ბარალგინი პლუსი #10ტ

37476
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით ჯენერიკიParacetamolum+Dicycloverinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

აღწერილობა: ბარალგინის ყოველი ტაბლეტი შეიცავს: დიციკლომინის ჰიდროქლორიდს ბ.ფ. 20მგ, აცეტამენოფენს ბ.ფ. 500მგ

თვისებები:
მეკ ბარალგინი პლუსი, ეს არის არანარკოტიული ანლგეტიკის – აცეტამენოფენის და გლუვ მუსკულატურაზე მოქმედი ანტისპასტიური საშუალების – დიციკლომინის ჰიდროქლორიდის კომბინაცია, რომელიც სიმპტომური თერაპიის სახით ინიშნება ნაწლავის, თირკმლის და ღვიძლის კოლიკებით, დისმენორეით გამოწვეული ტკივილებისას მუცლის არეში. დიციკლომინის ჰიდროქლორიდი, ატროპინის მოქმედების მსგავსი ანტიქოლინერგული აქტივობის და გლუვ მუსკულატურაზე პირდაპირი მომადუნებელი მოქმედების ხარჯზე, ხსნის გლუვი მუსკულატურის სპასმს. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ხდება ზღვის გოჭის იზოლირებული წვრილი ნაწლავის, ბრადიკინინით და ჰისტამინით ინდუცირებული სპაზმების, ასევე კატებში და ძაღლებში ბარიუმის ქლორიდით ინდუცირებული სპაზმების ბლოკირების შესაძლებლობის ხარჯზე.

მეკ ბარალგინ პლუსი
დიციკლომინის ჰიდროქლორიდს გუგაზე და ნერწყვის სეკრეციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ გააჩნია. რაც ახასიათებს მედიაზოლს (პირის სიმშრალე) და ატროპინს. 
მეკ ბარალგინ პლუსში შემავალი აცეტამენოფენი წარმოადგენს არანარკოტიულ ანალგეზიურ საშუალებას, რომელიც მოქმედებს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით და ამ გზით ტკივილის ზღურბლის გაზრდით. 
დიციკლომინის ჰიდროქლორიდი შიგნით მიღებისას სწრაფად აბსორბირდება და პლაზმაში აუცილებელ კონცენტრაციას აღწევს 60-90წთ-ის შემდეგ. მისი ნახევერგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 8 საათს. გამოიყოფა ძირითადად შარდით (79,5%) და მცირე რაოდენობით ფეკალურ მასებთან ერთად. აცეტამენოფენი შიგნით მიღებისას ასევე სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება. 
ცნს-ის მხრივ ნიშნებში და სიმპტომებში ერთიანდება ცნობიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, მეხსიერების ხამნოკლე დაკარკვა, ჰალუცინაციები, დიზართრია, ატაქსია, კომა, ეიფორია, განგაშის შეგრძნების დაქვეითება, სისუსტე, უძილობა, აგზნებულობა, არადექვატური ემოციური რეაქციები. ცნს-ის ეს სიმპტომები დოზის დაწევის შემდეგ ძირითადად 12-24 საათში ქრება. არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიციკლომინის ჰიდროქლორიდის ბავშვებში გამოყენებისას შეიმჩნევა სერიოზული რესპირატორული სიმპტომები: დისპეფსია, შემოკლებული სუნთქვა, გაძნელებული სუნთქვა, კოლაფსი, კუნთური ჰიპოტონია, კომა. მაგრამ არის შეტყობინება სხვა შედეგებზეც, რომ ბავშვებში დიციკლომინის გამოყენებაზე და ამ ეფექტებს შორის კავშირზე არაფერი არ გამოქვეყნებულა. 
მეკ ბარალგინ პლუსი უკუნაჩვენებია 6 თვემდე ბავშვებისათვის და მეძუძური დედებისათვის.
დიციკლომინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამდე საჭიროა დაზუსტდეს ხომ არ ჰქონდა პაციენტს ტაქიკარდია, რადგანაც დიციკლომინი ახშირებს გულისცემას.

ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან
მსგავსი ანტიქოლინერგული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება და გვერდითი ეფექტების გამოწვევა, შეუძლიათ შემდეგ პრეპარატებს: ამანტიდინს, ანტიპსიქოტროპულ აგენტს, ბენზოდიაზეპინებს, მაო-ს ინჰიბიტორებს, ნარკოტიულ ანალგეტიკებს, ნიტრატებს, ანტიდეპრესანტებს, და სხვა პრეპარატებს, რომლებსაც გააჩნიათ ანტიქოლინერგული მოქმედება. 
აწეული თვალშიდა წნევისას ანტიქოლინერგული საშუალებები არიან გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატების ანტაგონისტები. 
ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენება კორტიკოსტეროიდებთან ერთად სახიფათოა. 
ანტიქოლინერგულ პრეპარატებს შეუძლიათ იმოქმედონ საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სხვა პრეპარატების შეწოვაზე. მაგალითად დიგოქსინის შემთხვევაში ამ უკანასკნელის შეწოვა იზრდება რამოდენიმეჯერ. 
ისინი ასევე მოქმედებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის პერისტალტიკაზე.
იმასთან დაკავშირებით, რომ ანტაციდები ხელს უშლიან ანტიქოლინერგული პრეპარატების შეწოვას საჭიროა მოვერიდოთ მათ ერთობლივ მიღებას.

ორსულობა
ორსულობის დროს მეკ ბარალგინ პლუსის გამოყენება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

პედიატრიული პრაქტიკა
უკუნაჩვენებია 6 თვემდე ასკის ბავშვებისათვის.

გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტები უმნიშვნელო და იშვიათია. იშვიათად შეიმჩნევა პირის სიმშრალე, გულისრევა, შეკრულობა, გემოვნების დაკარგვა, ანორექსია, თავბრუსხვევა, ძილიანობა მხედველობის დაბინდვა, თვალშიდა წნევის აწევა, ტაქიკარდია, დისპეფსია, ოფლის გამოყოფის შემცირება, ალერგიული რეაქცია.

დოზირება
მოზრდილები 1-2 ტაბლეტი დღე-ღამეში 3-4-ჯერ
ბავშვები 6 წლამდე – 1/4 - 1/2 ტაბლეტი დღე-ღამეში 3-4-ჯერ
7 წლამდე – ½ ტაბლეტი დღე-ღამეში 3-4-ჯერ

პრეპარატი უკუნაჩვენებია 6 თვემდე ასკის ბავშვებისათვის.
შენახვა
შევინახოთ 30ºC-მდე ტემპერატურაზე.

დავიცვათ სინათლისგან

მეკ ბარალგინ პლუსი
10 ტაბლეტი, სტრიპებში