ალბეზი 200მგ #5ტ GMP

55577
მარაგშია
11.75 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიჰელმინთური პრეპარატები ჯენერიკიAlbendazolum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
11.75 
  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): albendazole
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები → ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №5
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა
ალბეზის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ალბენდაზოლის 200 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის კარბონატი, კროსკარმელოზა ნატრიუმი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლივინილპიროლიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.

მოქმედების მექანიზმი
ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული საშუალება.
ალბენდაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის კარბამატის წარმოებულს, ახასიათებს ფართო სპექტრის მოქმედება.
ალბეზი არღვევს გლუკოზის ტრანსპორტირების პროცესს, ჰელმინთების ორგანიზმში იწვევს მიკროტუბულარული აპარატის ფუნქციურ მოშლას, რაც იწვევს მის სიკვდილს და ორგანიზმიდან გამოდევნას.
პრეპარატი აქტიურია პარაზიტების მიმართ, რომლებიც იწვევენ ნაწლავურ ინფექციებსა და კანის სინდრომს Larva Migrans, ნემატოდების ჩათვლით: Ascaris lumbricoides (მრგვალი ჭია), Trichuris trichiura(ბეწვთავა), Enterobius vermicularis (მახვილა), Ancylostoma duodenale (ანკილოსტომა), Necator americanus (ნემატოდა), Strongyloides stercoralis; ცესტოდები (თასმისებრი ჭიები): Hymenolepsis nana (ჯუჯა სოლიტერი), Taenia solium (ღორის სოლიტერი), Taenia saginata (ხარის სოლიტერი); ტრემატოდები:Opisthorchis viverrini და Clonorchis sinensis; უმარტივესები: Giardia lamblia (ნაწლავის და დუოდენალური). 
ალბეზი აქტიურია ქსოვილოვანი პარაზიტების Echinococcus granulosus და Echinococcus multilocularis-ის ინვაზიით გამოწვეული, მათ შორის კისტოზური და ალვეოლური ექინოკოკოზის, მიმართ.     
ალბეზი ეფექტურია Taenia solium-ის ინვაზიით გამოწვეული ნეიროცისტიცირკოზის, Capilaria philippinensis-ის ინვაზიით გამოწვეული ჰეპატიკოლეზის, Gnathostoma spinigerum-ის ინვაზიით გამოწვეული გნატოსტომოზის სამკურნალოდ, ასევე Echinococcus granulosus და  Echinococcus multilocularis.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებული ალბენდაზოლი ცუდად (5%-ზე ნაკლები) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში შეუცვლელი სახით მისი აღმოჩენა არ არის შესაძლებელი. ფარმაკოლოგიური მოქმედება ძლიერდება ცხიმიან საკვებთან ერთად მიღებისას, ამასთან იზრდება მისი აბსორბცია და Cmax 5-ჯერ იზრდება. ალბენდაზოლის სულფოქსიდის Cmax მიიღწევა 2-5 საათში. 
პლაზმის ცილებს უკავშირდება 70%. ალბენდაზოლი მნიშვნელოვნად აღწევს ნაღველში, ღვიძლში, თავ-ზურგტვინის სითხეში, შარდში, ჰელმინთების ცისტის სითხესა და კედელში. 
მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოქმნის პირველად მეტაბოლიტს - ალბენდაზოლის სულფოქსიდს, რომელსაც გააჩნია ანტიჰელმინთური აქტივობა. ალბენდაზოლის სულფოქსიდი შემდგომში მეტაბოლიზდება ალბენდაზოლის სულფონად (მეორადი მეტაბოლიტი) და სხვა სახის პროდუქტებად. ალბენდაზოლის სულფოქსიდის T1/2 8.5 საათია. ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან ერთად ნაწლავის გზით, უმნიშვნელო რაოდენობა - შარდით.

ჩვენება
- ენტერობიოზი;
- ანკილოსტომიდოზი და ნეკატოროზი;
- ჰიმენოლეპიდოზი;
- ტენიოზი;
- სტრონგილოიდოზი;
- ასკარიდოზი;
- ტრიქოცეფალოზი;
- კლონორქოზი;
- ოპისტორქოზი;
- კანის სინდრომი Larva Migrans;
- ლამბლიოზი ბავშვებში;
- კისტოზური ექინოკოკოზი;
- ალვეოლური ექინოკოკოზი;
- ნეიროცისტიცერკოზი;
- ჰეპატიკოლოზი;
- გნატოსტომოზი;
- ტრიქინელოზი;
- ტოქსოკაროზი.

უკუჩვენება
- თვალის ბადურის პათოლოგია;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
ალბეზით მკურნალობისას შესაძლებელია ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზომიერი მატება გამოვლინდეს, რაც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქრება. ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების განსაზღვრა უნდა მოხდეს მკურნალობის ყოველი ციკლის დაწყების წინ და მკურნალობის პერიოდის ყოველ 2 კვირაში ერთხელ. თუ ფერმენტების აქტივობა იზრდება ორჯერ ან მეტად, ალბეზი უნდა მოიხსნას. მკურნალობა უნდა აღდგეს მაჩვენებლების ნორმირების შემდეგ. 
ალბეზმა შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების საერთო რაოდენობის ზომიერი შექცევადი შემცირება. პერიფერიული სისხლის კონტროლი უნდა მოხდეს მკურნალობის ყოველი ციკლის დაწყების წინ და მკურნალობის პერიოდის ყოველ 2 კვირაში ერთხელ. ლეიკოპენიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას.
პაციენტებში ნეიროცისტიცერკოზით, ალბეზით მკურნალობისას შესაძლებელია გამოვლინდეს თავის ტკივილი, რაც დაკავშირებულია პარაზიტების სიკვდილით გამოწვეულ ქალასშიდა წნევის მატებასთან. ამ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ სათანადო თერაპია სტეროიდებით და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებით.
რეკომენდებულია შიგნით მისაღები ან ვენაში საინექციო კორტიკოსტეროიდების გამოყენება, რათა მკურნალობის პირველ კვირაში თავიდან იქნას აცილებული არტერიული წნევის მატება.
პრეპარატი არ ინიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ალბენდაზოლის გვერდითი ეფექტები, რომლებიც მოქმედებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, გამოვლენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უკუნაჩვენებია.
სისტემური ინფექციების დროს ალბენდაზოლის მიღებისას, ქალებმა შვილოსნობის ასაკში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის საშუალებები მკურნალობის მთელ პერიოდში და მისი დასრულებიდან 1 თვის მანძილზე.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: აღწერილი არ არის.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ციმეტიდინი, პრაზიკვანტელი და დექსამეტაზონი სისხლის პლაზმაში ზრდის ალბენდაზოლის მეტაბოლიტის კონცენტრაციას, რომელიც განაპირობებს პრეპარატის სისტემურ ეფექტურობას.

დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი ინიშნება საკვებთან ერთად, სასურველია ერთსა და იმავე დროს.
თუ 3-კვირიანი მკურნალობა გამოჯანმრთელების შედეგს არ იძლევა, საჭიროა განმეორებითი კურსის ჩატარება.
თუ პაციენტი მთლიან ტაბლეტს ვერ იღებს, როკომენდებულია მისი დანაწევრება დასაკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლება.
ნაწლავური ინფექციები და კანის სინდრომი Larva Migrans

ინფექცია

ასაკი

დოზირება და ხანგრძლივობა

ენტერობიოზი,

ანკილოსტომიდოზი,

ნეკატოროზი,

ასკარიდოზი,

ტრიქოცეფალოზი

მოზრდილები და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

400 მგ ერთხელ დღეში / ერთჯერადად

1-2 წლის ბავშვები

200 მგ ერთხელ დღეში / ერთჯერადად

სტრონგილოიდოზი, ტენიოზი, ჰიმენოლეპიდოზი

მოზრდილები და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

400 მგ ერთხელ დღეში / 3 დღის მანძილზე

ჰიმენოლეპიდოზის დროს რეკომენდებულია კურსის გამეორება. ხანგრძლივობა 10-21 დღე

კლონორქოზი, ოპისტორქოზი

მოზრდილები და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

400 მგ ორჯერ დღეში / 3 დღის მანძილზე

 

კანის სინდრომი Larva Migrans

მოზრდილები და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

400 მგ ერთხელ დღეში / ხანგრძლივობა 1-3 დღე

 

ლამბლიოზი

2-12 წლის ასაკის ბავშვები

400 მგ ერთხელ დღეში / 5 დღის მანძილზე

 

სისტემური ჰელმინთოზების დროს ინიშნება ხანგრძლივი თერაპია უფრო დიდი დოზებით.
დოზირება დგინდება ინდივიდუალურად ასაკის, სხეულის წონის და ინფექციის სიმძიმის გათვალისწინებით.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული დიდი დოზების გამოყენება. 
პაციენტებში 60 კგ-ზე მეტი სხეულის წონით, პრეპარატის დოზა შეადგენს 400 მგ 2-ჯერ დღეში. პაციენტებში 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით, პრეპარატის დოზას ანგარიშობენ 15 მგ/კგ/დღეში განაწილებული 2 მიღებაზე.
მაქსიმალური დღიური დოზა – 800 მგ.

ინფექცია

მკურნალობის ხანგრძლივობა

კისტოზური ექინოკოკოზი

ხანგრძლივობა - 28 დღე. არაოპერაბელური ფორმის დროს რეკომენდებულია სამი 28-დღიანი მკურნალობის ციკლის ჩატარება, მათ შორის 14-დღიანი შესვენებების დაცვით.

ოპერაციამდე რეკომენდებულია ორი 28-დღიანი ციკლის ჩატარება, მათ შორის 14-დღიანი შესვენების დაცვით. თუ ოპერაციამდე ჩატარებული კურსი 14 დღეზე ნაკლებია ან აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი კისტები, მაშინ ოპერაციის შემდეგ ტარდება ორი 28-დღიანი მკურნალობის ციკლი, მათ შორის 140დღიანი შესვენების დაცვით

ალვეოლური ექინოკოკოზი

ხანგრძლივობა - 28 დღე. მეორე 28 დღიანი მკურნალობის კურსი ტარდება 2-კვირიანი შესვენების შემდეგ. მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე თვე ან წელი

ნეიროცისტიცერკოზი

მკურნალობის ხანგრძლივობა 7-31 დღე.

მეორე კურსის ჩატარება დასაშვებია 2-კვირიანი შესვენების შემდეგ

ჰეპატიკოლოზი

400 მგ ერთხელ დღეში / 10 დღის მანძილზე

 

გნატოსტომოზი

400 მგ ერთხელ დღეში / 10-20 დღის მანძილზე

 

ტრიქინელოზი, ტოქსოკაროზი

400 მგ ორჯერ დღეში / 5-10 დღის მანძილზე

 

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, ჰეპატიტი;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;
დერმატოლოგიური რეაქციები: სხვადასხვა გენეზის ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, შექცევადი ალოპეცია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, პანციტოპენია;
სხვადასხვა: ცხელება, არტერიული წნევის მატება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტი 200 მგ; 5 ტაბლეტი ბლისტერში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები  
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები