როტავიტ როიალი #20კაფს

30402
-28%
მარაგშია
47.24 
33.78 
დანაზოგი: 13.46 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპოლივიტამინები ჯენერიკიGinseng,Royal jelly,Vit.B1,B2,B5,B6,B12* გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
47.24 
33.78 
დანაზოგი: 13.46 ₾ (28%)
როტავიტ როიალი
ROTAVIT ROYAL

        
სავაჭრო დასახელება
როტავიტ როიალ, Rotavit Royal

წამლის ფორმა:
რბილი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა: მოგრძო ყვითელი/მუქი ყავისფერი კაფსულები, რომლებიც ყვითელ-ყავისფერ ერთგვაროვან თხიერ მასას შეიცავს.

შემცველობა:
კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:    
ლიოფილიზებული ფუტკრის რძე            33,3 მგ
(სამეფო ჟელე)

მცენარეული კომპონენტები
ჟენშენის კონცენტრირებული ექსტრაქტი            40 მგ
მცენარის მტვერი                            50 მგ
სოიოს ლეციტინი 45%                        32 მგ

ვიტამინები
ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატი)            2000 ME
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი)                  15 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)                        4 მგ
ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოთენატი)              4 მგ    
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)          1 მგ
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა)                     25 მკგ
ვიტამინი B10 (პარაამინობენზოის მჟავა)              50 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)                  5 მკგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)                  200 ME
ვიტამინი E (ტოკოფეროლის აცეტატი)             30 ME
ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი)                         15 მგ
ვიტამინი H (ბიოტინი)                             3 მკგ

მაკრო-და მიკროელემენტები
რკინა (რკინის ფუმარატი)                          10 მგ
კალციუმი (კალციუმის ჰიდროფოსფატი)                90 მგ
ფოსფორი (კალციუმის ჰიდროფოსფატი)                70 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი)                     1 მგ
კალიუმი (კალიუმის სულფატი)                                      2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი)                     1 მგ
თუთია (თუთიის სულფატი)                         1 მგ        

ნივთიერება ფსიქომასტიმულირებელი აქტივობით:
დეანოლის ბიტარტრატი                             25 მგ
(β-დიმეთილამინოეთანოლის ბიტარტრატი)                

ამინომჟავა
L-ლიზინის ჰიდროქლორიდი                          5 მგ    

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის L-ასკორბატი, ხორბლის ღივების ზეთი, სოიო, სოიოს ზეთი ჰიდროგენიზირებული, ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი, ფუტკრის ცვილი.
კაფსულის გარსის შემცველობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, ანიდრისორბი, ნატრიუმის ეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილიჰიდროქსიბენზოატი, რკინის შავი ოქსიდი, რკინის ყავისფერი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, კარმინი წითელი 62,5%, ეთილვანილინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კომბინირებული პოლივიტამინური პრეპარატი მიკრო- და მაკროელემენტებით და ბიოგენური ადაპტოგენით. ათქ კოდი: A11AA

ფარმაკოლოგიური თვისებები:
როტავიტ როიალი წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებათა კომპლექს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ნივთიერებათა ცვლის, ზრდისა და განვითარებისათვის, ისინი ორგანიზმს იცავენ დაავადებებისაგან და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისაგან, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფაში, ასევე ზრდიან ორგანიზმის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს ავადმყოფობას.
ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორების და რეგულატორების სახით.
მინერალური ნივთიერებები – აუცილებელი ელემენტებია ადამიანის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესებისათვის. მონაწილეობენ ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების ფორმირებაში, ფერმენტული სისტემების მოქმედებაში.
ფუტკრის რძე ლიოფილიზირებული – ორგანიზმის მიერ ადვილად შეთვისებადი ნატურალური ფუტკრის პროდუქტი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს, მათ შორის პანტოთენის, ფოლის მჟავები, რომლებიც აძლიერებენ ნივთიერებათა ცვლას და გააჩნიათ ძლიერი სისხლმბადი მოქმედება.
დიმეთილამინოეთანოლის ბიტარტრატი ზრდის აცეტილქოლინის გამომუშავებას, სწავლის უნარს, აუმჯობესებს მეხსიერებას (ან ამცირებს მის დაკარგვას ხანდაზმულებში). გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ცილების სინთეზის რეგულაციაში, ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, უჯრედულ და სუბუჯრედულ ფუნქციას; საჭიროა ახალი უჯრედების ზრდისათვის, ანელებს დაბერების პროცესს.
ვიტამინი B1  არის უჯრედული ენერგეტიკი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკურ მოქმედებას, ასევე აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმს. თიამინი მონაწილეობს რიგი ფერმენტების კოფერმენტების ფორმირებაში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში. თიამინის ნაკლებობა იწვევს ბერი-ბერის (სპეციფიკური პოლინევრიტი) და ვერნიკეს (პოლინევროტული ფსიქოზი) სინდრომის განვითარებას.
ვიტამინი B2  წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვან კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში,  მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის კანის ქსოვილების), უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.
ვიტამინი B5  შედის კოფერმენტ  A-ს შემადგენლობაში (არაცილოვანი წარმოშობის ორგანული ნაერთი, რომელიც საჭიროა ფერმენტების აქტივობის გამოვლენისათვის). მნიშვნელოვან როლს თამაშობს აცეტილირების და ჟანგვის პროცესებისათვის. მონაწილეობს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში და აცეტილქოლინის სინთეზში.
ვიტამინი B6 ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, აძლიერებს ნერვულ სისტემას, არის ანტიდეპრესანტი.
ვიტამინი B9 აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, სისხლმბადი ფუნქციისათვის და ემბრიოგენეზისათვის, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში.
ვიტამინი B10   ახდენს კუჭნაწლავის ფლორის გააქტიურებას, რაც იწვევს ფოლიუმის მჟავას გამომუშავებას, რომელიც, თავის მხრივ, ახდენს პანტოთენის მჟავას დიდი რაოდენობით წარმოქმნას. მონაწილეობს ცილის შეთვისების პროცესში, და ასევე სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში, რომლებიც უჯრედებს ჟანგბადს მიაწოდებენ.
ვიტამინი B12 – გააჩნია იმუნომოდულირებელი, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტისკლეროზული მოქმედება, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, ნერვული ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, ზრდის მადას. ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, ახდენს დადებით გავლენას ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, სისხლის შედედების პროცესების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლის პროცესების გააქტიურებაზე.
ვიტამინი D3 ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავებში, ასტიმულირებს კალციუმის დამაკავშირებელი ცილების სინთეზს, ახდენს კალციუმის რეაბსორბციის გაზრდას თირკმლის სადინარებში. ვიტამინი D3  ააქტიურებს ძვლის ქსოვილის რემოდელირების პროცესს I ტიპის კოლაგენის და მატრიცის ცილების სინთეზის გაზრდის გზით, ოსტეობლასტების სინთეზის აქტივაციის მეშვეობით. მოქმედებს ფარისებრი, პარაფარისებრი, სასქესო ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობაზე და უზრუნველყოფს ხერხემლის ძვლების კალციფიკაციას.
ვიტამინი E – ანტიოქსიდური ნივთიერებაა, იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან და დაბერებისაგან, აფერხებს  თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუნთოვან მოქმედებას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას, მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, სისხლძარღვების გლუვი მუსკულატურის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფორმირებაში.
ვიტამინი PP შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედოვანი სუნთქვის პროცესებში და ცილოვან ცვლაში და არეგულირებენ უმაღლეს ნერვულ მოქმედებას და საჭმლის მონელების ორგანოების ფუნქციებს.
ვიტამინი H  შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებენ ამინომჟავების და ცხიმოვანი მჟავების ცვლას.
რკინა – მიკროელემენტია, რომელიც ერითროპოეზს არეგულირებს. შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის, სხვადასხვა ფერმენტის შემადგენლობაში; შექცევადად ახდნეს ჟანგბადის დაკავშირებას და მონაწილეობს რიგ ჟანგვა-აღდგენით რეაქციაში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლმბად პროცესებში. რკინის მარილების სახით გამოყენებისას, ხდება ორგანიზმში მისი დეფიციტის სწრაფი შევსება.
კალციუმი არის შეუცვლელი საკვების მაკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედების უზრუნველსაყოფად. კალციუმი (ფოსფორთან ერთად) შეადგენს ძვლოვანი ქსოვილის საყრდენს, ააქტიურებს რიგი მნიშვნელოვანი ფერმენტის მოქმედებას, მონაწილეობს ორგანიზმში იონური წონასწორობის შენარჩუნებაში, გავლენას ახდენს პროცესებზე, რომლებიც ხდება ნერვ-კუნთოვან და გულსისხლძრღვთა სისტემებში.
ფოსფორი – უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც შედის ცილების, ნუკლეინის მჟავების, ძვლოვანი ქსოვილების შემადგენლობაში. ფოსფორის ნაერთები მონაწილეობენ ენერგიის ცვლაში (ადენოზინ ტრიფოსფოროვანი მჟავა და კრეატინ-ფოსფატი წარმოადგენს ენერგიის აკუმულატორებს), მათ გარდაქმნასთან დაკავშირებულია კუნთოვანი და გონებრივი მოქმედება, ორგანიზმის ცხოველმოქმედების უზრუნველყოფა. ფოსფორი გავლენას ახდენს გულის და თირკმელების მოქმედებაზე.
სპილენძი ხელს უწყობს ორგანიზმში ანაბოლურ პროცესებს, მონაწილეობს ზოგიერთი ფერმენტის ფუნქციონირებაში (ციტოქრომოქსიდაზები, ტიროზინაზები და სხვა), კანის, თმის და თვალის  პიგმენტის სინთეზში, ჰემოგლობინის, ზემოქმედებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციებზე.  
კალიუმი არეგულირებს სისხლის ტუტე-მჟავიანობის ბალანსს. მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში, ააქტიურებს რიგი ფერმენტების მუშაობას, გულის კუნთოვან  მოქმედებას, დადებითად მოქმედებს კანის და თირკმელების მუშაობაზე. კალიუმს გააჩნია დაცვითი მოქმედება ნატრიუმის არასასურველი სიჭარბის გამო და ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზაციას.
მანგანუმი აუცილებელია ცხიმის ნორმალური მეტაბოლიზმისათვის, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილების ფორმირებისთვის, ქოლესტერინის და ნუკლეოტიდების (დნმ) სინთეზისთვის.
თუთია არის ადამიანის ორგანიზმში 80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენელი ნაწილი, იგი აუცილებელია ერითროციტების და სისხლის სხვა კორპუსკულური ელემენტის წარმოსაქმნელად. მონაწილეობს მხედველობის პროცესის ფოტოქიმიურ რეაქციებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებაში.
ჟენშენის კონცენტრირებული ექსტრაქტი – ბუნებრივი კომპონენტია, რომელსაც გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
მტვერი - ბუნებრივი კომპონენტია, რომელიც შეიცავს ცილებს, თავისუფალი ამინომჟავების სრულ ნაკრებს, ვიტამინებს და ასევე სხვადასხვა ჰორმონების მსგავს ნივთიერებებს.
სოიოს ლეციტინი 45% - ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანი ფოსფოლიპიდური კომპლექსი. აჩქარებს ჟანგვით პროცესებს, უზრუნველყოფს ცილების ნორმალურ ცვლას, აუმჯობესებს ტვინის და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ტოქსიკური ნუვთიერებების ზემოქმედების მიმართ, ასტიმულირერბს ნაღველის გამოყოფას და ერითროციტების და ჰემოგლობინის წარმოქმნას.
L-ლიზინის ჰიდროქლორიდი – ამინომჟავა, რომელიც აუცილებელია ქსოვილების ზრდისათვის, აღდგენისათვის, ანტისხეულების, ჰორმონების და ფერმენტის წარმოქმნისათვის.

გამოყენების ჩვენებები
-    ჰიპო- და ავიტამინოზების, მინერალების უკმარისობის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
-    გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, მათ შორის პოსტოპერაციული პერიოდი;
-    მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის მოშლა;
-    სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
-    მამაკაცთა პოტენციის დაქვეითება ასთენიური მდგომარეობების ფონზე
-    კლიმაქტერიული პერიოდი;
-    სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;
-    სქესობრივი მომწიფების პერიოდი;
-    იმ პირთათვის, რომლებიც მკაცრ დიეტას იცავენ;
-    ნევროზების, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალისა და კანის დაავადებების, თმის ცვენის და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს.

უკუჩვენებები
-    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
-    ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
-    12 წლამდე ასაკის ბავშვები.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტებზე.

მიღების წესი და დოზირება

როტავიტ როიალს იღებენ პერორალურად - 1 კაფსულა დღეში ან დღეგამოშვებით საუზმისას ან საუზმის შემდეგ 2-3 კვირის განმავლობაში.

ჭარბი დოზა
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა მიმართოს ექიმს.
მკურნალობა: საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ანტაციდურ პრეპარატებთან კომბინაციისას, რომელთა შემადგენლობაში შედის ალუმინი, კალციუმი, მაგნიუმი, და ასევე ქოლესტირამინი, ხდება პრეპარატ როტავიტ როიალის შემადგენლობაში შემავალი რკინის აბსორბციის შემცირება.
თიაზიდურ დიურეზულებთან კომბინაციისას, იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი.
როტავიტ როიალი აძლიერებს აანალეფსიურების (კოფეინი, ქაფური და სხვა) მოქმედებას და არის ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალებების, მათ შორის ბარბიტურატების, ტრანკვილიზატორების, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ანტაგონისტი.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატ როტავიტ როიალის მიღებისას, ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინების მიღება.
ალერგიული რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.   

გამოშვების ფორმა:
რბილი ჟელატინის კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერში. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს +25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
როტავი როიალი არის პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი
კომპანიის „როტაფარმ“, დიდი ბრიტანეთი
(„ROTAPHARM“, Great Britain)

დამზადებულია
კომპანიის „სედიკო ფარმასიუტიკალ კო“ - ს მიერ, პირველი სამრეწველო ზონა, სიქს ოვ ოქტობერ სიტი, ეგვიპტე.
(„SEDICO Pharmaceutical Co.“, First Industrial Zone, 6 th of October City, Egypt)

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები