პიპოლფენი 2.5% 2მლ #10ა

2161
-28%
მარაგშია
26.46 
18.92 
დანაზოგი: 7.54 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიH 1 ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორები ჯენერიკიPromethazinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
26.46 
18.92 
დანაზოგი: 7.54 ₾ (28%)
პიპოლფენი
PIPOLFEN

პიპოლფენის საინექციო ხსნარი
ინტრამუსკულური და ინტრავენური გამოყენებისათვის
ყოველი ამპულა 2 მლ მოცულობით შეიცავს პრომეთაზინის ჰიდროქლორიდის 50 მგ-ს. ხსნარი, ასევე, შეიცავს ჰიდროქინონს, კალიუმის მეტაბისულფიტს, ნატრიუმის სულფიტს, ნატრიუმის ქლორიდს, საინექციო წყალს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
ათქ კოდი R06AD02

ჩვენებები
- ნებისმიერი წარმოშობის ალერგიული მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობა: (მაგალითად: რინიტი, კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და დერმოგრაფიზმი).
- ანაფილაქსიური რეაქციების ადიუვანტური თერაპია: მწვავე სიმპტომების სხვა პრეპარატებით საწყისი მკურნალობის შემდეგ, მაგალითად, ადრენალინით.
- პრეპარატის მიღება შეიძლება სედატიური საშუალების სახით ოპერაციის წინ და მის შემდეგ და, ასევე, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად.
- ანესთეზიოლოგია და ქირურგია: ანესთეზიასთან დაკავშირებული ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში განვითარებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
- ნარკოზის პოტენცირება: ნარკოტიკებსა და ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას.
- ოპერაციის შემდეგ ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატი ავლენს დადებით ეფექტს ტკივილის მოსახსნელად.
- კინეტოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა: ტრანსპორტით მგზავრობის დროს თავბრუსხვევისა და “მოძრაობის დაავადების” პროფილაქტიკა და/ან მკურნალობა.

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა ფენოთიაზინების მიმართ;
• კომატოზური მდგომარეობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ფუნქციის ძლიერი დათრგუნვა;
• მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შემდეგ 14 დღეზე ნაკლები პერიოდი;
• ასაკი 2 თვემდე;
• ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
- უკიდურესი სიფრთხილეა აუცილებელი ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების დროს (განსაკუთრებით მაღალი დოზებით) მძიმე არასასურველი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის გამო.
- ბავშვებში პიპოლფენის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით, სანამ არ არის გარკვეული დაავადების ზუსტი დიაგნოზი. არადიაგნოსტირებული ენცეფალოპათიის სიმპტომები და რეის სინდრომი შეიძლება შეცდომით იყოს შეფასებული, როგორც პრეპარატ პიპოლფენის გვერდითი ეფექტების გამოვლენა.
- განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იყოს დაცული პრეპარატის დანიშვნის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.
- პრომეთაზინს შეუძლია შეგუბებითი სიყვითლის გამოწვევა (ძირითადად, პარენტერული შეყვანის შემდეგ).
- პრეპარატი ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ავადმყოფების მკურნალობისას, რომლებსაც გააჩნიათ კრუჩხვებისადმი მიდრეკილება ან რომლებიც პრომეთაზინთან ერთად იღებენ ანალოგიური მოქმედების სხვა პრეპარატებს.
- პრომეთაზინის ანტიქოლინერგული მოქმედების შედეგად შეიძლება გართულდეს ზოგიერთი დაავადების მიმდინარეობა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა, კუჭის სტენოზირებადი წყლული, შარდის ბუშტის ყელის სტენოზი და/ან წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია). ამ პრეპარატის დანიშვნის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ავადმყოფებს აღნიშნული დაავადებებით.
- პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ასთმისა ან სასუნთქი ორგანოების მძიმე დაავადებებისას.
- მკურნალობის დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
- პრომეთაზინის მიღების დროს შესაძლოა დიაგნოსტიკური ალერგიული ტესტებისა ან ორსულობაზე ტესტების მცდარი უარყოფითი, ან მცდარი დადებითი შედეგები.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
- სედატიური საშუალებები, ნარკოტიკები, საძილე საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ტრანკვილიზატორები აძლიერებენ პიპოლფენის დამთრგუნველ ეფექტს ცნს-ზე. ამიტომ, რეკომენდირებულია ამ პრეპარატების დოზის შემცირება;
- პიპოლფენი აძლიერებს ანტიქოლინერგული პრეპარატების მოქმედებას;
- ადრენალინთან ერთდროულად შეყვანის დროს შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია (პრომეთაზინი ახდენს ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკირებას, რის გამოც ასუსტებს ადრენალინის პრესორულ ეფექტს);
- ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (პიპოლფენი აძლიერებს მათ მოქმედებას);
- პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს (პიპოლფენი ზრდის ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს).

მიღების წესი და დოზირება:
საინექციო ხსნარი შეჰყავთ ინტრამუსკულურად:
პაციენტებში ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენებებით, რომლებსაც არ შეუძლიათ პიპოლფენის პერორალური მიღება;
- ანაფილაქსიური რეაქციების ადიუვანტური თერაპიისათვის;
- ქირურგიული ოპერაციების წინ და შემდეგ სედატიური ეფექტის მისაღწევად, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად, და ასევე ანალგეტიკებისა და ნარკოტიკების ეფექტების პოტენცირებისათვის.

ინტრავენურად პრეპარატი (0.15 - 0.30 მგ/კგ სხეულის წონაზე) უნდა გამოიყენებოდეს:
- ქირურგიული ჩარევის სპეციალური სახეების დროს ნარკოზისა და ანალგეზიის ინდუქციისათვის, როგორიცაა, მაგალითად: განმეორებითი ბრონქოსკოპია და ოფთალმოლოგიური ოპერაციები.

ჩვეულებრივი დოზები
მოზრდილთათვის
ალერგიის დროს: შეიძლება დაინიშნოს 12.5 მგ 3-4-ჯერ დღეში ან 25 მგ საღამოს.
ინიშნება უმცირესი ეფექტური დოზა.
გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის: ჩვეულებრივ, ეფექტურია ერთჯერადი დოზა 25 მგ, პერორალურად მიღების აუტანლობისას. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება 12,5-25 მგ შეყვანა ყოველ 4-6 საათში.
მგზავრობის დროს გულისრევისა და “მოძრაობითი დაავადების” პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-ჯერ დღეში. ამ დოზის მიღება რეკომენდირებულია მგზავრობამდე 1/2 - 1 საათით ადრე, რის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის განმეორება 8-12 საათში.
ქირურგიული ოპერაციების წინ და შემდეგ სედატიური ეფექტის მისაღწევად, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად და, ასევე, ნარკოტიკებისა და ანალგეტიკების ეფექტის პოტენცირებისათვის:
ოპერაციამდე 2,5 საათით ადრე შეიძლება კოქტეილის მიღება 50 მგ პიპოლფენის შემცველობით. აუცილებლობის შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება 1 საათში განმეორდეს.
პრომეთაზინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 150მგ-ს.
ბავშვებში
არ არის რეკომენდირებული ბავშვებისათვის 2 თვის ასაკამდე!
2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება ინტრავენურად დაენიშნოთ 0,5 - 1 მგ/კგ სხეულის წონაზე 3-5 - ჯერ დღეში.
მძიმე შემთხვევებში შეიძლება ერთჯერადი დოზის გაზრდა 1-2 მგ/კგ სხეულის წონაზე ინტრავენურად.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კოლაფსი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, სუნთქვის გაძნელება და კომა.
მკურნალობა: ანტიდოტის არ არსებობის გამო ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიცემა და/ან კუჭის ამორეცხვა. გამოხატული ჰიპოტენზიის სამკურნალოდ გამოიყენება ნორადრენალინი ან ფენილეფრინი. ადრენალინს შეუძლია ჰიპოტენზიის გამაძლიერებელი პარადოქსული ეფექტის გამოწვევა.
კრუნჩხვები უნდა მოიხსნას ბენზოდიაზეპინების შეყვანით.
დიალიზი უსარგებლოა.

გვერდითი მოვლენები
- ნევროლოგიური: სედატიური ეფექტი, ძილიანობა, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია და, ასევე, ძირითადად მაღალი დოზების მიღების ან პარენტერული შეყვანის შემდეგ - ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ოკულოგირული კრიზი, კისერმრუდობა, ენის გამოვარდნა).
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა: შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება.
- კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე.
- სისხლმბადი სისტემა: იშვიათად აღინიშნება თრომბოციტოპენია და/ან ლეიკოპენია
- სხვა: გამონაყარი კანზე და/ან ფოტოსენსიბილიზაცია.

გამოშვების ფორმა
10 ამპულა 2 მლ მოცულობით შეფუთულია მუყაოს დასაკეც კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15 - 250C, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა ნაჩვენებია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე ნაჩვენები ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით

მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ეგისი ს.ს.
უნგრეთი
მსგავსი პროდუქტები