იბუპროფენ-გრინდექსი 400მგ #10ტ

55076
მარაგშია
7.78 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიIbuprofen გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
7.78 

შემადგენლობა

რას შეიცავს Ibuprofen-Grindeks- ი
- აქტიურ ნივთიერებას – იბუპროფენს (Ibuprofenum). 
ერთი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს იბუპროფენის 400 მგ-ს.
- სხვა კომპონენტები:
ტაბლეტის ბირთვი: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სტეარინის მჟავა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი (აეროსილ 200). 

ტაბლეტის გარსი: საღებავი ოპადრაი 33G28707 თეთრი (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოლიეთილენგლიკოლი 3000 (მაკროგოლი), ტრიაცეტინი; კარნაუბის ცვილი.

Ibuprofen-Grindeks- ის აღწერილობა და შეფუთვა
თეთრი ან თეთრი მორუხო ელფერით, მრგვალი, გარსით დაფარული ტაბლეტები ორმხრივად ამობურცული ზედაპირებით.
10 ტაბლეტი ბლისტერში, მუყაოს ყუთში მოთავსებულია 1, 2 ან 3 ბლისტერი.
შეფუთვების ყველა სახე შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

ჩვენებები
Ibuprofen-Grindeks ამცირებს ტკივილს, ამცირებს ციებ-ცხელებას, გაწითლებას, შეშუპებას.
მას იყენებენ შემდეგ შემთხვევებში:
- სხვადასხვა სახის მსუბუქი და საშუალო ტკივილების მოკლე ხნით გაყუჩებისთვის, მაგალითად, თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთის ტკივილები, სახსრების ტკივილები.
- პირველადი მენსტრუალური ტკივილების სიმპტომატური მკურნალობისთვის. - ციებ-ცხელების დაქვეითებისთვის.
მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობა შეადგენს 3-10 დღეს.

მიღების წესები და დოზები
გაურკვევლობის შემთხვევაში ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან: 1 ტაბლეტი (400 მგ) დღეში 1-3-ჯერ.
სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 3 ტაბლეტს (1200 მგ).
მენსტრუალური ტკივილები: 1 ტაბლეტი (400 მგ). შეგიძლიათ განმეორებით მიიღოთ ყოველ 6-8 საათში.
ასაკოვანმა პაციენტებმა და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ შეძლებისდაგვარად ნაკლები დოზა.
ღვიძლის ან თირკმლის მოქმედების მსუბუქი ან საშუალო დარღვევების მქონე პაციენტებისთვის დოზის შემცირება აუცილებელი არ არის.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევისას წამალი უნდა მიიღოთ საკვების მიღებასთან ერთად ან მიაყოლოთ რძე.
წამალი დანიშნულია მოკლევადიანი გამოყენებისთვის. ტკივილის შემცირების მიზნით. Iბუპროფენ-Gრინდეკს-ის 400 მგ გარსით დაფარულ ტაბლეტებს იყენებენ არაუმეტეს 10 დღის განმავლობაში, ციებ-ცხელების მკურნალობისთვის – არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.
თუ ექიმმა დაგინიშნათ სხვა დოზების გამოყენება, უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები.

გვერდითი მოვლენები
სხვა წამლების მსგავსად, Ibuprofen-Grindeks- ს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყოველთვის არ ვლინდება.
გვერდითი ეფექტების სიხშირის კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირად – 10 პაციენტიდან ერთი ან ერთზე მეტი;
ხშირად – 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტი. უფრო იშვიათად - 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, მაგრამ 1 000 პაციენტიდან ერთზე მეტი.
იშვიათად - 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, მაგრამ 10 000 პაციენტიდან ერთზე მეტი.
ძალიან იშვიათად – 10 000 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით.
ყველაზე ხშირად გვხდება შემდეგი არასასურველი გვერდითი ეფექტები – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევები. შეიძლება გამოვლინდეს გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნიშნები: გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში, ფაღარათი ან ყაბზობა, პეპტიური წყლულის გამწვავება. გვერდითი ეფექტები ჩვეულებისამებრ არ არის ძლიერ გამოხატული და ქრება.
იშვიათად არის შესაძლებელი კუჭის წყლული, სისხლდენა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია.
თუ განავალი შავი ფერისაა ან სისხლიანი, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
Ibuprofen-Grindeks-ის მსგავსი წამლების გამოყენება, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდის ინფარქტი) ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის (ინსულტი) ოდნავ მომატებულ რისკთან.
უფრო იშვიათად ვლინდება თავის ტკივილები, ნერვოზულობა, უძილობა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა (ფერადი მხედველობის დარღვევა, მხედველობის ველის შეზღუდვა, მხედველობის დაქვეითება). იშვიათად შესაძლებელია ხმაური ყურებში.
ძალიან იშვიათად – ცნობიერების დარღვევები, გუნების გაუარესება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში Ibuprofen-Grindeks-ს შეუძლია გამოიწვიოს თირკმლების მოქმედების დარღვევები. შარდის გამოყოფის დაქვეითება, შეშუპება, ცუდი საერთო მდგომარეობა შეიძლება იყოს განპირობებული ნეფროტიკული სინდრომით ან ინტერსტიციალური ნეფრიტით (თირკმლების ანთება), რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. შარდში შეიძლება გამოჩნდეს სისხლი. იზრდება ფეხების შეშუპების განვითარების რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში მომატებული არტერიული წნევით.
ძალიან იშვიათად არის შესაძლებელი ღვიძლის მოქმედების დარღვევები (კანის, ლორწოვანი გარსის, თვალის თეთრი გარსის სიყვითლე; ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის ცვლილება), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება.
ვლინდება კანის დაზიანება და რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, მომატებული მგრძნობელობა ულტრაიისფერი სხივებისადმი; ძალიან იშვიათად – ბუშტუკები კანზე, შეშუპება, წყლულები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა, ლაიელის სინდრომი).
თუ გამოჩნდა გამონაყარი, ლორწოვანი გარსის დაზიანება ან მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნები, უნდა შეწყვიტოთ წამლის გამოყენება და მიიღოთ ექიმის კონსულტაცია.
ცალკეულ შემთხვევაში არსებობდა შეტყობინებები ასთმის შეტევების შესახებ არტერიული წნევის შემცირებასთან ერთად ან მის გარეშე.
წითელი მგლურით დაავადებულ პაციენტებში (აუტოიმუნური დაავადება შემდეგი სიმპტომებით: გამონაყარი სახეზე, მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებისადმი, თმის ცვენა, სახსრების ანთება, სისხლის შემადგენლობის ცვლილება და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება), ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოჩნდეს ტვინის გარსის ანთება და/ან მხედველობის დარღვევები. ასეთ შემთხვევებში წამლის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში Ibuprofen-Grindeks- ს შეუძლია გამოიწვიოს სისხლის შემადგენლობის ცვლილება, მაგალითად, ანემია (სისხლნაკლებობა), ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია (სისხლში სისხლის თეთრი უჯრედების, სისხლის სხეულაკების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება). ჩამოთვლილი დაავადებების ზოგადი ნიშნებია: დაღლილობა, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, ციებ-ცხელება. ანემიის ზოგადი ნიშნებია: გულის მოქმედების აჩქარება, სუნთქვის გართულება, ხანდახან ტკივილები და სიმძიმის შეგრძნება მკერდის არეში, მომატებული აღგზნებულობა, განმეორებადი აპათია, ხმაური ყურებში, “წერტილები” თვალების წინ, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმკრთალე. ლეიკოპენიისა და აგრანულოციტოზის დროს შეიძლება დაიწყოს კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციები. თრომბოციტოპენიის დროს შესაძლებელია მცირე სისხლჩაქცევები კანში და ლორწოვან გარსში.
ასაკოვან პაციენტებში უფრო ხშირად ვლინდება აას-ს არასასურველი გვერდითი ქმედებები, განსაკუთრებით სისხლდენა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, ამიტომ ასაკოვანი პაციენტებისთვის აუცილებელია ექიმის განსაკუთრებით მკაცრი ზედამხედველობა.
წამლის არასასურველი გვერდითი ეფექტები შეიძლება შეამციროთ, თუ გამოიყენებთ უფრო ნაკლებ ეფექტურ დოზას, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის, რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში.
თუ შეამჩნიეთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტები, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში ან რომელიმე აღნიშნული გვერდითი ქმედება თქვენთან ვლინდება, გთხოვთ მოუყვეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
არ გამოიყენოთ Ibuprofen-Grindeks შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) აქტიური ნივთიერება – იბუპროფენისადმი, აცეტილსალიცილის მჟავისადმი, სხვა არასტეროიდურ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებისადმი (აას) (მაგალითად, ინდომეტაცინი, დიკლოფენაკის ნატრიუმის მარილები და სხვ.) ან Ibuprofen-Grindeks- ის რომელიმე სხვა კომპონენტისადმი.
- თუ გაქვთ ან გქონდათ ბრონქოსპაზმი, ბრონქიალური ასთმა, აგრეთვე ჭინჭრის ციებ-ცხელება და რინიტი აცეტილსალიცილის მჟავისა ან სხვა აას-ს გამოყენების დროს.
- თუ ადრე გქონდათ სისხლდენა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, რომელიც დაკავშირებული იყო აას-ს გამოყენებასთან.
- თუ არსებობს აქტიური პეპტიკური წყლული/სისხლდენა ან აღნიშნული დარღვევები უფრო ადრე გხვდებოდათ (წყლულის ან სისხლდენის ორი ან უფრო მეტი დამტკიცებული ეპიზოდი)
- თუ არსებობს გულის მძიმე უკმარისობა
- თუ არსებობს ღვიძლის ან/და თირკმლის მძიმე უკმარისობა
- თუ არსებობს მხედველობითი ნერვის დაზიანება
- თუ არსებობს უცნობი წარმოშობის სისხლის შედედების დარღვევები
- თუ არსებობს უცნობი წარმოშობის სისხლის დაავადებები
- თუ ორსულად ხართ
- თუ ღებულობთ ლიტიუმის პრეპარატებს (წამლები ფსიქიკური დარღვევების მკურნალობისთვის) ან ციკლოოქსიგენაზის-2 ინჰიბიტორებს (აას, მაგალითად, ნიმესულიდი, ცელეკოკსიბი).
თუ თქვენ გაგაჩნიათ რომელიმე ზემოთაღნიშნული დაავადება ან მდგომარეობა, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ამ წამლის გამოყენებამდე.

Ibuprofen-Grindeks- ის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე აუცილებელია შემდეგ შემთხვევებში:
- თუ არსებობს სისხლდენა
- ღვიძლის და/ან თირკმლის მოქმედების დარღვევა
- პაციენტებისთვის, რომლებსაც წინათ ჰქონდათ ნაწლავის ანთება (მსხვილი ნაწლავის წყლულოვანი ანთება, კრონის დაავადება)
- თუ ერთდროულად იყენებთ ანტიკოაგულანტებს (წამლები, რომლებიც აფერხებენ სისხლის შედედებას),
- ასაკოვანი პაციენტებში
- თუ არსებობს ინდუცირებული პორფირია
- თუ არსებობს სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილების შერეული დაავადება.
პაციენტებში ასტმით, სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (სასუნთქი გზების შევიწროებით), თივის ცხელებით, ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპებით (ცხვირის ღრუს პოლიპები) ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციით (თივის ცხელების სიმპტომებით), იბუპროფენს შეუძლია გამოიწვიოს ასტმის შეტევა, რბილი ქსოვილების შეშუპება (ენის, სახის, ყელის და საყლაპავი მილის) ან ჭინჭრის ციებ-ცხელება. მხედველობის დარღვევის გაჩენისას წამლის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.
ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა უნდა იყოს გარჩეული ექიმთან ერთად!
Ibuprofen-Grindeks- ის გამოყენების დროს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებთან რეგულარულად უნდა აკონტროლოთ თირკმლების ფუნქცია და შეძლებისდაგვარად გამოიყენოთ უფრო მცირე ეფექტური დოზა. იბუპროფენის ხანგრძლივად გამოყენების დროს უნდა აკონტროლოთ აგრეთვე ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლები და სისხლდენა.
ისეთი წამლების გამოყენება, როგორიც, მაგალითად, Ibuprofen-Grindeks- ია, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდის ინფარქტის) ოდნავ მომატებულ რისკთან ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან (ინსულტი). თუ წამალი გამოიყენება დიდი დოზებით და ხანგრძლივად, შესაძლოა აღნიშნული დარღვევების უფრო მაღალი რისკი.
არ გამოიყენოთ წამალი უფრო დიდი დოზით და უფრო ხანგრძლივად, ვიდრე რეკომენდირებულია.
თუ გაგაჩნიათ გულის მოქმედების დარღვევები, გადაიტანეთ ინსულტი ან თვლით, რომ გაგაჩნიათ აღნიშნული დარღვევების რისკი (მომატებული არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან თუ ეწევით), აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობისას წამლის მიღება არ შეიძლება, რადგანაც არ არსებობს საკმარისი მონაცემები გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.
დედის რძეში გამოიყოფა აქტიური ნივთიერების – იბუპროფენის – ძალიან მცირე დოზა, რომელიც აშკარად არ უქმნის საფრთხეს ჩვილს. შეიძლება მოკლევადიანი გამოყენება ტკივილებისას ან ციებ-ცხელების დროს დედისთვის სარგებლის და ბავშვისთვის რისკის შეფასების შემდეგ. ხანგრძლივი გამოყენების ან დიდი დოზების მიღების დროს რეკომენდირებულია შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება.
არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ იბუპროფენის მსგავსი წამლების მიღებას შეუძლიათ დააქვეითონ ქალის ნაყოფიერება. მკურნალობის შეწყვეტისას ეფექტი ქრება.

განსაკუთრებული მითითებები
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურეობა
პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ თავბრუსხვევები და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები, არ შეიძლება ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურეობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია Ibuprofen-Grindeks- ის რომელიმე კომპონენტის შესახებ Ibuprofen-Grindeks- ის ტაბლეტის გარსი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაგაჩნიათ რომელიმე შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, გაბრუება, გონების დაკარგვა, ასევე ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა და ღებინება, სისხლში კალიუმის მომატებული დონე, ორგანიზმის ქსოვილებში რეაქციის ცვლილება სიმჟავისკენ, რომელიც გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის მჟავე პროდუქტების დაგროვებით, სხეულის ტემპტერატურის გაზრდა, სუნთქვის უკმარისობა, კომა.
მკურნალობა: სიმპტომური. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ამორეცხოთ კუჭი, უნდა მოახდინოთ სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემადგენლობის კორექცია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ძლიერო მოწამვლის დროს პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ საავადმყოფოში. დოზის გადაჭარბების დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს!

თუ დაგავიწყდათ Ibuprofen-Grindeks- ის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, რომ შეანაცვლოთ დავიწყებული დოზა.

თუ შეწყვიტეთ Ibuprofen-Grindeks-ის გამოყენება
არ არსებობს მონაცემები არასასურველი რეაქციების შესახებ

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ ან იყენებდით ბოლო დროს, მათ შორის არარეცეპტორული პრეპარატების შესახებ.
Ibuprofen-Grindeks- ს შეუძლია შემდეგი წამლების მოქმედების შემცირება:
- დიურეტიკული საშუალებები ან ნივთიერებები, რომლებიც აძლიერებენ შარდის გამოყოფას (მაგალითად, ჰიდროქლორტიაზიდი, ფუროსემიდი და სხვ.)
- წამლები, რომლებიც ამცირებენ მომატებულ წნევას, მათ შორის ეგრეთ წოდებული ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები.
- მიფეპრისტონი (არ გამოიყენოთ იბუპროფენი 8-12 დღის განმავლობაში მიფეპრისტონის გამოყენების შეწყვეტის Dშემდეგ).
Ibuprofen-Grindeks- ს შეუძლია შემდეგი წამლების მოქმედების გაძლიერება:
- ლიტიუმის მარილები, რომელსაც იყენებენ ფსიქიკური დარღვევების მკურნალობისთვის,
- მეტოტრექსატი, რომელსაც იყენებენ ქიმიოთერაპიისას, აგრეთვე სხვადასხვა სახეობის ართრიტის მკურნალობისთვის.
- მიორელაქსანტი ბაკლოფენი
- სულფონილურინების წარმოებულები – დიაბეტის სამკურნალო საშუალებები
- გულის გლიკოზიდები
იბუპროფენის გამოყენება ასპირინთან ერთად (მცირე დოზების გარდა, არა უმეტეს 75 მგ. დღეში, ექიმის დანიშნულებით) ზრდის არასასურველი გვერდითი ქმედებების რისკს.
არ შეიძლება ორი ან მეტი აას-ს გამოყენება, რადგანაც არასასურველი გვერდითი ქმედებების რისკი იზრდება.
ექსპერიმენტალური კვლევები ადასტურებს, რომ ასპირინის მცირე დოზასთან ერთად იბუპროფენს გამოყენების დროს მას შეუძლია შეაფერხოს ასპირინს ზემოქმედება სისხლის უჯრედებზე. თუმცა ეს მონაცემები არ ეხება კლინიკურ შემთხვევებს.
ანტიკოაგულანტების (კუმარინის, ჰეპარინის ტიპის ანტიკოაგულანტები) და იბუპროფენის ერთდროული მიღება ზრდის სისხლდენის და სისხლჩაქცევების განვითარების რისკს.
იბუპროფენის ანტითრომბულ საშუალებებთან და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან (დეპრესიის მკურნალობისთვის განკუთვნილი წამლები) ერთდროულად მიღება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკს.
აგფ -ს ინჰიბიტორები და II ანგიოტენზინის ანტაგონისტები (არტერიული წნევის შემამცირებელი წამლები) ზრდიან თირკმლის უკმარისობის და ჰიპერკალიემიის (სისხლში კალიუმის მომატებული დონე) რისკს.
ანტიდეპრესანტი მოკლობემიდი აძლიერებს იბუპროფენის მოქმედებას.
ტრანსპლანტირებული ქსოვილების ან ორგანოების შეუთავსებლობის თავიდან აცილებისთვის დანიშნულ წამალთან - ციკლოსპორინთან ერთად იბუპროფენის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თირკმლების დაზიანებების განვითარების რისკი.
აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროულად მიღებისას იბუპროფენის მოქმედება მცირდება.
შარდმდენი წამლის – ტრიამტერენის და იბუპროფენის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა.
იბუპროფენისა და გლიკოკორტიკოიდების, პენტოქსიფილინის, ალკოჰოლის ან სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს გვერდითი ქმედებების განვითარების რისკი, რომელიც ეხება საკვების მომნელებელ ტრაქტს (იხილეთ მე4 პუნქტი).
ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები ზრდიან კრუნჩხვების განვითარების რისკს.
ანტივირუსული პრეპარატი ზიდოვუდინთან კომბინაცია ზრდის ტოქსიურობის რისკს, მაგრამ ანტივირუსული საშუალება რიტონავირი, შესაძლოა, ზრდის აას-ს კონცენტრაციას სისხლში.
იბუპროფენის გამოყენება არ შეიძლება ლიტიუმის პრეპარატებთან ერთად.

Ibuprofen-Grindeks- ის საკვებთან ერთად გამოყენება
წამლის გამოყენება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევისას წამალი უნდა გამოიყენოთ საკვების მიღების დროს ან მიაყოლოთ რძე.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
არ გამოიყენოთ Ibuprofen-Grindeks-ი ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
წამლის გადაგდება არ შეიძლება სამეურნეო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. არასაჭირო წამლის ლიკვიდაციის შესახებ ჰკითხეთ ფარმაცევტს. ამ ღონისძიებებით შესაძლოა გარემოს დაცვა.

მსგავსი პროდუქტები