ფლუქოლდი-ნ#4ტ

27867
მარაგშია
2.23 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები ჯენერიკიParacetamol+Phenylephr+Chlorphen+Caffein გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
2.23 

ფლუკოლდ-N®

FLUCOLD-N®


შემადგენლობა:
პარაცეტამოლი 500 მგ
ქლორფენირამინის მალეატი 2 მგ
კოფეინი 30 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5 მგ
სხვა ინგრედიენტები: სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის ბენზოატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, საღებავი მუქი-წითელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფლუკოლდ-N – ეს არის კომბინირებული პრეპარატი. პარაცეტამოლის ანალგეზური მოქმედება მოიცავს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე ზეგავლენას. სიცხის დამწევი მოქმედება განპირობებულია ჰიპოთალამუსის მარეგულირებელ ცენტრებზე ზემოქმედებით.
კოფეინი ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ცნს-ზე, ძირითადად თავის ტვინის ქერქზე, სასუნთქ და სისხლძარღვების მამოძრავებელ ცენტრებზე, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ამცირებს ძილიანობას, დაღლილობის შეგრძნებას და ასუსტებს ცნს-ის დამრთგუნველი საშუალებების მოქმედებას. კოფეინი ახდენს გამოხატულ მოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე: აძლიერებს გულისცემის სიხშირეს და ძალას, არტერიულ წნევას არტერიული ჰიპოტენზიის დროს, ახდენს ზომიერ დიურეზულ მოქმედებას. ზრდის კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციას.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - α-ადრენერგული აქტიური ნივთიერებაა, რომელიც არ აღიზიანებს ცნს-ს. იგი ახდენს უპირატესად პირდაპირ მოქმედებას ადრენერგულ რეცეპტორებზე. ხშირად გამოიყენება კომბინირებულ პრეპარატებში გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ქლორფენირამინის მალეატი – ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორების ჯგუფს. ავლენს ზომიერად გამოხატულ სედატიურ ეფექტს, გააჩნია ანტიმუსკარინული აქტივობა.
ფლუკოლდ–N – მრავალკომპონენტიანი პრეპარატია. კომპონენტების მოქმედება განპირობებულია მათი ერთობლიობით, ამიტომ ძალიან ძნელია ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარება, ყველა კომპონენტის დინამიკა არ შეიძლება გამოკვლეული იყოს მარკერების ან ბიოლოგიური მეთოდების საშუალებით.

ჩვენებები: გაციების და გრიპის სხვადასხვა გამოვლინების, რინიტის, ცხვირის “დაცობის”, თავის ტკივილის, ცხელების სიმპტომების შესამსუბუქებლად.

გამოყენება: მოზრდილებში და ბავშვებში 12 წელს ზევით – 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღე-ღამეში, 6-დან 12 წლამდე ბავშვები – 1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღე-ღამეში. ბავშვები 2-დან 6 წლამდე - 1/4 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღე-ღამეში.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების კომპონენტების მიმართ, ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი, 2 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოვლენები: უმეტეს შემთხვევებში პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. შესაძლებელია ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, მადის გაუარესება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, ცნს-ის სტიმულაცია, ღებინება, გულისრევა, კანის ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქციები, გლაუკომის დროს, შარდის შეკავებისას, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაუვალობის, ეპილეფსიის დროს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დავადებებისას, და აგრეთვე ხანდაზმულ ასაკში. მკურანლობის პერიოდში უნდა ერიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, მუშაობას მექანიზმებთან და სხვა საფრთხილო საქმიანობას. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი.

ურთიერთქმედება: ფლუკოლდ-N-ის გამოყენებამ ჰეპატოტოქსიკურ საშუალებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატოტოქსიკური მოქმედების გაძლიერება. მეტოკლოპრამიდი აჩქარებს პარაცეტამოლის აბსორბციას. პრობენიციდი გავლენას ახდენს პარაცეტამოლის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში და ექსკრეციაზე. სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების მსგავსად ქლორფენირამინის მალეატი აძლიერებს იმ საშუალებების სედაციურ ეფექტს, რომლებიც ერთობლივი გამოყენების დროს იწვევენ ცნს-ის დათრგუნვას.

დოზის გადაჭარბება: შეიძლება აღინიშნებოდეს უმადობა, ღებინება, მძიმე შემთხვევებში – ჰეპატონეკროზი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლ. #4 და #200

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებული ინდოეთში

Nabros Pharma Pvt Ltd

ნ.ხ. #8, კაჯიპურა, კედა, ინდოეთი.

მსგავსი პროდუქტები