ფუროტალგინი 5მლ წვეთები

5365
მარაგშია
9.49 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიPhenazonum+Tetracainum+Nitrofuralum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
9.49 

ფუროტალგინი ®2.5 მგ/31,25 მგ/87,5 ნგ/მლ ყურისწვეთები, ხსნარი

Furotalgin®2,5 mg/31,25 mg/87,5 mg/mleardrops, solution

ნიტროფურალი,  ტეტრაკაინის ჰიდროქლორიდი, ფენაზონი

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს  ინსტრუქცია. შესაძლოა თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 - ეს სამკურნალო პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის და ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება მიაყენოს მათ ზიანი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მათი დაავადების სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.

- თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოქმედებებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რას შეიცავს წინამდებარე ინსტრუქცია

1. რას წარმოადგენს ფუროტალგინი და რისთვის გამოიყენება

2. ფუროტალგინის გამოყენების დაწყებამდე

3. ფუროტალგინის გამოყენების წესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. ფუროტალგინის შენახვის წესი

6. დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ფუროტალგინი და რისთვის გამოიყენებ

ფუ­რო­ტალ­გი­ნი არის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტია, რომელსაც გააჩნია  ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი, ან­თებისსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ტკი­ვილგამაყუ­ჩე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ზრდასრულებში და ბავშვებში სასმენი მილისა და შუ­ა ყუ­რის მწვა­ვე ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სების დროს.

2. ფუროტალგინ გამოყენების დაწყებამდე

არ გამოიყენოთ ფუროტალგინი:

- თუ გაქვთ ალერ­გია (მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა) აქ­ტი­უ­რი (ნიტ­რო­ფუ­რა­ლი, ტეტრაკაი­ნი, ფე­ნა­ზო­ნი) ან დამ­ხმა­რე ნივ­თი­ე­რე­ბის მი­მართ;

-  მკურ­ნა­ლი ექი­მი ფუ­რო­ტალ­გინს არ და­გი­ნიშ­ნავთ, თუ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გაქვთ და­ფის აპკი ან ყუ­რის ინ­ფექ­ცია , რომელიც გა­მოწ­ვე­უ­ლია სო­კო­თი (ოტო­მი­კო­ზი).

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

აუცი­ლებ­ლად აც­ნო­ბეთ თქვენს მკურ­ნალ ექიმს ან ფარ­მა­ცევტს, თუ იღებთ ან ახ­ლო წარ­სულ­ში იღებ­დით სხვა სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტებს, ­ურეცეპ­ტოდ გა­საცემი პრეპარატების ჩათვლით.

ორ­სუ­ლო­ბადაძუძუთი კვება

ორ­სუ­ლო­ბი­სა და ძუძუთი კვების პე­რი­ოდ­ში ქალებს ფუ­რო­ტალ­გი­ნი ენიშ­ნე­ბათ ექი­მის შე­ფა­სე­ბის შემდეგ.

თუ ხართ ორ­სუ­ლად, ნე­ბის­მი­ე­რი  წამ­ლის   გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე  კონსულტაციისათვის

მი­მარ­თეთ ექიმს ან ფარ­მა­ცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე ზემოქმედება

ფუროტალიგინი არ ახდენს  გავლენას ავტომობილების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე.

3. ფუროტალგინის გამოყენების წესი

ყო­ველ­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­თ ფუ­რო­ტალ­გი­ნი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. თუ რამეში დარწმუნებული არ ხართ, მი­მარ­თეთ კონ­სულ­ტა­ცი­ი­სათ­ვის თქვენს ექიმს ან ფარ­მა­ცევტს.

ფუ­რო­ტალ­გი­ნი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც  განკუთვნილია ყურ­ში ჩა­საწ­ვე­თე­ბე­ლად. არ ჩა­იწ­ვე­თოთ ის ცხვირ­სა და თვა­ლებ­ში! არ და­ლი­ოთ!

გა­მო­ი­ყე­ნეთ წვე­თე­ბი სას­მე­ნი მი­ლის გაწ­მენ­დის შემ­დეგ. გა­და­წი­ეთ თა­ვი ისე, რომ წვე­თები ყურ­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თი დარ­ჩეს, შემ­დეგ კი ჩა­ი­დეთ ყურ­ში ბამ­ბა. გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე აუცილებე­ლია ხსნა­რის გათ­ბო­ბა სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე, რა­თა თა­ვი­დან იქ­ნეს აცილე­ბუ­ლი ცივ წვე­თებ­თან უსი­ა­მოვ­ნო კონ­ტაქ­ტი.

დოზირება:

ზრდასრულებიდა 3 წელზეუფროსიბავშვები: 6-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში;

3 წლამდეასაკისბავშვები: 3-4 წვეთი 2-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა: ადგენს მკურნალი ექიმი. არ უნდა გაგრძელდეს 10 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.

თუ თქვენ გამოიყენეთ ფუროტალგინის საჭირო დოზაზე მეტი

ფუროტალგინის სწორი გამოყენებისას მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება.

 

თუთქვენ გამოტოვეთფუროტალგინისგამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ფუ­რო­ტალ­გინ­მა, ისევე როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ აღენიშნება.

შე­საძ­ლე­ბე­ლია ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სას­მე­ნი მი­ლის გაღიზიანება­ში ან სი­წით­ლე­ში.

ყურის დაფის აპკში მოხვედრისას, იშვიათად, თუმცა აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოქმედებები:

არახშირი (გვხვდება 100-დან 1 ზე ნაკლებ პაციენტში) -  სწრაფად გარდამავალი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და სმენის დაქვეითება მაღალ სიხშირეებთან მიმართებაში, გულისრევა, ღებინება.

თუ რო­მე­ლი­მე გვერ­დი­თი ეფექ­ტი სე­რი­ო­ზუ­ლი ხდე­ბა ან შეამჩნევთ სხვა ისე­თ გვერ­დი­თ ეფექ­ტს, რო­მე­ლიც ამ ინსტრუქციაში აღ­წე­რი­ლი არ არის, აც­ნო­ბეთ ამის შე­სა­ხებ თქვენს მკურ­ნალ ექიმს ან ფარ­მა­ცევტს.

5. ფუროტალგინიშენახვის წესი

შე­ი­ნა­ხეთ პრე­პა­რა­ტი ორი­გი­ნა­ლ შე­ფუთ­ვაში, სი­ნათ­ლი­სა­გან და­ცულ ად­გი­ლას, არაუმეტეს 250C ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა: 3 წელი

არ გამოიყენოთ ფუ­რო­ტალ­გი­ნი შე­ფუთ­ვა­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი ვარ­გი­სო­ბის ვა­დის გასვლის შემ­დეგ. ფუ­რო­ტალ­გი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ფლა­კო­ნის გახ­სნი­დან 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

არ არის რეკომენდებული სამკურნალო პრეპარატების კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში გადაგდება. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ფუროტალგინი

–        აქტიური შემადგენელი ნაწილები: ნიტროფურალი (nitrofural) 2.5 მგ,  ტეტრაკაინის ჰიდროქლორიდი (tetracainehydrochloride ე) 31.25 მგ, ფენაზონი (phenazone) 87.5 მგ ხსნარის 1 მლ-ში (27 წვეთი).

–        სხვა შემადგენელი ნაწილი – გლიცეროლი.

როგორ გამოიყურება ფუროტალგინი და რას შეიცავს შეფუთვა

გამჭვირვალე, ყვითელი სითხე მომწვანო ელფერით, სუნის გარეშე.

პირველადი შეფუთვა

პრე­პა­რა­ტის 5 მლ მო­თავ­სე­ბუ­ლია ყა­ვის­ფე­რი მი­ნი­სა­გან დამ­ზა­დე­ბულ მრგვალ ფლა­კონში.

ფლა­კო­ნი და­ხუ­ფუ­ლია ხრახ­ნი­ა­ნი თალ­ფა­ქით საწ­ვე­თე­ლა­თი.

პრე­პა­რა­ტის 5 მლ მო­თავ­სე­ბუ­ლია პო­ლიპ­რო­პი­ლე­ნის მრგვალ ფლა­კონ­ში. ფლაკონები აღჭურვილია პოლიეთილენის საწვეთურით და და­ხუ­ფუ­ლია “პილ­ფერ­პრუ­ფის” ტი­პის თალ­ფა­ქით.

 მეორეული შეფუთვა - 1 (ერთი) ფლაკონი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია ცალკეულ მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოყენებაზე ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

1220 სოფია, ილიენსკოეს შოსეს ქუჩა 16,  ბულგარეთი