დოლარენი 25მგ/მლ 3მლ #5ა

48457
არ არის მარაგში
4.46 
ფარმაკოლოგიური ჯგუფიარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიNatrii diclophenacum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ნატრიუმის   დიკლოფენაკი   ინექციები

შემადგენლობა:

ყოველი  მლ   შეიცავს:

დიკლოფენაკ     ნატრიუმი  25 მგ

ბენზილის  სპირტი  BP    4%   წონა/წონა

(კონსერვანტი)

საინექციო  წყალი   BP  საკმაო  რაოდენობა

მოქმედება:  

დიკლოფენაკს აქვს  ძლიერი  ანთების  საწინააღმდეგო,  ტკივილგამაყუჩებელი   და  სიცხის  დამწევი  მოქმედება. მოქმედების  მექანიზმი   მდგომარეობს   პროსტაგლანდინების   სინთეზის   პროცესში   ფერმენტ  ციკლოოქსიგენაზის   ინჰიბირებაში. პროსტაგლანდინები  ჩვეულებრივ  დაკავშირებულია   ანთებასთან. დიკლოფენაკი   არის   ნატრიუმის   ან  კალიუმის   მარილი. ნატრიუმის   მარილი   მოთავსებულია  ენტეროსოლუბიურ  (ნაწლავში  ხსნად)  გარსში,  მაქსიმალური  ბიოშეღწევადობის  მისაღწევად.

მიღების   ჩვენებები:

რევმატოიდული  ართრიტი, ოსტეოართრიტი,  მაანკილოზებელი   სპონდილიტი,  პოდაგრა,  კბილის   ტკივილი,  ოპერაციის  შემდგომი  ტკივილი,  თირკმლის  კოლიკა.

დოზირება:

ნატრიუმის  დიკლოფენაკის  ინტრავენური  ინექცია  განკუთვნილია  გადაუდებელი   გამოყენებისათვის   (ერთი  ან ორი  დღის  განმავლობაში)  დოზით  75 მგ ყოველდღიურად  ინტრამუსკულარულად,  დუნდულა  კუნთში   ღრმად   შესაყვანად.  მეორე  ინექციის  გაკეთება  შეიძლება  24  საათის  განმავლობაში   განსაკუთრებით   გადაუდებელ  შემთხვევაში   მეორე   დუნდულოში.

გაფრთხილება:

საჭიროა  სიფრთხილე  პაციენტებში  დისპეფსიით,  ან  კუჭ-ნაწლავის   სხვა  დაავადებებით,   სისხლის  შედედების  დარღვევით    და   ღვიძლის  ან  თირკმლის  სერიოზული   დაეღვევებით,  დიკლოფენაკ   ნატრიუმის  ხანგრძლივად  გამოყენებამდე,  საჭიროა  სისხლის  ანალიზის  გაკეთება.

ორსულობის  ან  ლაქტაციის  პერიოდში,  ან  ბავშვებსა  და   ჩვილებში  გამოყენებისას  უსაფრთხოების   შესახებ   მონაცემები  არ  არის. ორსულობის  და  ლაქტაციის  პერიოდში,  ასევე  ბავშვებსა  და  ჩვილებში  ნატრიუმის  დიკლოფენაკის   ინექციიების  გამოყენება  რეკომენდებული  არ  არის.

გვერდითი  მოვლენები:

შედარებით  ხშირი  გვერდითი  მოვლენებია  დიარეა,  გულისრევა,  ღებინება,  შეკრულობა,  მეტეორიზმი  და  მადის  დაკარგვა. თუ  განვითარდა   კანის   ძლიერი  რეაქცია,  დაუყოვნებლივ   გაიარეთ  კონსულტაცია  ექიმთან.

გამოშვების  ფორმა:

3 მლ  5  ამპულა  მუყაოს   კოლოფში.

შენახვის  ვადა:   2  წელი

მხოლოდ  ინტრამუსკულარული  გამოყენებისთვის.

შეინახეთ  მშრალ ,გრილ, ბნელ  ადგილას.

შეინახეთ  ბავშვებისთვის  მიუწვდომელ   ადგილას.

ფარმაცევტული   პროდუქტის  ჯგუფი   II - გამოიყენება  ექიმის  დანიშნულებით

მწარმოებელი:

შპს  ნაბროს  ფარმა

401,  აშვამეგს  კომპლექსი, მიტხაკალი, ახმედაბადი  380 009,  ინდოეთი.    

მსგავსი პროდუქტები