მეტრალინი(მეტრონიდაზ)0.5%100მლ

38148
მარაგშია
1.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიმიკრობული მოქმედების ანტიპროტოზოული პრეპარატები ჯენერიკიMetronidazolum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
1.50 

მეტრალინი (მეტრონიდაზოლი)0.5% 100 მლ ფლაკონი

 

 

საერთაშორისო დასახელება: METRONIDAZOLE

მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი 0.5%: ფლაკონში 100 მლ

1 მლ 1 ფლ.

მეტრონიდაზოლი .....................    5 მგ 500 მგ

დამხმარე საშუალება:

ნატრიუმის მონოჰიდროგენფოსფატი 12H2O, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი.

ელექტროლიტების შემცველობა:

ნატრიუმი.... 14 მმოლ

ქლორიდი.... 13 მმოლ

ჩვენებები:

  • ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • ცნს-ის ინფექციები (მაგ., თავის ტვინის აბსცესი, მენინგიტი);
  • სასუნთქი გზების ინფექციები (ფილტვების ნეკროზული ანთება, ფილტვების ასპირაციული აბსცესი);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მაგ., პერიტონიტი, ღვიძლის აბსცესი, ოპერაციები მსხვილ და სწორ ნაწლავზე, მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოების ჩირქოვანი დაავადებები);
  • გინეკოლოგიური ინფექციები (ენდომეტრიტი, ჰისტერექტომია, საკეისრო კვეთა, სეფსისური აბორტი, ცხელება მშობიარობის დროს);
  • ცხვირის, ყელის, ყურის, კბილების, პირის ღრუს, ყბის ინფექციები (მაგ., პლაუტ-ვინსენტას ანგინა);
  • ენდოკარდიტი;
  • ძვლების, სახსრების ინფექციები (მაგ., ოსტეომიელიტი);
  • განგრენა;
  • სეპტიცემია თრომბოფლებიტით;
  • პროფილაქტიკური გამოყენება ქირურგიული ოპერაციების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ანაერობული ინფექციის განვითარებასთან, პირველ რიგში გინეკოლოგიაში ან ოპერაციების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

მიღების წესი და დოზირება:

თუ სხვა დანიშნულება არ არსებობს, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

მოზრდილებში და მოზარდებში:

I დღე  - 6-8 საათში ერთხელ 0.5მგ მეტრონიდაზოლი (100 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარი), მაქსიმალური დოზა დღეში შეადგენს 2გ-ს.

II და შემდგომ დღეებში -  ყოველ 12 საათში ერთხელ 0.5გ, შესაბამისად 1გ დღეში. გამონაკლის შემთხვევაში, შემანარჩუნებელი დოზა მატულობს 1.5გ-მდე დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს.

ქირურგიული ოპერაციის წინ პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია უშუალოდ ოპერაციის წინ მეტრონიდაზოლის ერთჯერადი დოზა 0.5-1.0გ (არა უმეტეს 2.0გ-სა).

ბავშვებში ინიშნება ყოველ 8 საათში ერთხელ 7-10მგ/კგ-ზე, შესაბამისად დღეღამური დოზა შეადგენს 20-30მგ/კგ-ზე.

ინტრავენურად: მეტრონიდაზოლი შეჰყავთ ნელა, არა უმეტეს 100მლ 20 წუთში, მაგრამ როგორც წესი შეჰყავთ 100მლ 60 წუთში.

- დასაშვებია მისი შეყვანა იზოტონურ ხსნართან ან 5% გლუკოზასთან ერთად.

- ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია მათი ცალ-ცალკე შეყვანა.

- გახსნილი ფლაკონი არ ექვემდებარება შენახვას.. ნარჩენი უნდა განადგურდეს.

- მეტრონიდაზოლით ან მეტრონიდაზოლის შემცველი სხვა პრეპარატებით  მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.  უფრო ხანგრძლივი მკურნალობა დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში. განმეორებითი მკურნალობა იშვიათად ტარდება.

- მკურნალობის ხანგრძლივობის შეზღუდვა განპირობებულია იმით, რომ გამორიცხული არ არის ნაყოფის უჯრედის დაზიანება, ხოლო ექსპერიმენტში ადგილი აქვს ზოგიერთი სიმსივნური უჯრედების ზრდას.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლის, მასში შემავალი ინგრედიენტების ან სხვა ნიტრომიდაზოლის წარმოებულების მიმართ.

* პრეპარატის ინტრავენური გამოყენება დასაშვებია მაშინ, როდესაც აღინიშნება სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების განვითარება და სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მნიშვნელოვანია მეტრონიდაზოლის და შემდეგი პრეპარატების ურთიერთქმედება:

- აკრძალულია პრეპარატის დანიშვნა ალკოჰოლთან ერთად, ამ დროს ვითარდება ღებინება და თავბრუსხვევა.

- მეტრონიდაზოლის კომბიანაციით დისულფირამთან აღინიშნება გონების დაბინდვა.

- მეტრონიდაზოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტს, ამიტომ მათი ერთდროული დანიშვნისას საჭიროა აღნიშნული პრეპარატების დოზების შემცირება.

- მეტრონიდაზოლის მოქმედებას აქვეითებს ბარბიტურატებთან და ფენიტოინთან მისი კომბინაცია.

- ლითიუმთან კომბინაციის დროს საჭიროა სიფრთხილე, რადგან ამ დროს აღინიშნება სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება.

 - ციმეტიდინი ახანგრძლივებს მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს და ამით მატულობს მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მსგავსი პროდუქტები