ინსტი მცენ.გრან.საბავშო #5პაკ

36959
მარაგშია
6.80 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები ჯენერიკიValeriana,Viola,Salix,Adhatoda,Glycyrri გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
6.80 

INSTY KIDS

სავაჭრო დასახელება: ინსტი საბავშვო

სამკურნალო ფორმა: გრანულები

ინსტის მცენარეული გრანულები წარმოადგენენ კარგად შერჩეული მცენარეების ოპტიმალურ დაბალანსებულ შემადგენლობას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი, და შეგუბების საწინააღმდეგო მოქმედებით.

საერთო ჯამში მათ გააჩნიათ ფართო სპექტრის სნტიმიკრობული მოქმედება და დადასტურებულია მათი ეფექტურობა ისეთი ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა გრიპი.

ინსტი საბავშვო გრანულები ადვილად იხსნებიან წყალში.

ინსტი საბავშვო - ეს არის სწრაფად ხსნადი გრანულები უნივერსალური მოქმედებით სხვადასხვა ეთიოლოგიის ხველისას, გაციებისას, გრიპისას, ტემპერატურის მომატებისას, თავისა და ფიზიკური ტკივილებისას.

ინსტი საბავშვო - ეს არის პრეპარატი სასიამოვნო გემოთი, რომელიც შეიცავს სუფტა სამკურნალო მცენარეების ექატრაქტებს და არ შეიცავს რაიმე სახის სინთეთიკურ და ქიმიურ ნივთიერებებს.

ინსტი საბავშვო - არ იწვევს ძილიანობას, არ ახასიათებს მიჩვევის ეფექტი და უსაფრთხოდ შესაძლებელიაქ მისი გამოყენება უფეოსებში და ბავშვებში.

ინსტი საბავშვოს შემადგენლობა:

კომპონენტი

რაოდენობა

Salix alba

468 მგ

Adhadota vasica

188 მგ

Glycyrrhiza glabra

344 მგ

Viola odorata

62 მგ

Valeriana officinalis

63 მგ

Foeniculum vulgare

47 მგ

Eucalyptus globulus

22 მგ

Thea sinensis (ჩინური  ჩაის ფოთლები)

78 მგ

ინსტი საბავშვოს შემადგენელი კომპონენტების განსაკუთრებული თვისებები:

Salix alba

თეთრი ტირიფის ფესვი შეიცავს სალიცინს და გამოიყენება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ. სალიცინი აძლიერებს პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, მადეზიფინცირებელ და ანტისეპტიკურ თვისებებს.

Adhadota vasica

შეიცავს მწარე არააორთქლებად ვაზილინის ალკალოიდს, რომელიც უზრუნველყოფს ინსტის ანტისეპტიკურ თვისებებს და გააჩნია არაჩვეულებრივი ამოსახველებელი მოქმედება.

Glycyrrhiza glabra

ახდენს დამარბილებელ და ამოსახველებელ მოქმედებას ტრაქეალური ლორწოვანი სეკრეციის სტიმულირების შედეგად.

Viola odorata

არის ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალება.

Valeriana officinalis

არის დამამშვიდებელი საშუალება და ხელს უწყობს თავის ტკივილის, ხველის, კანკალის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

Foenuculum vulgare

ეფექტურია სასუნთქი გზების დაავადებისას, ნაწილობრივ ასთმისა და ბრონქიტისას.

Eucalyptus globules

ეხმარება თავისი ანტისეპტიკური და ამოსახველებელებელი მოქმედებით.

Thea sinensis ( ჩინური ჩაის ფოთლები)

ეხმარება თავისი ანტისეპტიკური და ამოსახველებელი მოქმედებით.

გამოყენების ჩვენებები:

  • ყელის გაღიზიანება
  • ხველა
  • გრიპი
  • ცხვირის შეგუბება
  • ცხელება
  • გაციება
  • თავისა და ფიზიკური ტკივილები

გამოყენების ინსტრუქცია

პაკეტი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.

დოზირება:

10 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.

10 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში

ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:

გრანულები შეიცავენ საქაროზას, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დიაბეტით.

დაავადებული პაციენტებისათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.

გვერდითი ეფექტები:

ალერგიული რეაქციები მოსალოდნელია პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ ალერგია ინსტის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ჭარბი დოზირება:

არ არის ცნობილი.

გამოშვების ფორმა:

პაკეტები შეიცავენ 3,5 გრ; ყოველი მუყაოს კოლოფი შეიცავს 5/10 პაკეტს.

შენახვის ვადა:

3 წელი გამოშვების თარიღიდან.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტულ იპროდუქტი სჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მოარიდეთ ბავშვებს.

მწარმოებელი.

Herbion International Inc.

 

 

მსგავსი პროდუქტები