ენის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, გულისრევა და ღებინება, სისუსტე, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება);

-  მენსტრუალური ციკლის დარღვევა (სისხლდენის მომატება ან არარეგულარული ციკლი) ასევე, აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც ტერბინაფინს იღებენ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად (იხილეთ ნაწილი 4.5).

5. როგორ ინახება მუსიტროლი 250:

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

ვარგისიანობის ვადა:

ეს პრეპარატი არ გამოიყენება გარეთა კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გესაჭიროებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს მუსიტროლი 250:

- აქტიური სუბსტანცია არის ტერბინაფინი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ტერბინაფინს (ჰიდროქლორიდის სახით).

- სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ჰიპრომელოზა (E464), უწყლო კოლოიდური სილიციუმი  და მაგნიუმის სტეარატი (E572).

მუსიტროლი 250–ის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა

ეს პრეპარატი არის მოგრძო ფორმის ტაბლეტი გამყოფი ჭდით და წარმოდგენილია 14 ტაბლეტიან შეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი:

რეგისტრაციის მფლობელი:

შპს „ავერსი–ფარმა“.

მწარმოებელი:

LABORATORIOS LICONSA,S.A.

Av. Miralcampo, Nº 7, Polígono Industrial Miralcampo 19200 Azuqueca de Henares (Guadalajara),

ესპანეთი.