მერცის სპეციალური #60 დრაჟე *

55914
მარაგშია
37.51 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპოლივიტამინები ჯენერიკიVit.A,D3,E,C,B6,B1,B3,B12,B2,B5,H * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
37.51 

მერცის სპეციალური დრაჟე

 

შემადგენლობა

1 დრაჟე შეიცავს:

ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A)  –  0,9 სე
რეტინოლ აცეტატი (ვიტამინი A) – 1500 სე
საფუარის (Saccharomyces cerevisie)  მშრალი ექსტრაქტი – 100 მგ
თიამინის ნიტრატი (ვიტამინი B1) – 1,2 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) – 1,6 მგ
ნიაცინამიდი (ვიტამინი PP) – 10 მგ
ბიოტინი – 0,01 მგ
L-ცისტინი – 30 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6 ) – 1,2 მგ
ციანკობალამინი (ვიტამინი B12 ) – 2 მკგ
კალციუმის D-პანთოტენატი (ვიტამინი B5) – 3 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) – 75 მგ
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) – 50 სე
ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) – 9 მგ
რკინის (II) ფუმარატი – 20 მგ

დამხმარე ნივთიერებებიმიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი, არაბული გომიზი, ცელულოზას ფტალატის აცეტატი, E172 გლუკოზის სიროფი, ინდიგოტინი, სიმინდის სახამებელი, კარნაუბას ცვილი, აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი

პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებების თვისებებით.

რეტინოლის აცეტატი (ვიტამინი A) – უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობას, ხელს უწყობს ეპითელური უჯრედების მთლიანობის შენარჩუნებას, არეგულირებს ადამიანის ნორმალურ ზრდას.

ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A)ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციის მიმართ და  ანტიოქსიდაციური ფუნქციის წყალობით ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს.

ტოკოფეროლისაცეტატი (ვიტამინი E) – მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, გააჩნია ანტიოქსიდაციური მოქმედება, ხელს უწყობს ცილებისა და ცხიმების შეთვისებას, გავლენას ახდენს სასქესო და სხვა ენდოკრინულ ჯირკვლების ფუნქციაზე.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) – ამცირებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობას გარემოს არასასურველი ფაქტორებისა და ინფექციების მიმართ, დადებითად მოქმედებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის ფუნქციაზე. ხელს უწყობს რკინის შეთვისებას და სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.

თიამინისნიტრატი (ვიტამინი B1) – მთავარი როლი გააჩნია ნახშირწყლოვან ცვლაში; აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) მნიშვნელოვანი კატალიზატორია ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, მონაწილეობს ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულაციაში.

კალციუმის D-პანთოთენატი(ვიტამინი B5) – მთავარ როლს ასრულებს ცილებისა და ცხიმების აცეტილირებისა და ჟანგვით პროცესებში, აუმჯობესებს ნერვული სისტემის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს.

პირიდოქსინისჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6 ) – კოფერმენტის სახით მონაწილეობს ცილოვან ცვლაში და ნეირომედიატორების სინთეზში.

ციანკობალამინი (ვიტამინი B12) – აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის და  სისხლის ნორმალური მიმოქცევისათვის, მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში.

ნიაცინამიდი (ვიტამინი PP) – მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ცილოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში.

რკინარომელიც პრეპარატის შემადგენლობაშია წარმოადგენს ჰემოგლობინის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს ერითროპოეზში.

ჩვენებები

ავიტამინოზის და ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა:

  • ვიტამინებზე მომატებული მოთხოვნილების დროს, მათ შორის გამოჯანმრთელების პროცესში;
  • დაავადების გადატანის შემდგომ პერიოდში;
  • ანტიბიოტიკოთერაპიისა და ქიმიოთერაპიისას;
  • არასაკმარისი კვებისას (დიეტა, შიმშილობა);
  • ორგანიზმის ხანგრძლივი გადატვირთვისა და გადაღლისას.

მიღების წესი და დოზირება

1 დრაჟე 2-ჯერ დღეში, დილით და საღამოს, პერორალურად.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე.

A და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის დოზა დადგენილია  ვიტამინებზე ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილების შესაბამისად, თუმცა პრეპარატი შეიცავს რკინას, რომელმაც დიდ დოზებში შეიძლება  დამაზიანებელი მოქმედება გამოიწვიოს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: დრაჟე,  შეფუთვაში 60 ც.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი

MERZ PHARMAგერმანია.