კალათა ცარიელია:
მალტოფერი 10მგ/მლ 150მლ სიროფი
მალტოფერი 10მგ/მლ 150მლ სიროფი
რას წარმოადგენს მალტოფერი სიროფი და რისთვის გამოიყენება?
მალტოფერი სიროფი არის რკინის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მსუბუქი (ლატენტური) რკინის დეფიციტის დროს და რკინის დეფიციტის ანემიით (სისხლის ნაკლებობა, რომელიც გამოწვეულია რკინის ნაკლებობით).
რკინა არის ჰემოგლობინის, კუნთების წითელი პიგმენტების და რკინის შემცველი ფერმენტების შემადგენელი აუცილებელი ძირითადი ელემენტი. რკინის ნაკლებობა იწვევს შემდეგ ზოგად გართულებებს: დაღლილობა, გონებრივი უნარიანობის შეზღუდვა, გაღიზიანება, მოუსვენრობა, თავის ტკივილები, მადის დაკარგვა, ორგანიზმის დაცვისუნარიანობის დასუსტება, გამოხატული სიფერმკრთალე, პირის კიდეებზე ნაპრალების გაჩენა, კანის სიმშრალე, თმის და ფრჩხილების მტვრევადობა.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
მალტოფერის სირომის მიღებამდე უნდა დადგინდეს სისხლში რკინის და ჰემოგლობიდის უმცირესი შემადგენლობა ექიმის მიერ დანიშნული ანალიზის შედეგად. თუ რკინის ნაკლებობა არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით მაშინ მალტოფერის სიროფი არაეფექტურია.
ექიმი რეგულარული ტესტებისა და სისხლის ანალიზის მეშვეობით შეამოწმებს მკურნალობის შედეგებს. ეს ნორმალურია და ხშირად ანალიზის ჩატარებამ არ უნდა შეგაშფოთოთ. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება მკურნალობიდან 3 კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მითითება დიაბეტიანი პაციენტებისათვის:L მალტოფერის სიროფი შეიცავს 0.04 პურის ერთეულს.
როდის არ შეიძლება მალტოფერის სიროფის გამოყენება?
იშვიათი დაავადებისას, როდესაც აღინიშნება ქსოვილში რკინის დალექვა (ე.წ. რკინის შენახვის დაავადება), რკინის ათვისების დარღვევა (როდესაც სისხლის ნაკლებობა გამოწვეულია რკინის ათვისების დარღვევით) და სისხლის ნაკლებობისას, რომელიც არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით.
ცნობილი აუტანლობის არსებობისას შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე მალტოფერის სიროფის გამოყენებისას
დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ არის საჭირო განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვა.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღინიშნება სხვა დაავადებები, თუ აღინიშნება ალერგია ან თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულსაც!), შიგნით ან გარეგანად.
მალტოფერის სიროფის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ამ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს, რადგან ამ დროს ვლინდება რკინის დეფიციტი. მაგრამ მალტოფერის სიროფი უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის პირველ ტრიმესტრში სწორი კვების შემთხვევაში ორგანიზმი ჩვეულებრივ იღებს რკინის საჭირო რაოდენობას. ბავშვის განვითარებისათვის საჭირო რკინის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ექიმმა შესაძლოა დანიშნოს რკინის პრეპარატი.
მალტოფერის სიროფის მიღების წესი
მალტოფერის სიროფი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. შესაძლებელია ხილის ან ბოსტნეულის წვენთან ერთად მიღება ან ბოთლის კვებაში დამატება. მსუბუქი შეფერილობა არ ახდენს ზეგავლენას არც მოქმედებაზე და არც გემოზე. ზუსტი დოზირებისათვის არსებობს შესაბამისი საზომი ჭიქა. დღიური დოზა მიიღება ერთჯერ.
რკინის გამოხატული დეფიციტი
1 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5-5მლ დღეში.
ბავშვები (1-12 წლის ასაკში): 5-10მლ დღეში.
მოზარდები 12 წლის ასაკიდან, უფროსები: 10-30მლ დღეში.
რკინის მსუბუქი დეფიციტი:
1 წლამდე ასაკის ბავშვები: მცირე დოზირების გამო გამოიყენება მხოლოდ მალტოფერის წვეთები.
ბავშვები (1-12 წლის ასაკში): 2.5-5 მლ დღეში.
მოზარდები 12 წლის ასაკიდან, უფროსები: 5-10მლ დღეში.
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის მოცულობაზე. გამოხატული დეფიციტისას მკურნალობა გრძელდება საშუალოდ 3-5 თვე. საბოლოოდ მკურნალობა მიმდინარეობს დოზირებით, რომელიც გამოიყენება ლატენტური (მსუბუქი) რკინის დეფიციტის დროს და გრძელდება რამოდენიმე კვირა რკინის მარაგის შევსების მიზნით.
მკურნალობის ზუსტ ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად. დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზირება. თუ ფიქრობთ, რომ ეს მედიკამენტი თქვენზე მოქმედებს ძლიერად ან პირიქით სუსტად, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები მალტოფერის სიროფის გამოყენებისას
მალტოფერის სიროფის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
საშუალოდ შესაძლოა გამოვლინდეს ყაბზობა, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის გართულებები, ღებინება და გულისრევა ან თავის ტკივილები.
ძალიან იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ასთმა, ჭინჭრის ცხელება), ასევე კანის ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).
ხშირად ვლინდება განავლის ფერის ცვლილება, რაც გამოწვეულია რკინის გამოყოფის შედეგად. იშვიათად აღინიშნა შარდის მუქად შეფერვა. კბილების მოსალოდნელი შეფერილობა უმნიშვნელო მოვლენაა და რევერსულია.
ეს გვერდითი ეფექტები უმეტესად ვლინდება სუსტად და ქრება მკურნალობის შემდეგ.
თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC).
დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ექიმისაგან ან ფარმაცევტისაგან, რომლებიც ფლობენ დაწვრილებით სპეციალიზირებულ ინფორმაციას.
რას შეიცავს მალტოფერის სიროფი?
5მლ მალტოფერის სიროფი შეიცავს 50მგ რკინას რკინის (III)-ჰიდროქსიდ- პოლიმალტოზას კომპლექსის სახით, შაქარს, არომატიზატორს (ვანილი), კონსევანტებს (E216, E218) და დამხმარე ნივთიერებებს.
30124 (სვისმედიკი).
სად შეიძლება მალტოფერის სიროფის შეძენა?
შეფუთვის შემადგენლობა
მალტოფერის სიროფი გაიცემა აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე, შეფუთვა შეიცავს 150მლ (თან ახლავს საზომი ჭიქა).