ოქსოლინის 0.25% 10გ მალ (თბ)

3043
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი გამოყენების პრეპარატები ჯენერიკიOxolinum * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ოქსოლინი

LLL

სავაჭრო დასახელება: ოქსოლინი

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: - oxolinum

წამლის ფორმა: მალამო

შემადგენლობა (1გ):

აქტიური ნივთიერება - ოქსოლინი (დიოქსოტეტრაჰიდროქსიტეტრაჰიდრონაფტალინი) 2,5მგ

არააქტიური ნივთიერებები: ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, სამედიცინო ვაზელინი

ათქ კოდი:  D06BB

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული დერმატოლოგიური საშუალებები, ანტივირუსული საშუალებები

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ოქსოლინს გააჩნია გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედება ახდენს უჯრედული მემბრანების ზედაპირთან ვირუსის შეკავშირების ბლოკირებას და ხელს უშლის უჯრედებში ვირუსის რეპროდუქციას.

ფარმაკოკინეტიკა

ლორწოვან გარსზე დატანისას შეიწოვება პრეპარატის დაახლოებით 20%. ორგანიზმში არ აკუმულირდება და გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით დღე-ღამის განმავლობაში.

გამოყენების ჩვენებები:  გრიპის პროფილაქტიკა, ვირუსული რინიტების მკურნალობა.

უკუჩვენება: მალამოს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისას, ლაქტაციიის პერიოდში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება: მალამო ადგილობრივი გამოყენებისათვის.

გრიპის პროფილაქტიკისათვის- მალამო დღეში 2-3-ჯერ დაიტანება ცხვირის ლორწოვან გარსზე გრიპის ეპიდაფეთქების და მაქსიმალური გავრცელების პერიოდში (ყოველდღიურად 25 დღის განმავლობაში) ან გრიპით დაავადებულთან კონტაქტისას.

ვირუსული რინიტის მკურნალობა - მალამო 2-3-ჯერ დღეში დაიტანება ცხვირის ლორწოვანზე 3-4 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ცხვირის ლორწოვანი გარსის წვის შეგრძნება, რინორეა. იშვიათად შესაძლებელია  ცხვირის ლორწოვანი გარსის გალურჯება.

დოზის გადაჭარბება: დღემდე არ არის აღწერილი დოზის გადაჭარბების შემთხვევები.

სიფრთხილის ზომები: სიფრთხილით გამოიყენება ორსულებში, ლაქტაციიის პერიოდში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ლაქტაციის და ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის შესაძლო სარგებელი აჭარბებს ნაყოფისა და ბავშვისათვის პოტენციურ რისკს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის გამოვლენილი სხვა წამლებთან შეუთავსებლობის შემთხვევები.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე: ოქსოლინის მალამოს გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა: 10გ მალამო ალუმინის ტუბში, რომელიც თავის მხრივ მოთავსებულია მუყაოს კოლოფში  გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: ინახება 8-15OC ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს „ოფიცინა“ (საქართველო)

მსგავსი პროდუქტები