ნესტლე-ნან ულაქტოზო 400გ

39160
მარაგშია
28.95 
+
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
28.95 
ბრენდი:
ნესტლე - NESTLE

ნესტლე

ნან ულაქტოზო

მშრალი ულაქტოზო ნარევი ”NAN® ულაქტოზო” ბავშვთა კვებისათვის დაბადებიდან.წონა ნეტო 400 გ.

ბავშვებისთვის დიარეით და ლაქტოზის აუტანლობით.

მშრალი ნარევი დაბადებიდან. კვება სპეციალური სამედიცინო მიზნებისთვის.

არ შეიცავს ლაქტოზას,  ლაქტობაქტერიებით L.reuteri, ნუკლეოტიდები, ჭკვიანი ლიპიდები DHA-ARA

მნიშვნელოვანი შენიშვნა! ყურადღება! ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის უპირატესობა ენიჭება ძუძუთი კვებას. ჩვილისათვისი დეალურ საკვებს წარმოადგენს დედის რძე. ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს. სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით საბავშვო ნარევის გამოყენებით, რჩევისათვის მიმართეთ მედიცინის მუშაკს.

ინგრედიენტები: გლუკოზის სიროფი, მცენარეული ზეთები (პალმის ოლეინი, დაბალერუკული რაფსის ზეთი, ქოქოსის, მზესუმზირის, ზეთი კრიპტოკოდინიუმ კოხნიადან, მორტიერელა ალპინადან), რძის შრატის ცილები, კაზეინი, მალტოდექსტრინი, კალციუმის ციტრატი, სოიოს ლეციტინი,  მჟავიანობის რეგულატორი (ლიმონმჟავა), კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ჰიდროქლორიდი,   კალიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ფოსფატი, კალციუმის ფოსფატი, კალიუმის ფოსფატი, ვიტამინები (ნატრიუმის L-ასკორბატი (C), ნიაცინი (PP), კალციუმის D-პანთოტენატი (B5), DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (E), რეტინოლის აცეტატი (A), თიამინის მონონიტრატი (B1), რიბოფლავინი (B2), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6),  ფოლიუმის მჟავა (B9), ქოლეკალციფეროლი (D3), ფიტომენადიონი (K), ციანკობალამინი (B12), D-ბიოტინი), ქოლინი, ლაქტობაქტერიების კულტურა L.Reuteri  (არანაკლებ 106კწე/გ), ინოზიტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი,  ტაურინი, რკინის სულფატი, თუთიის სულფატი,  L-კარნიტინი, ნუკლეოტიდები, სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი, კალიუმის იოდიდი, ნატრიუმის სელენატი. შეფუთულია მოდიფიცირებულ ატმოსფეროში აზოტით. ლაქტობაქტერიები Lactobacillus reuteri (DSM 17938) ლიცენზიით BIOGaia A.B. პატენტზე # 2435844.

კვებითი ღირებულება 100 მლ გამოყენებისათვის მზა  ნარევზე: კალორიულობა/ ენერგეტიკული ღირებულება 67/281 კკალ/კჯ;  ცხიმები  3,4გ; მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები 1,3 გ; ლინოლის მჟავა 0,55 გ (ცხ. მჟავების ჯამური რ-ბის 16,5%);  α-ლინოლენის მჟავა 67,2 მგ; არაქიდონის მჟავა (ARA) 7,4 მგ; დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) 7,4 მგ; ცილები (კაზეინი/ რძის შრატის ცილები 40/60) 1,4 გ;  ნახშირწყლები 7,8 გ; მათ შორის შაქრები 7,8 გ; მინერალური ნივთიერებები (ნაცარი) 0,35 გ; მარილი 0,055 გ; ნატრიუმი  22 მგ;  კალიუმი 79 მგ, ქლორიდები 49,4 მგ;  კალციუმი 55 მგ;  ფოსფორი 32 მგ; მაგნიუმი 6,6 მგ;  ვიტამინი A 235 მე;  ვიტამინი A 70,5 მკგ.რეტ.ექვ.;  ვიტამინი D  36 მე; ვიტამინი D 0,9 მკგ;  ვიტამინი E 1,4 მე; ვიტამინი E 0.9 მგ;  ვიტამინი K  5,0 მკგ; ვიტამინი C 11,5მგ;  ვიტამინი B1  0,07 მგ; ვიტამინი B2, 0,07 მგ; ნიაცინი PP 0,7მ გ;  ვიტამინი B6, 0,05 მგ; ფოლიუმის მჟავა 10,5 მკგ; პანტოტენის მჟავა 0,5მგ;  ვიტამინი B12 0,2, მკგ;. ბიოტინი, 1,5მკგ; ქოლინი, 6,6მგ; ინოზიტი 4,7მგ; ტაურინი 4,3მგ;  L-კარნიტინი 1,1მგ; რკინა 0,74მგ; იოდი 9,2მკგ; სპილენძი 0,05 მგ; თუთია 0,54 მგ; მანგანუმი 16,7 მკგ; სელენი 1,4 მკგ; ნუკლეოტიდები 1,98 მგ; ოსმოლარობა 165 მოსმ/ლ; საზომი კოვზი 4,39გ.

100 მლ =13,17 გ ფხვნილი (3 საზომი კოვზი)+ 90 მლ წყალი.

კვების ცხრილი

ბავშვის ასაკი

რაოდენობა ერთ კვებაზე

კვებათა რაოდენობა დღეში

ანადუღარი წყალი, მლ*

ფხვნილის საზომი კოვზების რაოდენობა**

ნარევი

საკვების სხვა სახეობები

1-2 კვირა

90

3

6

-

3-4 კვირა

120

4

5

-

1 თვე

150

5

5

-

2-3 თვე

180

6

5

-

4-5 თვე

210

7

5

-

6-8 თვე

210

7

4-3

1-2***

9 თვიდან და შემდეგ

210

7

3-2

2-3***

           


ცხრილში რეკომენდებული მოხმარებული ნარევის მოცულობები და კვებათა სიხშირე შესაძლოა ვარირებდეს ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად. რჩევისთვის მიმართეთ მედიცინის მუშაკს.

*ცოცხალი ბაქტერიების შესანარჩუნებლად, ანადუღარი წყალი უნდა გააგრილოთ დაახლოებით სხეულის ტემპერატურამდე (370) და ამის შემდეგ დაამატოთ მშრალი ფხვნილი.

**შენიშვნა: ნარევის მოსამზადებლად აუცილებელია გამოვიყენოთ თანდართული საზომი კოვზი, არა გადავსებული. ფხვნილის არასწორი რაოდენობის გახსნამ - მეტის ან ნაკლების ცხრილში მითითებულ რაოდენობასთან შეადარებით - შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გაუწყლოვანება ან კვების დარღვევა. მითითებული პროპორციების შეცვლა არ შეიძლება მედიცინის მუშაკის რჩევის გარეშე.

***ამ ასაკში ხშირად უწევენ რეკომენდაციას ფაფების, ბოსტნეულის, ხილის, ხორცისა და თევზის შეტანას ბავშვის რაციონში. ბავშვების მოთხოვნილებებში ინდივიდუალური განსხვავებების გამო მიმართეთ რჩევისათვის მედიცინის მუშაკს. თუკი თქვენმა ექიმმა გირჩიათ ახალი პროდუქტების უფრო ადრეული დაწყება, შეამცირეთ ნარევის რაოდენობა რეკომენდაციების გათვალისწინებით.

მწვავე დიარეის შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რადგანაც წყლისა და ელექტროლიტების დაკარგვა, მათი ადექვატური შევსების გარეშე, მოცემული დაავადებისას გაუწყლოვანებას იწვევს - ეს კი ბავშვის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა.

გაფრთხილება: ნარევი უნდა მომზადდეს უშუალოდ კვების წინ. ზუსტად მიჰყევით მომზადების ინსტრუქციას. კვების შემდეგ დარჩენილი გახსნილი ნარევი არ ექვემდებარება შენახვასა და შემდგომ გამოყენებას. კვების დროს აუცილებელია ხელი შევაშველოთ ბავშვს, რათა საკვები არ გადასცდეს. როდესაც ბავშვი წამოიზრდება, გადადით ფინჯნიდან კვებაზე.

მომზადების წესი: 1. სანამ შეუდგებოდეთ ბავშვის ნარევის მომზადებას, დაიბანეთ ხელები.2.გულდასმით გარეცხეთ ბოთლი, საწოვარა და სახურავი, რათა მათზე არ დარჩეს რძის კვალი.3.ადუღეთ ისინი 5 წუთის განმავლობაში. გადააფარეთ გამოყენებამდე. 4. ადუღეთ წყალი 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გააგრილეთ 370C ტემპერატურამდე. 5.კვების ცხრილის მიხედვით, ჩაასხით ანადუღარ ბოთლში თბილი წყლის ზუსტი რაოდენობა. 6. გამოიყენეთ მხოლოდ ქილაში არსებული არა გადავსებული საზომი კოვზი. 7.კვების ცხრილის მიხედვით, დაამატეთ ფხვნილის საზომი კოვზების ზუსტი რაოდენობა თქვენი ბავშვის ასაკის შესაბამისად.  8. გამოყენების შემდეგ  მოათავსეთ საზომი კოვზი შვერილზე ქილაში, როგორც ეს ნაჩვენებია ინსტრუქციაში. 9. ანჯღრიეთ ბოთლი ფხვნილის სრულ გახსნამდე. 10. ნარევის მომზადების შემდეგ ფხვნილიანი ქილა მჭიდროდ დახურეთ და შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას.

გაფრთხილება: აუდუღარი წყლისა და დაუდუღრავი ბოთლების გამოყენებამ, აგრეთვე არასწორმა შენახვამ, ტრანსპორტირებამ, მომზადებამ და კვებამ შესაძლოა იქონიოს არასასურველი შედეგი ბავშვის ჯანმრთელობისათვის.

სურსათი დამზადებულია ნედლეულისაგან, რომელიც წარმოებულია სპეციალურად შერჩეული მომწოდებლების მიერ გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტების, კონსერვანტების, საღებავებისა და არომატიზატორების გამოყენების გარეშე.

დამზადების თარიღი (MAN), უმჯობესია გამოყენებული იქნას -მდე ( EXP) და პარტიის ნომერი მითითებულია ქილის ძირზე.

გახსნამდე და გახსნის შემდეგ სურსათი შეინახეთ  არაუმეტეს 25 0C ტემპერატურისა და არაუმეტეს 75% ჰაერის ფარდობითი ტენიანობის პირობებში. ქილის შემცველობა უნდა გამოიყენოთ გახსნიდან სამი კვირის განმავლობაში, არ არის რეკომენდებული მისი შენახვა მაცივარში.

®Société des Produits Nestlé S.A. (შვეიცარია), სავაჭრო ნიშნის (ნიშნების)მფლობელი.

მწარმოებელი: Nestle Nederland b.v.( ნესტლე ნედერლანდ ბ.ვ.)Stroombaan 14 1181 VX Amstelveen, ნიდერლანდები, ფაბრიკა  Nunspeet-ში, NL-8071 , Laan, 110, ნიდერლანდები.

იმპორტიორი საქართველოში: შპს „ნესტლე საქართველო“. ჭავჭავაძის გამზ. 34, მე-8 სართ. თბილისი.

nestlebaby.ru

მსგავსი პროდუქტები