ნატრიუმის ქლორ0.9%10მლ#10(ბიოფ

2618
მარაგშია
3.07 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპარენტერალური გამოყ. დეზინტოქსიკაციური და რეჰიდრატაციული საშუალებები ჯენერიკიNatrii chloridum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
3.07 

”ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი საინექციო”
(S O I U T I O  N A T R I I  C H L O R I D I  0,9% P R O  I N J E C T I O N I B U S)

გენერიული დასახელება: Sodium Chloride (Natrii chloridum)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სადეზინტოქსიკაციო საშუალება, გამხსნელი პარენტერალური მოხმარების სხვადასხვა სამკურნალო საშუალებისთვის.
ATC-კოდი: B05CB01
ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში.
შემადგენლობა: ყოველი მილილიტრი პრეპარატი შეიცავს 9 მგ ნატრიუმის ქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: ნატრიუმის ქლორიდის 0,9% (იზოტონური) ხსნარი არეგულირებს პლაზმის ოსმოლარობას და წყალ-მარილოვან ბალანსს, აგრეთვე დროებით ზრდის სისხლძარღვებში მოძრავი სითხის მოცულობას.
ფარმაკოკინეტიკა: სისხლძარღვთა სისტემიდან პრეპარატი სწრაფად გადადის ინტერსტიციულ სივრცეში და უჯრედების შიგნით. შეყვანიდან ერთი საათის შემდეგ სისხლძარღვებში რჩება პრეპარატის შეყვანილი მოცულობის ნახევარზე ნაკლები.
ჩვენებები: გამოიყენება პარენტერული მოხმარების სამკურნალო საშუალებების გამხსნელად. ინტოქსიკაციების და უჯრედგარე სითხის დიდი ოდენობებით დაკარგვის შემთხვევებში (ტოქსიკური დისპერსია, ქოლერა, დიარეა, შეუჩერებელი ღებინება და სხვა).
მიღების წესი და დოზები: ინტრავენური და ინტრამუსკულური ინექციები. ინტრავენურად, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, წვეთოვანი მეთოდით დღეღამეში შეჰყავთ 3000 მლ-მდე პრეპარატი.
უკუჩვენებები: გასახსნელი სამკურნალო საშუალების შეუთავსებადობა ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის დიდი მოცულობების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ქლორიდული აციდოზი და ჰიპერჰიდრატაცია, აგრეთვე კალიუმის დანაკარგის ზრდა.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის დიდი მოცულობები სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის გამომყოფი ფუნქციის დაქვეითების მქონე ავადმყოფებში. კორტიკოსტეროიდებთან ან კორტიკოტროპინთან ერთდროული დანიშვნა მოითხოვს სისხლში ელექტროლიტების კონცენტრაციის დონის კონტროლს. პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას მექანიზმებთან მუშაობაზე და ავტომანქანის მართვაზე.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: თავსებადია უმრავლესობა სამკურნალო საშუალებებთან.
გამოშვების ფორმა: 5 მლ ან 10 მლ პრეპარატი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები: მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი.
ტელ/ფაქსი: (99532) 225 29 56, ელ. ფოსტა[email protected]