ბე-ვი-კომი 2მლ ი/ვ,ი/მ #5ა

37426
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიVitaminum B1,B2,B6,PP,Panthenolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
ბე ვი კომი
Be Vi Com


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ვიტამინური კომლექსი

შემადგენლობა:

ყოველი ამპულა შეიცავს შემდეგ ვიტამინებს:
B1 (თიამინის მონოჰიდრატი)-----------10მგ.
B2 (რიბოფლავინი)-----------------------5,47მგ.
B3 (ნიკომინამიტი)----------------------------40მგ.
B5 (D-პანთენოლი)-------------------------------6მგ.
B6 (პიროდოქსინის ჰიდროქლორიდი)—4მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ყოველი ამპულა უზრუნველყოფს ერთდოზიან ინექციაში ხელმისაწვდომ B-კომპლექსში შემავალი ვიტამინების მაღალ კონცენტრაციებს

ჩვენებები:

ბე ვი კომი შექმნილია ისეთი პაციენტებისათვის, რომლებიც  საჟიროებენ ძლიერ და სწრაფად მოქმედ ვიტამინებს.
ბე ვი კომი ნაჩვენებია ისეთი მდგომარეობებისას, რომლის დროსაც მომატებულია მოთხოვნილება წყალში ხსნად B-კომპლექსის ვიტამინებზე. ასეთი მდგომარეობებია ორსულობა და ლაქტაცია, ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, როგორიცაა ბერი-ბერი, სებორეული ეგზემა, გლოსიტი, სტომატიტი, მადის დაქვეითება და კუჭ-ნაწლავური დარღვევები, რომლებიც აფერხებენ წყალში ხსნადი ვიტამინების შეთვისებას ან შეწოვას. გარდა ამისა, სასარგებლოა პაციენტებში კვების მართვისას მნიშვნელოვანი ოპერაციების შემდგომ გახანგრძლივებული გამოჯანმრთელენის პერიოდში. ნაჩვენებია სტრესული მდგომარეობებისას, ანტიბიოტიკებითა და დიურეზულებით ხანგრძლივი მკურნალობისას, ოპერაციამდელ და ოპერაციის შემდგომ პერიოდში, დიაბეტის დროს, ისეთი დაავადებებისას, რომელთა შედეგადაც აღინიშნება ორგანიზმის დასუსტება, მაღალი კატაბოლური დანაკარგის დროს, როგორიცაა მოტეხილობები, მწვავე ინფექციები და დამწვრობები და ზოგიერთი ფიზიოლოგიური დარღვევების დროს.

სიფრთხილის ზომები:

ბე ვი კომი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ B-კომპლექსში შემავალი რომელიმე ვიტამინის მიმართ ალერგია.
როგორც ყველა B-კომპლექსის ვიტამინის შემთხვევაში, განმეორებითმა ინტრავენურმა და სავარაუდოდ ინტრამუსკულარულმა ინექციებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიონ ანაფილაქტოიდური რეაქციები.

დოზირება:

ზოგადად, პრეპარატის დოზა შეადგენს 1 ამპულას ყოველ დღე ან დღეგამოშვებით ან ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის მიღება ინტრამუსკულარული ან ინტრავენური წვეთოვან ინფუზიაზე დამატებით.

შეფუთვა:

2მლ ამპულა 5-ამპულიან შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით)
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 30ºC ტემპერატურამდე.

მწარმოებელი:

Amoun Parmaceutikal Co. 5AE.
ელ-უბურ სიტი, კაირო, ეგვიპტე.

მსგავსი პროდუქტები