ბეტადერმი 15გ მალამო

34166
-28%
მარაგშია
17.69 
12.65 
დანაზოგი: 5.04 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგლუკოკორტიკოსტეროიდები ჯენერიკიBetamethasonum+gentamicynum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
17.69 
12.65 
დანაზოგი: 5.04 ₾ (28%)

ბეტადერმი / BETADERM


  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): betamethasone, gentamicine
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით
  • მწარმოებელი კომპანია: ვალეანტი (VALEANT (JELFA))
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: 15გ მალამო ტუბში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ათქ კლასიფიკაციის კოდი
D07CC01

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მალამო: ტუბში 15 გ
1 გ  შეიცავს 
ბეტამეტაზონი (დიპროპიონატის სახით) . . . . . . . 0.5 მგ
გენტამიცინი (სულფატის სახით) . . . . . . . … . . . 1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, ლანოლინის სპირტი, ცეტოსტეარილის სპირტი, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი, ბუტილჰიდროქსიანიზოლი, თეთრი ვაზელინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტადერმის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ავლენენ კომბინირებულ მოქმედებას კანის ანთებითი ცვლილებების მკურნალობისას, რომლებიც მიმდინარეობს ჭარბი კერატოზით, ალერგიული ნიშნებით, დამატებით გართულებული ბაქტერიული ინფექციით.
ბეტამეტაზონის დიპროპიონატი: ჰიდროკორტიზონ ფტორის სინთეზური წარმოებულია. ადვილად აღწევს კანში და ავლენს ანთების, ქავილის, ალერგიის საწინააღმდეგო ძლიერ მოქმედებას. თრგუნავს ანთებითი პროცესის განვითარების მიზეზებს, ხელს უშლის ჰისტამინის გამოთავისუფლებასა და ალერგიის ადგილობრივი სიმპტომების გამოვლენას. სისხლძარღვების შემავიწროვებელი ადგილობრივი მოქმედების გამო ამცირებს ექსუდაციურ რეაქციებს. ბეტამეტაზონის დიპროპიონატი კანში არ ბიოტრანსფორმირდება. კანიდან ორგანიზმში შეღწევის შემდეგ ღვიძლში მეტაბოლიზდება და გამოიყოფა, ძირითადად, შარდთან და ნაკლები რაოდენობით ნაღვლის წვენთან ერთად. კანიდან ბეტამეტაზონის დიპროპიონატის შეწოვა იზრდება ნაკეცების არეში ნაზ კანზე გამოყენებისას, დაზიანებული ეპიდერმისის მქონე კანზე ან ანთებითი პროცესით დაზიანებულ კანზე გამოყენებისას. გარდა ამისა, შეწოვა იზრდება სამკურნალო საშუალების ხშირად ან კანის მნიშვნელოვან ზედაპირზე გამოყენებისას. ბეტამეტაზონის დიპროპიონატის კანიდან შეწოვა უმცროსი ასაკის პირებში გამოხატულია უფრო ძლიერად, ვიდრე მოზრდილებში.
გენტამიცინის სულფატი: განეკუთვნება მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს. ანტიბაქტერიულ მოქმედებას ავლენს გრამუარყოფითი და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. მალამოს სახით მისი გამოყენების ჩვენებებია მეორეული ინფექციები კანის დაავადებების დროს, თუ ინფიცირება გამოწვეულია გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით, ასევე ამგვარ ინფექციაზე ეჭვისას. გენტამიცინის სულფატი დაუზიანებელ კანზე ადგილობრივად გამოყენების შემდეგ არ აბსორბირდება, მაგრამ ტრამვით, დამწვრობით და დაჟეჟილობით დაზიანებულ კანზე გამოყენების შემდეგ შეიძლება სისტემურ აბსორბციას დაექვემდებაროს.
გენტამიცინის სულფატი არ ბიოტრანსფორმირდება ორგანიზმში და გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.

ჩვენებები
ბეტადერმი გამოიყენება ადგილობრივად კანის მშრალი, ანთებითი მდგომარეობების (დერმატოზების) დროს, განსაკუთრებით ალერგიული დასაწყისით, რომლებიც გართულებულია განმეორებითი ბაქტერიული ინფექციით და მიმდინარეობს ჭარბი კერატოზით, ქავილით ან ძლიერი ალერგიული რეაქციებით, ძირითადად შემდეგი მდგომარეობების დროს: ატიპიური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, მარტივი ქრონიკული სირსველი, გარქოვანებული ეგზემა, ფსორიაზი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, წითელი მგლურას კანის ფორმა, პოლიმორფული ერითემა.

დოზების რეჟიმი
გამოიყენება ადგილობრივად, მცირე რაოდენობით მალამო წაისმევა კანის დაზიანებულ ზედაპირზე დღეში 1-2-ჯერ. მალამოს გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ არ შეიძლება.
თუ ძალიან აუცილებელია ნახვევის დადება, მაშინ უნდა მოხდეს ჰაერის გამტარი ნახვევის გაკეთება, რომლის დროსაც არ შეიძლება მჭიდრო, ცელოფნის ნახვევის გამოყენება. შესვენების გარეშე მკურნალობის 2 კვირაზე ხანგრძლივად ჩატარება არ შეიძლება. ერთი კვირის განმავლობაში 45 გ-ზე მეტი მალამოს გამოყენება არ არის. რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები
პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა გვერდითი ეფექტის შესახებ, რომელიც განვითარდა სამკურნალო საშუალების გამოყენებისას.
ექიმის მიერ რეკომენდებულზე ხანგრძლივად პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, ვინაიდან სხეულის ფართო ზედაპირზე ხანგრძლივად ხმარებისას იზრდება მისი შეწოვა და ისეთი გვერდითი მოქმედებების გამოვლენის სიხშირე, როგორიცაა შეშუპება, ჰიპერტენზია, სისხლში გლუკოზის შემცველობის მომატება, ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება.
მალამოს გამოყენების ადგილას ინფექციის გაძლიერების შემთხვევაში ექიმს შეუძლია მიკრობებისა და სოკოს საწინააღმდეგო დამატებითი მკურნალობის გამოყენება.
საჭიროა რეკომენდაციის გათვალისწინება იმის თაობაზე, რომ სახის კანზე პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება გვერდითი ეფექტების გამოვლენის საშიშროების გამო, როგორიცაა მცირე სისხლძარღვების ხანგრძლივად გაფართოება, ტუჩების არეში კანქვეშა უჯრედისის ატროფია ხანმოკლე გამოყენების შემთხვევაშიც კი.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოსტეროიდების, გენტამიცინის ან მალამოს ფუძის შემადგენელთა მიმართ. კანის ვირუსული, სოკოვანი ან ტუბერკულოზური დაავადებები, კანის ახალწარმონაქმნები, ვარდისფერი და საყმაწვილო ფერიმჭამელები, ჩუტყვავილა, ფლებიტები და ტროპიკული წყლულები. გამოყენება არ შეიძლება კანის ფართო მონაკვეთის დაზიანებისას, განსაკუთრებით რომლებიც მიმდინარეობს კანის მთლიანობის დაზიანებით, მაგალითად დამწვრობებისას. არ შეიძლება ხანგრძლივად გამოყენება ბაქტერიების განვითარებადი რეზისტენტობის გამო. სახის კანზე გამოყენება არ შეიძლება. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატს არ იყენებენ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატ ბეტადერმის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

გასაკუთრებული მითითებები
მალამოს კანზე წასმის შემდეგ არ შეიძლება ცელოფნის ნახვევის დადება, რომელიც ხელს შეუწყობს კანის სინოტივისა და ტემპერატურის მომატებას.
სიფრთხილით გამოიყენება კანქვეშა უჯრედისის უკვე არსებული ატროფიული მდგომარეობებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარზე: პრეპარატი არ ზღუდავს ფსიქიკურ შრომისუნარიანობას, სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარს

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრების გაკეთება არ შეიძლება. მკურნალობის დროს ასევე არ შეიძლება სხვა სახეობის იმუნიზაციის ჩატარება.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, გაყინვა დაუშვებელია.

ვარგისიანობის ვადა -3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები