ვენექსი 500მგ #30ტ

28551
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიქრონიკული ვენოზური უკმარისობის სამკურნალო პრეპარატები ჯენერიკიDiosmin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

შემადგენლობა :

ვენექსი ™- 300

VENEX™ - 300

შაქარიანი გარსით დაფრული ყოველი ტაბლეტი შეიცავს :

დიოსმინი ბფ ( სინთეზური ).............300 მგ

 

ვენექსი ™ - 500

VENEX™ - 500

შაქარიანი გარსით დაფრული ყოველი ტაბლეტი შეიცავს :

დიოსმინი ბფ ( სინთეზური ).............500 მგ

 

კლინიკური ფარმაკოლოგია :

ვენექსი  სისხლძარღვების დამცველია . ვენექსი აფერხებს ნორადრენალინის დეგრადაციას დაახანგრძლივებს მის მოქმედებას ვენების კედლებზე , ზრდის ვენურ ტონუსს . ვენექსი მოქმედებს ვენურცირკულატორულ სისტემაზე , ამცირებს ვენების გაგანიერებას , ვენოსტაზს , მიკროცირკულაციაში ახდენსკაპილარების განვლადობის ნორმალიზაციას და აძლიერებს კაპილარულ რეზისტენტობას .

 

კლინიკური ფარმაკოკინეტიკა :

პერორალური მიღების შემდეგ დიოსმინი კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში . მოლეკულისგლიკოზიდური ნაწილი ფერმენტულად იხლიჩება და მიიღება დიოსმეთინი , რომელიც ხელახლაიხლიჩება და მიიღება მეტოქსი - ჰიდროქსი ფენილპროპიონის მჟავა . ეს მეტაბოლიტი პასუხისმგებელიაფარაკოლოგიურ ეფექტზე .

 

ჩვენება :

ვენური ფუნქციონალური დარღვევები როგორიცაა ბუასილი , ვარიკოზული ვენები და მათთანდაკავშირებული სიმპტომები , საშვილოსნოს შიდა მოწყობილობების მიმართ აუტანლობა , მენორაგია ,მეტრორაგია და როგორც დამატებითი თერაპია ორსულობის ფლებოპათიებისა და თანდაყოლილისისხლდენებისას , რეტინული ჰემორაგია , ფეხებში სიმძიმე , მტკივნეული ვარიკოზი , შეშუპება ,პარესთეზია , გართულება - თრომბოფლებიტი , დამხმარე თერაპია ცირკულარული ვარიკოზულიწყლულის დროს , რეციდივის პროფილაქტიკა ვასკულური ქირურგიისას .

 

დოზირება და მიღება :

ვენური უკმარისობის , საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების , საშვილოსნოს შიდაკონტრაცეპტიული საშუალებით ინდუცირებული სისხლდენისას : 300 მგ -2 ტაბლეტი დღეში .

ბუასილისას : 500 მგ 2 ტაბლეტი დღეში .

 

უკუჩვენება

არ არის დადგენილი .

 

სიფრთხილე :

მიუხედავად იმისა , რომ ორსულობის მეორე ნახევარში დიოსმინის ტაბლეტების გამოყენების შემდეგგვერდითი ეფექტები არ გამოკვლეულა , უსაფრთხოების მიზნით , პრეპარატის მიღება რეკომენდებული არარის ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში .

 

გვერდითი ეფექტები :

გვერდითი ეფექტები როგორიცაა გასტროინტესტინალური დარღვევები ( დაახლოებით 1%) და კანისალერგიული გამონაყარი ( დაახლოებით 0.02%) იშვიათია და ქრება დოზის შემცირების ან წამლის მოხსნისშემდეგ .

 

წამლისმიერი ურთიერთქმედება :

შეიძლება კომბინაციაში გამოყენება ნებისმიერ პრეპარატთან , განსაკუთრებით ანტიკოაგულანტებთან .

 

შენახვის წესი :

ინახება გრილ , მშრალ ადგილას .

 

გამოშვების ფორმა :

ვენექსი  - 300: 10 ტაბლეტიანი ბლისტერის ფირფიტა .

ვენექსი  - 500 :   10 ტაბლეტიანი ბლისტერის ფირფიტა .

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

რეცეპტით

 

მწარმოებელი

შპს .  ელდერ ფარმაცეუტიკალს 

დ -220, TTC მწარმოებელი რაიონი ,

ნავი მუმბაი -400 706. ინდოეთი

მსგავსი პროდუქტები