კალენდულას ნაყენი 25მლ(საქ)

16871
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური, ანთების საწინააღმდეგო, კერატოლიტიური და სხვა პრეპ. ჯენერიკიCalendula officinalis * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

გულყვითელას ნაყენი



სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: 1 ფლაკონი შეიცავს გულყვითელას ყვავილებისა და ყვავილების – 25 მლ;

სამკურნალო ფორმა
: ნაყენი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტისეპტიური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
გულყვითელას ყვავილებსა და ყვავილედებში შემავალი  ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონოიდური და კაროტინოიდური გლიკოზიდები, საპონინები, სათრიმლავი ნივთიერებები, ეთერზეთები, ორგანული მჟავები) გააჩნიათ ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი ნაღვლმდენი მოქმედება.

ჩვენებები. გულყვითელას ნაყენი გამოიყენება ადგილობრივად ანტისეპტიური საშუალების სახით ინფიცირებული (ჩირქოვანი) ჭრილობების, ნაკაწრების, კანის დამწვრობებისა და პირის ღრუს, ღრძილების (სტომატიტი, გინგივიტი), ხახისა და ნუშურა ჯირკვლების (ფარინგიტი ანგინა) ლორწოვანი გარსების ანთების დროს, პერორალურად – ნაღვლმდენი საშუალების სახით სანაღვლე გზების დისკინეზიების, ქოლანგიტებისა და ქოლეცისტიტების (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) დროს.

უკუჩვენებები. გულყვითელას ნაყენი უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის დროს.
ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში ეთილის სპირტი შედის, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ასევე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობის პერიოდსა და ძუძუთი კვების დროს.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას. თუ გულყვითელას ნაყენს პერორალურად ღებულობთ, სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობას თავი უნდა აარიდოთ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება.
გულყვითელას ნაყენი აძლიერებს სხვა ანთების საწინააღმდეგო და ნაღვლმდენი საშუალებების მოქმედებას (კერძოდ კი,  გვირილას პერპარატების ფუძეზე).

გამოყენების მეთოდები და დოზები. გულყვითელას ნაყენს ღებულობენ პერორალურად ჭამამდე 15-30 წუთით ადრე, განაზავებენ რა მცირე რაოდენობით თბილ ანადუღარ წყალში. თუ არ არსებობს ექიმის მკურნალობის სხვა სქემა, უფროსებისათვის რეკომენდებულია ნაყენის 10-20 წვეთი დღეში 3-4-ჯერ 1 თვის განმავლობაში. ბავშვებს 12 წელს ზემოთ – ნაყენის 1 წვეთი  1 წელზე გადაანგარიშებით.
პირის გამოსარეცხად გულყვითელას ნაყენის 1 ჩაის კოვზს განაზავებენ თბილი ანადუღარი წყლის ჭიქაში. გამოიყენება აპლიკაციების სახით პირის ღრუს ლორწოვანი გარსებიბს ანთების დროს.
ადგილობრივი აპლიკაციებისათვის პრეპარატის გამოყენების მეთოდი დამოკიდებულია კანის დაზიანების ხასიათზე და დგინდება ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები.
პრეპარატი, როგორც წესი კარგად აიტანება, თუმცა ზოგიერთ ავადმყოფში, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება (კანის შეწითლება, გამონაყარი, ქავილი და სხვ.)

ვარგისიანობის ვადა. პრეპარატის ვარგისიანობის ვადა - 4 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
შენახვისას დასაშვებია ნალექის განვითარება.

შეფუთვა. 25 მლ ფლაკონებში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.