ტროქსერუტინი 300მგ #50კაფს

42704
მარაგშია
18.63 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიქრონიკული ვენოზური უკმარისობის სამკურნალო პრეპარატები ჯენერიკიTroxerutin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
18.63 

ტროქსერუტინი სოფარმა 300 მგ მყარი კაფსულები

Troxerutin Sopharma 300 mg capsules hard

ტროქსერუტინი (troxerutin)

 

ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია ამ სამკურნალო პრეპარატის მიღების დაწყებამდე, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაშია აღწერილი, ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად.

-შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

-      თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს სამკურნალო საშუალება დანიშნულია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ავნოთ მათ, დაავადების სიმპტომების მსგავსების მიუხედავად. 

- თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ სახეს, ან შენიშნავთ სხვა გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

წინამდებარე ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1. რას წარმოადგენს ტროქსერუტინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება

2. რისი ცოდნაა საჭირო ტროქსერუტინი სოფარმას გამოყენების დაწყებამდე

3. როგორ უნდა იქნას მიღებული ტროქსერუტინი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ უნდა იქნას შენახული ტროქსერუტინი სოფარმა

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1.   რას წარმოადგენს ტროქსერუტინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება

კაპილარომატონიზირებელი სამკურნალო საშუალება. ტროქსერუტინი ამაგრებს სისხლძარღვების (კაპილარების) კედელს. ინიშნება შეშუპების და ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად; ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ვარიკოზული წყლულების კომპლექსური მკურნალობის, ბუასილის სიმპტომების შესამსუბუქებლად, ასევე, დიაბეტური რეტინოპათიის კომპლექსური თერაპიის დროს.

2. რისი ცოდნაა საჭირო ტროქსერუტინი სოფარმას გამოყენების დაწყებამდე

ნუ გამოიყენებთ ტროქსერუტინ სოფარმას

-თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების  ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი ნივთიერების მიმართ.

 დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ტროქსერუტინი სოფარმას გამოყენებისას

გულის, თირკმელების ან ღვიძლის დაავადების შედეგად განვითარებული ქვედა კიდურების შეშუპების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ პრეპარატი, რადგანაც ის არაეფექტურია მათი მდგომარეობის დროს.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

გთხოვთ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს თუ იღებდით რაიმე სხვა სამკურნალო პრეპარატს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

არ არსებობს მონაცემები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ რჩევისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში.

სამი თვის შემდეგ ან ძუძუთი კვების დროს ტროქსერუტინი სოფარმას გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების შემთხვევაში.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მანქანების მართვა

არ ავლენს ზემოქმედებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მანქანების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტროქსერუტინისოფარმას შემადგენლობაში შემავალკომპონენტებზე

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.

პრეპარატის შემადგენლობაში შედის საღებავი Е 110, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

3. როგორ უნდა იქნას მიღებული ტროქსერუტინი

ყოველთვის მიიღეთ ტროქსერუტინი სოფარმა თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ  არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზრდასრულები

ქრონიკული ვენური უკმარისობა და მისი გართულებები; ბუასილის  სიმპტომატური მკურნალობა

-მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება 1 კაფსულა (300 მგ) 2-3-ჯერ დღეში. ჩვეულებრივ, დაავადების სიმპტომები ქრება 2 კვირაში. ამ დოზირების დაცვა რეკომენდებულია სიმპტომების სრულ გაქრობამდე.

-შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის რეკომენდებულია 1 კაფსულის მიღება 2-ჯერ დღეში.

დიაბეტური რეტინოპათია

რეკომენდებული დოზა შეადგენს 3-დან 5 კაფსულამდე 2-ჯერ დღეში (1800-3000 მგ/დღ).

გამოყენება ბავშვებში

სამკურნალო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის საკმარისი.

გამოყენების წესი

მიიღება შიგნით, ჭამის დროს. კაფსულები მიიღება მთლიანად, ჭიქა წყლის დაყოლებით.

თუ თქვენ მიიღეთ ტროქსერუტინი სოფარმა ჭარბი დოზით

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ რჩევისთვის თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ გამოტოვეთ ტროქსერუტინი სოფარმას მიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა, რადგანაც ამან შესაძლებელია გაზარდოს გვერდითი მოქმედების განვითარების შესაძლებლობა. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ტროქსერუტინი სოფარმამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.

ტროქსერუტინი სოფარმას კაფსულებით მკურნალობის დროს იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (მეტეორიზმი, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, დისპეპსია), გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ექხიმოზები (დიდი ზომის სისხლჩაქცევები).

ჩვეულებრივ, ეს რეაქციები ატარებენ მსუბუქ ხასიათს. მძიმე ფორმების ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

5. როგორ უნდა იქნას შენახული ტროქსერუტინი სოფარმა

ინახება ორიგინალ შეფუთვაში ტენიანობისგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 5 (ხუთი) წელი

არ გამოიყენოთ ტროქსერუტინი სოფარმა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ არის რეკომენდებული სამკურნალო პრეპარატების კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში გადაგდება. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

ტროქსერუტინი სოფარმას შემადგენლობა

- აქტიური ნივთიერება: ტროქსერუტინი (troxerutin) 300 მგ;

- დამხმარე ნივთიერებები:

კაფსულის შემადგენლობა: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი;

- კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, საღებავი ქინოლინის ყვითელი (E104), საღებავი სანსეტ ყვითელი (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171).

 

ტროქსერუტინი სოფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

მყარი, ცილინდრული, გაუმჭვირვალე ჟელატინისმაგვარი კაფსულები ყვითელი ფერის.

კაფსულის შემადგენლობა: გრანულები ან ცილინდრული მასა, რომელიც იშლება შეხებისას, ყვითელი ან მოყვითალო-მოყავისფრო ფერის.

10 (ათი) კაფსულა პვქ გარსის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 5 (ხუთი) ბლისტერი მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოყენებაზე ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

 ილიენსკოეს გზატკეცილის ქ., 16, 1220 სოფია, ბულგარეთი.

 

                                                     

მსგავსი პროდუქტები