ვაზოსერკი-Bid 24მგ #30ტ

28328
-28%
მარაგშია
9.45 
6.76 
დანაზოგი: 2.69 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფივესტიბულარული აპარატის პათოლოგიის დროს გამოყენებული პრეპარატები ჯენერიკიBetahistinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
9.45 
6.76 
დანაზოგი: 2.69 ₾ (28%)
ვაზოსერკი BID
VASOSERC BID


საერთაშორისო დასახელება - betahistine

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - N07CA01

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ვესტიბულარული აპარატის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
; ჰისტამინის სინთეტური ანალოგები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
24 მგ, 30 ტაბ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტაჰისტინი წარმოადგენს ჰისტამინის ანალოგს. პრეპარატი ჰისტამინის H1 და H2-რეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად იწვევს ვაზოდილატაციას. ბეტაჰისტინი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას ყურის ლაბირინთში და ამცირებს ენდოლიმფურ წნევას.
ფარმაკოკინეტიკა
ბეტაჰისტინი პერორალური მიღების შემდეგ სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბირებული ბეტაჰისტინი პლაზმაში გარდაიქმნება ორ მეტაბოლიტად, რომლებიც 3-5 საათში პლაზმური დონის პიკს აღწევენ. მიღებული ბეტაჰისტინი მეტაბოლიტების სახით სრულად ელიმინირდება შარდით 3 დღეში

ჩვენებები

გამოიყენება მენიერის სინდრომთან ასოცირებული სმენის დაქვეითების დროს, ასევე თავბრუსხვევისა და ყურებში შუილის დროს.

მიღების წესები და დოზები

ჩვეულებრივ, საწყისი დოზა არის 24-48 მგ დღეში, 2-3 ჯერადი მიღებით. სასურველია პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე მკურნალობის მიმართ.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მჟავიანობის მომატება, დიარეა. სახის ჰიპერემია.

უკუჩვენება

ფეოქრომოციტომა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე

ორსულობა და ლაქტაცია

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა ბეტაჰისტინის მაღალი დოზების ტერატოგენური ეფექტის არ არსებობა, ორსულებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნანახი კორელაცია ვაზოსერკით მკურნალობასა და პეპტიური წყლულის რეციდივების განვითარებას შორის, ვაზოსერკი მაინც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლული.

ჭარბი დოზირება

ვაზოსერკის ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების შეშუპება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოსალოდნელია ანტაგონიზმი ვაზოსერკსა და ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შორის, ასეთი ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ დადასტურებულა

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი ქვეყანა - თურქეთი
ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები