ლაზოლვანი 30მგ #50ტ

2137
-28%
მარაგშია
23.55 
16.84 
დანაზოგი: 6.71 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები ჯენერიკიAmbroxolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
23.55 
16.84 
დანაზოგი: 6.71 ₾ (28%)

ლაზოლვანი 

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 50 ც.
1 ტაბ.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი  30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონური დაავადებების სეკრეტოლიზური თერაპიისათვის, რომელიც დაკავშირებულია ნახველის ევაკუაციის დარღვევასთან.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში 1 ტაბლეტი ინიშნება 3-ჯერ დღეში. მკურნალობის ეფექტი შესაძლოა გავზარდოთ დღეში 2-ჯერ 2 ტაბლეტის მიღებით. ტაბლეტი ინიშნება ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:
ლაზოლვანს როგორც წესი კარგად იტანენ პაციენტები, შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ უმნიშვნელო სახის დარღვეები (კუჭის წვა, დისპეფსია, ძალიან იშვიათად გულისრევა და ღებინება).
ალერგიული რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად და ვლინება კანზე გამონაყარით. ძალიან იშვიათად ვითარდება ანაფილაქსიური ტიპის მწვავე რეაქციები.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.
* რადგან ლაზოლვანი აღწევს დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები:
* ლაზოლვანის შემადგენლობაში შემავალმა კონსერვანტმა - ბენზალკონიუმის ქლორიდმა ინჰალაციის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.

ჭარბი დოზირება:
არ მოიპოვება მონაცემები.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია  სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ლაზოლვანისა და ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ერთდროული გამოყენება უზრუნველყოფს ფილტვის ქსოვილში ანტიბიოტიკის თერაპიულ კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები