ამლიპინი 5მგ/5მგ #30ტ

28594
მარაგშია
15.89 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიკალციბლოკატორები ჯენერიკიAmlodipinum+Lisinoprilum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
15.89 

ამლიპინი
(AMLIPIN)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამლოდიპინის ბესილატი + ლიზინოპრილის დიჰიდრატი

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი წითელი ფერის ტაბლეტები გრავირებით “AMLP” ცალ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.

შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:  ამლოდიპინი (ბესილატის ფორმით)  5 მგ, ლიზინოპრილი (დიჰიდრატის ფორმით) 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ლაქტოზა, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

ათქ კოდი: C09BB.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები კალციუმის არხების ბლოკატორებთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ამლიპინი – კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ამლოდიპინისა (კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორი) და ლიზინოპრილის (აგფ-ის ინჰიბიტორი) თვისებების ერთობლიობით.
აბლოკირებს რა მემბრანის კალციუმის ნელ არხებს, ამლოდიპინი ხელს უშლის კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას კარდიომიოციტებსა და სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებში. მისი მოქმედებით მცირდება სისხლძარღვების (არტერიოლების)  ტონუსი და სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობა. არტერიოლების გაფართოვებისა და პოსტდატვირთვის შემცირების ხარჯზე ამლოდიპინი ახდენს ანტიანგინალურ მოქმედებას. იმის გამო, რომ იგი არ იწვევს რეფლექტორული ტაქიკარდიის განვითარებას, მისი გამოყენებისას მცირდება მიოკარდის მოთხოვნილება ჟანგბადზე. ამლოდიპინი აფართოვებს როგორც ინტაქტურ, ასევე პათოლოგიურად შეცვლილ კორონარულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მიოკარდიუმის პერფუზიას.
ამლოდიპინს არასასურველი მეტაბოლური ეფექტები არ გააჩნია.
ლიზინოპრილი აქვეითებს ანგიოტენზინ II-ისა და ალდოსტერონის დონეს სისხლის პლაზმაში და ამავდროულად, ზრდის ბრადიკინინის დონეს, რომელსაც სისხლძარღვების გამაფართოვებელი ეფექტი გააჩნია. ლიზინოპრილის ზემოქმედებით მცირდება სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, არტერიული წნევა, წნევა ფილტვების კაპილარებში. ლიზინოპრილი არ ცვლის გულის რითმის სიხშირეს, ამ დროს, შესაძლებელია გულის წუთმოცულობის გაზრდა და თირკმელების სისხლმომარაგების  გაძლიერება.
ლიზინოპრილი ამცირებს ალბუმინურიას არტერიული წნევის დაქვეითების, ასევე გლომერულური აპარატისა და მისი ქსოვილების სტრუქტურის ჰემოდინამიკის გაუმჯობესების ხარჯზე.
ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება მიოკარდისა და რეზისტენტული ტიპის სისხლძარღვების კედლების ჰიპერტროფია. ავადმყოფებში ჰიპერგლიკემიით ლიზინოპრილი ხელს უწყობს ენდოთელიუმის დარღვეული ფუნქციის აღდგენას.

ფარმაკოკინეტიკა
Per os მიღების შემდეგ ამლოდიპინი ნელა და თითქმის მთლიანად (90%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, Cmax მიიღწევა 6-10 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 35-50 საათს შეადგენს.
ლიზინოპრილი კარგად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და მისი შეწოვა არ არის დაკავშირებული კუჭში საკვების არსებობასთან. ბიოშეღწევადობა – 25-50%. Cmax მიიღწევა 6 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი 12 საათს შეადგენს.
ორივე მოქმედი ნივთიერების ხანგრძლივი ცირკულირება ორგანიზმში შესაძლებელს ხდის, რათა პრეპარატი დაინიშნოს დღეში ერთხელ.

გამოყენების ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის იშემიური დაავადება (სტაბილური სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- დიაბეტური ნეფროპათია.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენეტის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ;
- ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, მ.შ. დაკავშირებული სხვა აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებასთან;
- აორტის ან მიტრალური სარქველის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი;
- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;
- კარდიოგენური შოკი;
- ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში, ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს სადღეღამისო დოზის შერჩევისას.
ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, ან სხვა გენეზის დიჰიდრატაციის დროს (ჭარბი ოფლდენა, ხანგრძლივი ღებინება, პროფუზული დიარეა), ასევე გულის უკმარისობის დრო, შესაძლოა განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია ავადმყოფის დაწვენა, საჭიროების შემთხვევაში _ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარის ინფუზიის ჩატარება. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის შრატში ნატრიუმის დონის ნორმალიზება და ჰიპოვოლემიისას სითხის მოცულობის აღდგენა.
თირკმლის არტერიის სტენოზის (განსაკუთრებით ბილატერალური სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს), ასევე დეჰიდრატაციის დროს ლიზინოპრილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა თითქმის თირკმლის მწვავე უკმარისობამდეც კი, რომელიც, ჩვეულებრივ გარდამავალია და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ქრება.
ოპერაციული ჩარევებისას, როდესაც ხდება სანარკოზე საშუალებების გამოყენება, რომლებსაც არტერიული ჰიპოტენზიის გამოწვევა შეუძლიათ, ლიზინოპრილი აბლოკირებს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას. ზემოაღნიშნული მექანიზმით განვითარებული ჰიპოტენზიის პრევენცია შესაძლებელია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შევსებით.
ხანდაზმული ავადმყოფებისათვის პრეპარატის დოზის განსაზღვრისას, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
იმის გამო, რომ აგრანულოციტოზის  რისკის მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება, პრეპარატის გამოყენებისას, აუცილებელია პერიოდულად პერიფერიული სისხლის ლაბორატორიული კონტროლი.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის მიღებამ (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში) შეიძლება იმოქმედოს ავტოტრანსპორტის მართვისა და იმ სამუშაოთა შესრულების უნარზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ, ამიტომ, ინდივიდუალური რეაქციების განსაზღვრამდე საჭიროა თავის შეკავება მსგავსი საქმიანობის შესრულებისაგან.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს ამლიპინის გამოყენება არ შეიძლება.

გვერდითი მოქმედება
გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ გამოხატულია სუსტად და გარდამავალი ხასიათისაა, პრეპარატის მოხსნა იშვიათ შემთხვევებშია საჭირო.
შედარებით ხშირია: თავის ტკივილი, მშრალი ხველა და თავბრუსხვევა.
შესაძლებელია: სისუსტე, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, ფეხების შეშუპება, სახის კანის გაწითლება, ტკივილი მკერდის არეში.
სხვა გვერდითი ეფექტების სიხშირე 1%-ზე ნაკლებია.
ჰიპერმგრძნობელობისას შესაძლებელია ანგიონევროზული შეშუპების განვითარება.

მიღების წესი და დოზები
Per os მიიღება  1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. მისი მიღება კავშირში არაა კვებასთან.
საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო დოზის გაზრდა შეიძლება 2 ტაბლეტამდე.

ჭარბი დოზა
სიმპტომები: ვაზოდილატაცია არტერიული წნევის დაქვეითებით და რეფლექტორული ტაქიკარდიის გამოვლინებით.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, გულის მუშაობის, არტერიული წნევის, დიურეზისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლით, საჭიროების შემთხვევაში ტარდება მისი კორექცია. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებისას, ავადმყოფი უნდა მოვათავსოთ „ჰორიზონტალურ“ მდგომარეობაში ზემოთ აწეული ქვედა კიდურებით. სითხის შემცვლელების ვენაში შეყვანის შემთხვევაში მათზე არადამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტისას შეიძლება საჭირო გახდეს პერიფერიული ვაზოპრესორის შეყვანა სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად. კალციუმის ანტაგონისტის მოქმედების შესაჩერებლად ვენაში შეიძლება კალციუმის გლუკონატის შეყვანა.
ამლოდიპინის ნელა შეყვანის გამო ცალკეულ შემთხვევებში ხდება კუჭის ამორეცხვა, გამოიყენება გააქტივებული ნახშირი.
ლიზინოპრილი ჰემოდიალიზის მეშვეობით გამოიყოფა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჰიპერკალიემიის განვითარების პრევენციისათვის პრეპარატის დანიშვნისას კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი), აგრეთვე, კალიუმთან და კალიუმის შემცველ საშუალებებთან მისი კომბინირებისას, ძირითადად, თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დროს. პრეპარატი ინიშნება სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ, სისხლში კალიუმის დონისა და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლის ჩატარებით. სიფრთხილის დაცვა აუცილებელია შემდეგ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას:
- დიურეზული საშუალებები (შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება);
- სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები (ადიტიური მოქმედება);
- აასს (განსაკუთრებით ინდომეტაცინთან), ვინაიდან ისინი ორგანიზმში აკავებენ ნატრიუმს და აბლოკირებენ პროსტალგანდინების სინთეზს თირკმელებში, ესტროგენული საშუალებები და ადრენომასტიმულირებლები, სიმპატომიმეტურები (შესაძლებელია თერაპიული ეფექტის დაქვეითება);
- ლითიუმი (შესაძლებელია ლითიუმის გამოყოფის გაუარესება, აუცილებელია ლითიუმის დონის კონტროლი სისხლის პლაზმაში);
ამიოდარონს, ქინიდინს, ბეტა-ადრენობლოკატორებს, ანტიფსიქოზურ საშუალებებს (ნეიროლეფსიურებს) შეუძლიათ ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

გამოშვების ფორმა
10 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი  მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
ამლიპინი წარმოადგენს კომპანიის „ვორლდ მედიცინი“-ს (დიდი ბრიტანეთი) პროდუქტსა და სავაჭრო მარკას.
დამზადებულია „ლაბორატორია ბეილი-კრეატი“-ს მიერ (საფრანგეთი)
მის: შმენ დე ნუიზმენ Z.I. დე 150 არპენ, 28500 ბერნუიე-საფრანგეთი
“მედრაიკი”-ს (დიდი ბრიტანეთი) ლიცენზიით.

მსგავსი პროდუქტები