ვიპროსალი B მალამო 30გ ტუბ

3525
მარაგშია
19.51 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ანტითრომბოზული და სხვა პრეპ. ჯენერიკიViprosalumB გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
19.51 
1.სახელწოდება

ვიპროსალი B®

 2.მწარმოებელი

 სს „ტალინის ფარმაცევტული ქარხანა“, ტონდის ქ. 33, 11316 ტალინი, ესტონეთი

3.აღწერა

თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო ელფერის მალამო ქაფურის და სკიპიდარის სუნით

 4.გამოყენების ჩვენებები

გარეგანი გამოყენების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატული ტკივილების, ნევრალგიის, რადიკულიტის და დაავადებებისას, თანმხლები ტკივილის სინდრომით.

 5.მოქმედი ნივთიერება (INN)

0,05 საერთაშორისო ერთეულ  ჩვეულებრივი გველგესლას მშრალ შხამს, 30 მგ რაცემულ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს, 10 მგ სალიცილის მჟავას;

6.შემადგენლობა

0,05 საერთაშორისო ერთეულ  ჩვეულებრივი გველგესლას მშრალ შხამს, 30 მგ რაცემულ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს, 10 მგ სალიცილის მჟავას;                              

 დამხმარე ნივთიერებები:  - ვაზელინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მყარი პარაფინი, 

 ნატრიუმის ცეტილსტეარილსულფატი, გლიცეროლი, ნატრიუმის   ქლორიდი და    

 გასუფთავებული წყალი.

 7.მიღების წესი, კურსის ხანგრძლივობა და დოზირება  

გამოყენების წესი და დოზირება

მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.

მოზრდილები

მტკივნეულ უბანზე დაიტანება მცირე პორციებით 5-10 გ (1-2 ჩაის კოვზი) მალამო და შეიზილება კანში 1-2 ჯერ დღეში ტკივილის ინტენსივობის მიხედვით, ტკივილის სინდრომის გაქრობამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და ხარისხზე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ხანდაზმული ადამიანები საჭიროებენ სხვა დოზირებას.

ბავშვები და მოზარდები

არ არის რეკომენდებული გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში, ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

 8.ფარმაკოდინამიკა

9.ფარმაკოლოგიური მოქმედება

მალამოს ძირითად მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ჩვეულებრივი გველგესლას შხამი (Vიპერა ბერუს ბერუს L.), რომელიც შეიცავს ფოსფოლიპაზას, ფოსფოდიესთერაზას, ჰიალურონიდაზას და სხვა აქტიურ ნივთიერებებს. გველგესლას შხამი შეიცავს ასევე სპეციფიური მოქმედების პეპტიდებს, რომლებიც არის ჰემოლიზის მიზეზი, ზრდიან კაპილარების განვლადობას, გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე. ადგილობრივი გამოყენებისას გველგესლას შხამი ახდენს გამაღიზიანებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, რეზორბციის დროს ააქტიურებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს.

მალამო შეიცავს ასევე ნივთიერებებს (ქაფური, სკიპიდარი და სალიცილის მჟავა) რომლებიც აღიზიანებენ მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს და ამიტომ ახდენს ადგილობრივად გამაღიზიანებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. კანის ადგილობრივი გაღიზიანება წარმოადგენს სისხლმომარაგების ცვლილების და შინაგანი ორგანოების ტროფიკის შერჩევითი გაუმჯობესების მიზეზს, რომლებიც ინერვირდებიან ზურგის ტვინის იგივე სეგმენტებით. დამატებითი გაღიზიანება იწვევს ანტინოციცეპტური სისტემის დამატებით აქტივაციას ზურგის ტვინის შესაბამის სეგმენტში, რომელიც ხელს უშლის პირველადი ტკივილის იმპულსებს მიაღწიონ თავის ტვინის ქერქამდე და ხელს უშლის ტკივილის აღქმას. ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებასთან ერთად ქაფურს, სალიცილის მჟავას და სკიპიდარს გააჩნიათ ასევე ანტისეპტიური მოქმედება, ხოლო სალიცილის მჟავას ასევე კერატოლიზური მოქმედებაც

10. ფარმაკოკინეტიკა

მალამო სწრაფად შეიწოვება და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩნდება წვის შეგრძნება, კანის მსუბუქი შეწითლება და სითბოს შეგრძნება. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება იწყება 20-30 წუთის შემდეგ და გრძელდება 1,5-2 საათი.

11.უკუჩვენებები

მალამოს აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა,

წყლულები და კანის სხვა დაავადებები,

ფილტვების მწვავე ტუბერკულოზი,

თავის ტვინის და კორონარული (გულის) სისხლის მიმოქცევის დარღვევები,

ანგიოსპაზმების  მიმართ მიდრეკილება (სისხლძარღვთა სპაზმები),

თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები,

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

12.ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი.

ლორწოვან გარსებზე შემთხვევით მოხვედრისას მალამო იწვევს ძლიერ გაღიზიანებას.

არასწორი გამოყენება

მალამოს შემთხვევით გადაყლაპვის დროს შესაძლოა გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ სიპტომები, როგორიცაა ღებინება და დიარეა. მკურნალობა სიპტომურია.

მალამოს დიდი რაოდენობით  შემთხვევით გადაყლაპვის დროს შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე მოწამვლის სიპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლისა და თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება /  გაწითლება,  კრუნჩხვები, სუნთქვის გაჩერება  და კომა.

მძიმე გასტროინტესტინალური ან ნევროლოგიური სიმპტომებით მიმდინარე მოწამვლის დროს პაციენტებზე ხდება დაკვირვება და უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა. დაუშვებელია ღებინების გამოწვევა.

 13.პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ამ პრეპარატის ორსულებში გამოყენების შესახებ. თუ   თქვენ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი მონაცემების არ არსებობის გამო მალამო არ გამოიყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

 14.გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ასევე ამ  სამკურნალო საშუალებამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგარამ ყველასთან არ ვლინდება.

მალამოს კომპონენტების მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გაჩნდეს   

ქავილი, შეშუპება ან ჭინჭრის ციება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის  შეწყვეტა და მალამოს ჩამობანვა კანიდან. ჩამოთვლილი ნიშნები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა წინასწარ დაიტანოს კანზე მალამოს მცირე რაოდენობა პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის გამოსარკვევად.

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, ასევე ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენისას რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 15.განსაკუთრებული მითითებები

მალამო განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

მალამო არ უნდა დაიტანოთ დაზიანებულ კანზე. ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად უნდა დააკვირდეთ, რომ მალამო არ მოხვდეს თვალებში ან ლორწოვან გარსებში.

მალამო, დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქცია (მათ შორის კონტაქტური დერმატიტი).

ბავშვები და მოზარდები

არ არის რეკომენდებული გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში, ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 16.გამოშვების ფორმა

30 გ და 50 გ  გ მალამო ალუმინის ტუბში.

1 ტუბი, მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

17. შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 250 0C ტემპერატურაზე.

არ შეინახოთ მაცივარში ან საყინულეში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 18.ვარგისიანობის ვადა

3 წელი

 19.აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტების ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 20.წამლის ფორმა

მალამო გარეგანი გამოყენებისთვის

 იხილეთ სრულად