ასფორმინი 850მგ #100ტ

29686
-16%
მარაგშია
10.42 
8.73 
დანაზოგი: 1.69 ₾ (16%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები ჯენერიკიMetforminum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
10.42 
8.73 
დანაზოგი: 1.69 ₾ (16%)
ასფორმინი
Asformin

ასფორმინიაპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

AsforminТМ

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: Metformin hydrochloride

შემადგენლობა: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებებს: პოლივინილპიროლიდონი (PVP K 30), მიკროკრისტალური    ცელულოზა  (AVICEL PH 102), მაგნიუმის სტეარატი, Opadry II White 85F181422  (ან  Aquaris     Preferred HSP BPP218011  White ან   Sheffcoat White 04 5X00257/5X00266    ან    Sheffcoat White PVA 025X0737).

აღწერა: თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები  ერთ მხარეს "850"-გრავირებით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ბიგუანიდების ჯგუფის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება.

ათქკოდი: A10BA02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მეტფორმინი ჰიპოგლიკემიური მოქმედების მქონე ბიგუანიდი – ამცირებს როგორც ბაზალურ (უზმოზე), ისე გლუკოზის პოსტპრანდიალურ (საკვების მიღებიდან 2 სთ შემდეგ) კონცენტრაციას პლაზმაში.  არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და ამგვარად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.

მეტფორმინს აქვს სამმაგი მოქმედება:

-გლუკონეოგენეზის და გლიკოგენოლიზის ინჰიბირებით, ღვიძლში ამცირებს გლუკოზის გამომუშავებას.

-კუნთებში ინსულინისადმი პერიფერიული რეცეპტორების მგრძნობელობის გაზრდის ხარჯზე ხელს უწყობს  გლუკოზის შეჭიდებას და აუმჯობესებს მის უტილიზაციას უჯრედებით.

-ამცირებს გლუკოზის შეწოვას ნაწლავებში.

მეტფორმინი ასტიმულირებს შიდაუჯრედული გლიკოგენის სინთეზს,ზემოქმედებას ახდენს გლიკოგენსინთაზაზე. ზრდის ყველა ცნობილი მემბრანული  ტიპის გლუკოზის გადამტანების  სატრანსპორტო მოცულობას. მეტფორმინი დადებით ზემოქმედებას ახდენს ლიპიდების მეტაბოლიზმზე. კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს ნაჩვენები იქნა, რომ მეტფორმინის თერაპიული დოზებით მიღება ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დსლპ და ტრიგლიცერიდების შემცველობას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: მეტფორმინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის დრო (Tmax) მიიღწევა მიღებიდან 2,5 სთ-ის შემდეგ.  აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 500მგ ან 850მგ დოზებით მიღებისას ჯანმრთელ პაციენტებში შეადგენს 50-60%

განაწილება: მეტფორმინი უმნიშვნელო რაოდენობით უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტფორმინი  აღწევს ერითროციტებში. განაწილების საშუალო მოცულობა 63-276 ლ-ს შეადგენს.     

მეტაბოლიზმი: მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელებით შეუცვლელი სახით.

გამოყოფა: შიგნით მიღების შემდეგ  ნახევრადგამოყოფის საბოლოო პერიოდი 6,5სთ. შეადგენს.

გამოყენების ჩვენებები:

შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2, განსაკუთრებით ზედმეტი წონის მქონე პაციენტებში, დიეტოთერაპიის და ფიზიკური დატვირთვის არაეფექტურობის შემთხვევაში სისხლის გლუკოზის დონის ადეკვატური კონტროლით

•           მოზრდილებში –მონოთერაპიის სახით  ან სხვა პერორალურ ანტიდიაბეტურ

საშუალებებთან  ან ინსულინთან  კომბინაციაში;

•           ბავშვებში და მოზარდებში 10 წლის და ზევით- მონოთერაპიის სახით  ან ინსულინთან  კომბინაციაში;

ნაჩვენებია, რომ მეტფორმინის გამოყენება პირველი არჩევის პრეპარატად, შაქრიანი დიაბეტით ტიპი-2  დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში, ეხმარება შაქრიანი დიაბეტის  გართულებების შემცირებას.

უკუჩვენებები

მეტფორმინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ  მომატებული მგრძნობელობა. დიაბეტური კეტოაციტოზი, დიაბეტური პრეკომა, მეტაბოლური აციდოზი. თირკმლის უკმარისობის საშუალო ხარისხის (სტადია 3ბ) და მძიმე ხარისხის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი (კკ) < 45მლ/წთ, გორგლოვანი  ფილტრაციის სიჩქარე (გფს) <45მლ/წთ/1,73მ2) მწვავე მდგომარეობანი, რომლებიც მიმდინარეობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკით: დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექციური დაავადებები, შოკი, მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც შეუძლია მიიყვანოს ქსოვილოვანი ჰიპოქსიის განვითარებამდე: გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, შოკი, სეპტიცემია, ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი, ლაქტოაციდოზი.

განსაკუთრებული მითითებები:

ლაქტოაციდოზი: მეტფორმინის დაგროვებასთან დაკავშირებით შესაძლებელია გამოვლინდეს იშვიათი, მაგრამ მძიმე გართულება – ლაქტოაციდოზი (მაღალი სიკვდილინობა დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში) ცნობილია ლაქტოაციდოზის შემთხვევების შესახებ მეტფორმინით მკურნალობის დროს შაქრიანი დიაბეტის მქონე და მძიმე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ისეთი რისკის ფაქტორების გათვალისწინებით ,როგორიცაა არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, კეტოზი, ხანგრძლივი შიმშილი, ალკოჰოლის გადამეტებული მიღება, ღვიძლის უკმარისობა და ჰიპოქსიასთან დაკავშირებული მდგომარეობები. შესაძლებელია ლაქტოაციდოზის განვითარების სიხშირის შემცირება

დიაგნოზირება:

ლაქტოაციდოზის  განვითარების რისკი გასათვალისწინებელია არასპეციფიური ნიშნების გამოვლენისას, როგორებიცაა: კრუნჩხვები, დისპეფსიური დარღვევები (ტკივილი მუცლის არეში და გამოხატული ასთენია). ლაქტოაციდოზი ხასიათდება აციდოტური სუნთქვის უკმარისობით, ტკივილით მუცლის არეში, ჰიპოთერმიით, რომელსაც მოჰყვება კომა. ლაბორატორიული ჩვენებები: სისხლის рН-ის შემცირება, რძის მჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 5მმოლი/ლ-ზე მაღალი. მომატებული ანიონური ინტერვალი და ლაქტატი/პირუვატის თანაფარდობა. მეტაბოლიტურ აციდოზზე ეჭვის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

თირკმლის ფუნქცია

რადგან მეტფორმინი თირკმლის საშუალებით გამოიყოფა, თერაპიის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ  რეგულარულად უნდა იქნას პლაზმის კრეატინინის კონტროლი:

-პაციენტებისთვის თირკმლის ნორმალური ფუნქციით-წელიწადში არანაკლებ 1 ჯერ

-პაციენტებს, ვისაც აქვთ პლაზმაში  კრეატინინის მაჩვენებელი ნორმის  ქვედა ზღვარზე და ხანდაზმულ პაციენტებს –არანაკლებ 2-4 ჯერ წელიწადში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა ხანდაზმულ პაციენტებში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა  ჰიპოტენზიური პრეპარატების, დიურეტიკების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას , რადგან  შესაძლოა ამან გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები

იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთირებების ინტრავენურმა შეყვანამ შესაძლოა თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს, ამის გამო  რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ და პროცესში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და თირკმლის ნორმალური ფუნქციონირებისას მიღების განახლება პროცედურის დამთავრებიდან 48 სთ-ის შემდეგ.

ქირურგიაში გამოყენება

ზოგადი, სპინალური ან პერიდურული ანესთეზიით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების წინ პრეპარატ ასფორმინის მიღება უნდა შეწყდეს. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი და ოპერაციის შემდგომ თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების ან საკვების პერორალური მიღების  შემთხვევაში მინიმუმ 48 სთ-ის შემდეგ შესაძლებელია პრეპარატ  ასფორმინის  მიღების განახლება.

პედიატრიული პაციენტები

მეტფორმინის მიღებამდე საჭიროა დადასტურებული იქნას 2-ტიპის შაქრიანი დიაბეტი. კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, აჩვენეს, რომ მეტფორმინი ზემოქმედებას არ ახდენს ზრდასა და სქესობრივ განვითარებაზე; ვინაიდან ხანგრძლივი კვლევები მოცემული პარამეტრებით არ ჩატარებულა, ამიტომ რეკომენდებულია პრეპუბერტატული  ასაკის მოზარდებს მეტფორმინი სიფრთხილით დაენიშნოს.

10-12 ასაკის  ბავშვები:

ჩატარებული იქნა  კონტროლირებადი კლინიკური კვლევები, 10-12 წლის 15 ბავშვის მონაწილეობით. მეტფორმინის ეფექტურობის და უსაფრთხოების რაიმე სხვაობის არარსებობის  მიუხედავად  10-12 წლის ბავშვებსა და უფრო დიდი ასაკის მოზარდებს შორის, რეკომენდებულია ამ ჯგუფის პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა.

უსაფრთხოების სხვა ზომები

ყველა პაციენტებმა უნდა დაიცვას დიეტა  დღის განმავლობაში ნახშირწყლების თანაბარი განაწილებით.

ჭარბწონიანმა პაციენტებმა უნდა განაგრძონ თავისი  დაბალკალორიული დიეტის დაცვა. საჭიროა რეგულარულად ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები შაქრიანი დიაბეტის კონტროლის მიზნით.  მეტფორმინის მონოთერაპიის მიზნით მიღების შემთხვევაში ჰიპოგლიკემია არ წარმოიშვება. მაგრამ ჰიპოგლიკემიის განვითარების არსებული რისკის გამო რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე ინსულინთან   ან სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან  კომბინაციის შემთხვევაში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

მეტფორმინი არ უნდა იქნას გამოყენებული შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას ორსულობის პერიოდში. სისხლში ნორმასთან ახლო გლუკოზის დონის შესანარჩუნებლად და ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების თავიდან ასაცილებლად, ორსულობის პერიოდში უნდა იქნას მიღებული ინსულინი. ცნობილი არ არის გამოიყოფა თუ არა მეტფორმინი დედის რძეში. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების სარგებლისა და ბავშვში გვერდითი ეფექტების განვითარების პოტენციური რისკის გათვალისწინებით.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

მეტფორმინის მიღება არ იწვევს ჰიპოგლიკემიას და ამიტომ არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე. ამის მიუხედავად, პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ასფორმინს სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად (ისეთები როგორიცაა სულფონილამიდი, ინსულინი, რეპაგლინიდი) საჭიროა გაფრთხილებულნი იქნან ჰიპოგლიკემიის განვითარების საშიშროების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კომბინაციები, რომლებიც რეკომენდებული არ არის

ალკოჰოლი: ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი იზრდება მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას, განსაკუთრებით ქვემოთ მოყვანილი შემთხვევების დროს:

-           შიმშილობის ან არასაკმარისი კვების შემთხვევაში

-           ღვიძლის უკმარისობის დროს

პრეპარატ ასფორმინის მიღებისას არ უნდა იქნას მიღებული ალკოჰოლი და სპირტის შემცველი პრეპარატები.

იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები

იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების ინტრავენურმა შეყვანამ შესაძლოა თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ მეტფორმინის დაგროვებას და ლაქტოაციდოზის განვითარებას უწყობს ხელს .

რეტგენოლოგიური კვლევების ჩატარებისას ან ჩატარებამდე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში პრეპარატის მიღების განახლება, შესაძლებელია  პროცედურის დასრულებიდან 48 სთ-ის შემდეგ

კომბინაციები, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს

გლუკოკორტიკოსტეროიდები(სისტემური და ადგილობრივი მოქმედების) ბეტა2 აგონისტები,  დიურეტიკები

გლუკოკორტიკოსტეროიდები (სისტემური და ადგილობრივი მოქმედების)  ბეტა 2 აგონისტებს და დიურეტიკებს აქვთ ჰიპერგლიკემიური მოქმედება, რითაც ინფორმირებულები უნდა იყვნენ პაციენტები. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყების წინ. მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის დროს და მათი მიღების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ასფორმინის დოზის კორექცია.

ატფ-ს ინჰიბიტორები

ატფ-ს ინჰიბიტორებს შეუძლიათ სისხლში გლუკოზის დონის შემცირება. Aამის გამო  მსგავს პრეპარატებთან ერთად მიღება და მათი მიღების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ასფორმინის დოზის კორექცია.

 მიღების წესი და დოზირება:     

ტაბლეტები  მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ  ჭიქა წყლის მიყოლებით

ზრდასრულები

მონოთერაპიის სახით და კომბინაციაში სხვა პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად

სტანდარტული საწყისი დოზა – 500მგ ან 850მგ 2-3ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

10-15 დღის შემდეგ ახდენენ პრეპარატის დოზის კორექციას სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გათვალისწინებით. დოზის თანდათანობითმა  მატებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან პრეპარატის  გადატანას.  მეტფორმინის რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3გ-ს განაწილებულს 3 –ჯერ მიღებაზე.

სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატებიდან ასფორმინზე გადასვლის შემთხვევაში სავალდებულოა შეწყდეს მათი მიღება და დაიწყოს ასფორმინის  მიღება ზემოთ აღნიშნული დოზებით.

კომბინაცია ინსულინთან :

სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით შესაძლებელია მეტფორმინის და ინსულინის ერთდროულად  მიღება. სტანდარტული საწყისი დოზის დღეში 2-3-ჯერ მიღების შემდეგ ინსულინის დოზის კორექცია ხდება სისხლში გლუკოზის დონის შესაბამისად.

დამატებითი ცნობები  დაკავშირებული სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან

პაციენტები თირკმლის/ღვიძლის უკმარისობით

თუ შრატისმიერი კრეატინინის მაჩვენებელი მამაკაცებში 1,5მგ/დლ-ზე და  ქალებში კი -1,4მგ/დლ-ზე მეტია, პრეპარატი არ ინიშნება. 60მლ/წთ -ზე მცირე კრეატინინის კლირენსის დროს ასფორმინი არ გამოიყენება. ვინაიდან მეტფორმინის მიღების დროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა არის  ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი, პაციენტებმა ღვიძლის უკმარისობით არ უნდა მიიღონ ასფორმინი.

ბავშვები და მოზარდები: ასფორმინის მიღება დასაშვებია ბაშვებისთვის და მოზარდებისთვის 10 წლიდან და ზევით.

მონოთერაპია ან კომბინაცია ინსულინთან

სტანდარტული საწყისი დოზა- 500მგ ან 850მგ 1-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. 10-15 დღის შემდეგ, აღდგება რა სისხლში გლუკოზის დონის მაჩვენებელი, ახდენენ დოზის კორექტირებას. დოზის თანდათანობითმა   მატებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან პრეპარატის  გადატანას. 

პრეპარატის მაქსიმალური სადღესამისო დოზა 2-3 მიღებაზე შეადგენს 2 გ-ს.

ხანდაზმული პაციენტები

თირკმლის ფუნქციის შესაძლო შესუსტებასთან დაკავშირებით, ხანდაზმულ პაციენტებში, პრეპარატ ასფორმინის დოზის კორექციაა საჭირო თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით. აუცილებელია თირკმლის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი

 

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/1000-დან <1/10-მდე); არცთუ ხშირად(≥1/1000 დან <1/100 მდე); იშვიათად (≥1/10000 დან <1/1000 მდე);ძალიან იშვიათად(<1/10000); სიხშირე უცნობია (მოცემული მონაცემების მიხედვით გვერდითი ეფექტის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ძალიან იშვიათად: ლაქტოაციდოზი, მეტფორმინის ხანგრძლივად მიღების დროს-აბსორბციის და В12 ვიტამინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება, რაც გასათვალისწინებელია მეგალობლასტური ანემიის მქონე პაციენტებში

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირად: გემოვნების დარღვევა (პირში ლითონის გემო)

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ძალიან ხშირად: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაკარგვა. ეს არასასურველი რეაქციები აღმოცენდება პრეპარატის მიღების დასაწყისში და ძირითადად თავისთავად გაივლის. შესაძლებელია მსგავსი ეფექტების თავიდან აცილება, თუ მეტფორმინის სადღეღამისო დოზას გავყოფთ 2 ან 3 მიღებაზე საჭმლის დროს ან საჭმლის შემდეგ. დოზის თანდათანობითმა  მატებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან პრეპარატის  გადატანას.    .

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება ან ჰეპატიტი, რომლებიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ

კანის და კანქვეშა ქსოვილის  მხრივ: 

ძალიან იშვიათად: ერითემა, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება

პედიატრიული პაციენტები

პოსტმარკეტინგული  და კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს  ნაჩვენები იქნა, რომ გვერდითი ეფექტები , რომლებიც გვხვდება  პრეპარატის მიღების პირველი 1 წლის განმავლობაში 10-16 წლის  ბავშვებსა და მოზარდებში იდენტურია ზრდასრულებთან.

არასასურველი გვერდითი ეფექტების აღმოცენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

დოზის გადაჭარბება:

85გ დოზით მიღება არ იწვევს ჰიპოგლიკემიას. ამის მიუხედავად შეიძლება განვითარდეს ლაქტოაციდოზი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ლაქტოაციდოზის განვითარება. მეტფორმინის მიღებამ მაღალი დოზებით ან თანმხლები რისკის არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი.  ლაქტოაციდოზი არის გადაუდებელი მდგომარეობა და საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. ორგანიზმიდან რძემჟავასა და მეტფორმინის გამოსადევნად ჰემოდიალიზი ყველაზე მეტად ეფექტურია.

 

გამოშვების ფორმა:

ასფორმინის 850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერზე, 10 ბლისტერი (100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

სხვა გამოშვების ფორმები:

ასფორმინის 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შენახვის პირობები:  ინახება ტემპერატურაზე 25oC-ზე ქვემოთ, ორგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე

ვარგისობის ვადა: 3 წელი

არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობები:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)

მწარმოებელი:

ალი რაიფ ილაჩ სანაიი ა.შ.

იქითელი ოსბ მაჰალესი 10 ჯადდე #3/1 ა

ბაშაქსეჰირი/სტამბული /თურქეთი

 

 

 


მსგავსი პროდუქტები