ტაიქოლდი ლიმონით #10პაკ GMP

17975
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები ჯენერიკიParacetamol+Chlorpheniramine+Vit.C * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ტაიქოლდი ლიმნის არომატით
ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად

 

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი პაკეტი შეიცავს:
პარაცეტამოლი . . . . . . . . . . . . .500 მგ
ქლორფენირამინის მალეატი . . . . . 2 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C). . . 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები, ნატურალური არომატიზატორი.
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი.
პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანტიანთებითი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.
ქლორფენირამინის მალეატი – H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ავსებს C ვიტამინზე მოთხოვნილებას.
ჩვენება
გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის ”გაჭედვა”, ცემინება, კუნთების ტკივილი.
უკუჩვენება
დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
«ტაიქოლდის ლიმნის არომატით» დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.
«ტაიქოლდი ლიმნის არომატით» მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.
«ტაიქოლდი ლიმნის არომატით» სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.
პრეპარატთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებების მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.
დოზირება და მიღების წესი
1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა ცხელ წყალში.
მოზრდილებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4-ჯერ 24 საათის განმავლობაში. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 5 დღე.
სასურველია პრეპარატის მიღება გრიპისა და გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლინებისთანავე.
გვერდითი მოვლენები
«ტაიქოლდი ლიმნის არომატით» არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, შეფუთვაში 10 პაკეტი.

დანიშნულება
ექიმის რეცეპტის გარეშე!
მწარმოებელი ფირმა:  
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები