კეპრა 500მგ #50ტ(თურქ)

56266
მარაგშია
30.28 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიკრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიLevetiracetamum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
30.28 

 

კეპრაR  1000 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი

მიიღება ორალური (პირის)გზით.

  • მოქმედი ნივთიერება: თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 1000 მგ ლევეტირაცეტამს შეიცავს.
  • დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაკროგოლ 6000, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

აპკის საფარის ნივთიერება: ოპადრი 85F18422 (პოლივინილის სპირტი-ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), მაკროგოლ 3350, ტალკი).

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე  გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად  თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის  გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ.  თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა  მაღალი და ან დაბალიდოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

  1. რა არის და რისთვის გამოიყენება კეპრა?
  2. კეპრას გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
  3. როგორ გამოიყენება კეპრა?
  4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
  5. კეპრას  შენახვა
  1. რა არის და რისთვის გამოიყენება კეპრა?

კეპრა თეთრი ფერის, ამობურცული ფორმის, ერთ ზედაპირზე ,,ucb’’ და,,1000’’ გრავირების მქონე ტაბლეტებია. თითოეული კოლოფი 50 ტაბლეტს შეიცავს.

კეპრა ეპილეფსიიური გულყრების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიეპილეპტიკური (ეპილეფსიური გულყრების პრევენციის) წამალია.

კეპრა გამოიყენება 16 წლის და მეტი ასაკოვანი ჯგუფის ავადმყოფებში მეორადად გენერალიზებული და ან ნაწილობრივ პირველადად გამოვლენილი გულყრების სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით.

კეპრა ამჟამად გამოყენებულ სხვა  ეპილეპტიკურ მედიკამეტებთან ერთად  დამატებით გამოიყენება:

  • 4 წლის და მეტი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებსა და მოზარდებში  გენერალიზებული და ან  ნაწილობრივ პირველადად გამოვლენილი გულყრების დროს (მეორადი გენერალიზებული  და ან  ნაწილობრივ პირველად გამოვლენილი გულყრები).
  • 12 წლის და მეტი ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებსა და ზრდასრულებში   შეხტომის  ტიპის გულყრების დროს(მიოკლონური კრუნჩხვები).
  • 12 წლის და მეტი ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებსა და ზრდასრულებში   პირველადი გენერალიზებული კრუნჩხვების სახით მიმდინარე გულყრების სამკურნალოდ (პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები).

2.  კეპრას გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

კეპრა არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

  • თუ კეპრას მოქმედი ნივთიერების ლევეტირაცეტამის და ან დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს  მიმართ  ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა)გაქვთ.

კეპრა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:

  • თუ თირკმლის პრობლემები გაქვთ, თქვენი ექიმის რეკომენდაციებს დაემორჩილეთ. ექიმი დოზის რეგულირების საჭიროების საკითხს გადაწყვეტს.
  • თუ გამოვლინდება თქვენი შვილის განვითარების შეფერხება და ან  ბავშვში მოულოდნელი სქესობრივი განვითარების ნიშნები, მაშივნე ექიმს აცნობეთ.
  •  კეპრათი  და მსგავსი ეპილეპტიკური წამლით მკურნალობის ფონზე ავადმყოფთა მცირე რიცხვში შეილძება გამოვლინდეს  თვითმკვლელობის და ან თვითდაზიანების ფიქრები. დეპრესიის და ან თავის მოკვლის მაჩვენელი ნიშნების შემჩნევისას, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ.
  • თუ გაქვთ სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, განმეორებითი ინფექციები და ან ჩირქოვანი პროცესები, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
  • თუ ოჯახში და ან თქვენს სამედიცინო წარსულში გქონდათ გულის ცემის არარეგულარობა (ეკგ შეიძლება გამოვლინდეს),  თუ გაქვთ დაავადება, რომელიც განაპირობებს გულის ცემის რითმის  და ან  მარილოვანი ბალანსის დარღვევას და ან თუ მკურნალობის კურსს გადიხართ.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილოი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე მკვეთრად გაუარესდა და ან რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

  • არანორმლაური ფიქრები, ნერვული გაღიზიანება და ან  ნორმაზე მეტად აგრესიული რეაქციები და ან  სულიერი მდგომარეობის და ან ქცევების მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელსაც თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები და ან მეგობრები შეამჩნევენ.
  • ეპილეფსიის გამწვავება

გულყრები -მკურნალობის დაწყებიდან  და ან დოზის მომატებიდან პირველი 1 თვის განმავლობაში იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ გაუარესდეს და მისი გამოვლენის სიხშირე მოიმატოს. კეპრას მიღებისას თუ აღნიშნული  ნიშნებიდან  რომელიმე გამოვლინდება, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ აღნიშნული გაფრთხილებები, თუნდაც წარსულის რომელიმე პერიოდში გამოვლენილი იყოს, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ.

 

კეპრას  გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

კეპრას მიღება შესაძლებებლია საკვებთან ერთად და ან მის გარეშეც, ცალკე. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, ალკოჰოლთან ერთად არ მიიღოთ.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, აცნობეთ თქვენს ექიმს.

ექიმთან კონსულტაციის გარესე კეპრას მიღება არ შეწყვიტოთ.  კეპრას უარყოფითი ეფექტი მუცლად მყოფ ბავშვზე არ უნდა იქნას უგულებელყოფილი.  ცხოველებზე  ჩატარებული კვევებით ვლინდება, რომ  გულყრების კონტროლისთვის საჭიროა  კეპრას უფრო მაღალი დოზები, ამავე დროს აღსანიშნავია, რომ  კეპრა რეპროდუქციულ სისტემაზე  არასასურველ ეფექტებს ავლენს.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.

სხვა ნებისმიერი წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

კეპრამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, აღნიშნული კი  გამოიწვევს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფით ზემოქმედებას, ასეთი მდგომარეობა უფრო მეტად მკურნალობის დასაწყიში და ან დოზის მომატებისას გამოვლინდება.  კეპრათი მკურნალობისას მკურნალობაზე პასუხს(შედეგს) ექიმი შეაფასებს და განსაზღვრავს თქვენს შესაძლებლობას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე, ექიმის ნებართვის გარეშე ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

კეპრას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

სიფრთხილის განმაპირობებელ დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

კეპრას მიღებამდე 1 საათით ადრე და მიღებიდან  1 საათის შემდეგ მაკროგოლი (საფაღარათო წამალი) არ გამოიყენოთ, აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება კეპრას  ეფექტი შეამციროს.

კეპრასთან ერთად  მეტოტრექსატი (იმუნური სისტემის დარღვევების და ან  სიმსივნის მსგავსი დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი) არ მიიღოთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან  ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორგამოიყენებაკეპრა?

  • სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები:

ექიმი აგიხსნით დღეში  კეპრას რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და შესაბამისად შეიძინეთ.  კეპრა დღეში 2 ჯერ, დილით და საღამოს, ყოველდღე დაახლოებით  ერთსადაიმავე დროს მიიღეთ.

მონოთრეაპია(მხოლოდ კეპრათი მკურნალობა)

ზრდასრულებსა და 16 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში გამოყენება:

  • ზოგადი დოზა: დღეში  1000 მგ ( 1 ტაბლეტი)- 3000 მგ (3 ტაბლეტს) შორისაა.
  • თუ კეპრათი მკურნალობას პირველად იწყებთ, ექიმი ყველაზე დაბალი დოზის მიღების დაწყებამდე, 2 კვირის განმავლობაში კეპრას დაბალ დოზას გამოგიწერთ.

მაგალითად,  თუ დღიური დოზა 2000 მგ-ია, დილით და საღამოს თითო ტაბლეტი უნდა მიიღოთ.

დამატებითი მკურნალობა-( სხვა ანტიეპილეპტიკურ მედიკამენტებთან ერთად მკურნალობა)

ზრდასრულებში (≥18 წლის) და  50 კგ და მეტი წონის მოზარდებში(12-17 წელი) გამოყენება:

  • ზოგადი დოზა: დღეში  1000 მგ -3000 მგ შორისაა.

მაგალითად,  თუ დღიური დოზა 2000 მგ-ია, დილით და საღამოს თითო ტაბლეტი უნდა მიიღოთ.

4-11  წლის ასაკოვან ჯგუფში  და 50 კგ  და  ნაკლების წონის მოზარდებში (12-17 წელი) გამოყენება:

  • ზოგადი დოზა: დღეში 20 მგ/კგ და 60 მგ/კგ სხეულის წონას შორისაა.
  • ექიმი ბავშვის სხეულის წონის და დოზის მიხედვით კეპრას ყველაზე შესაბამის ფარმაცევტულ ფორმულას გამოგიწერთ.

მაგალითად, თუ დღიური დოზა 20 მგ/კგ,   ზოგადი დოზისთვის 25 კგ წონის მქონე ბავშვისთვის საჭირო იქნება:  კეპრა 250 მგ ტაბ.- დილით და საღამოს თითო ტაბლეტი.

  •  მიცემის გზა და მეთოდი:

კეპრა ორალური(პირის გზით) მიღებისთვისაა განკუთვნილი.

კეპრას ტაბლეტები საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად(მაგ.1 ჭიქა წყალი) გადაყლაპეთ. პირის გზით მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამმა შეიძლება  მწარე გემოს დატოვოს.

გამოყენების ხანგრძლივობა:

  • კეპრათი მკურნალობა ხანგრძლივია და  უნდა გააგრძელოთ ექიმის მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში.
  • ექიმთან რეკომენდაციის გარეშე კეპრათი მკურნალობა არ შეწყვიტოთ, ამ დროს გულყრების სიხშირემ შეიძლება იმატოს.
  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

 

 

ბავშვებში გამოყენება:

კეპრას აპკით შემოგარსული ტაბლეტის გამოყენება შესაძლებელია 4 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ ავადმყოფებში (65 წლის და მეტი ), რომელთაც თირკმლის ფუნქციები დაქვეითებული აქვთ,  საჭიროა ექიმის მიერ დოზის რეგულირება.

  • გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა

თუ აღინიშნება თირკმლების უკმარისობა, კეპრას დოზა თირკმლის ფუნქციების შესაბამისად  ექიმის მიერ უნდა დარეგულირდეს. თუ აღინიშნება ღვიძლის მძიმე უკამარისობა, დოზის რეგულირებას ექიმი მოახდენს.

თუ ფიქრობთ, რომ კეპრას ეფექტი ძალიან ძლიერი და ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

თუ კეპრას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ კეპრას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, გვერდითი ეფეტის სახით შეიძლება გამოვლინდეს:ძილიანობა, მომატებული მოუსვენრობა, მტრული ქცევები/ აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის შეჩერება და კომა.  გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში თქვენი ექიმი შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.

თუ კეპრას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ კეპრას მიღება დაგავიწყდათ

თუ ერთი და ან ერთზე მეტი დოზის მიღება დაგავიწყდათ, თქვენს ექიმს მიმართეთ.

დავიწყებული დოზის  აღდგენისთვის   ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც კეპრათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

  • კეპრა ქრონიკული(ხანგრძლივი) მკურნალობის სახით გამოიყენება. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, კეპრათი მკურნალობა უნდა გააგრძელოთ.
  • ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს გულყრების სიხშირის მომატება. კეპრათი მკურნალობის შეწყვეტის საკითხს ექიმი გადაწყვეტს.  თქვენი ექიმი კეპრათი მკურნალობის შეწყვეტას ეტაბობრივად მოახდენს  და დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.

თუ კეპრას გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

      4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, კეპრაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, კეპრას მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ და  თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს (ემერჯენსის) განყოფილებას მიმართეთ.

  • სისუსტე, მსუბუქი თავბრუსხვევა და ან გაბრუება და ან  სუნთქვის გაძნელება. აღნიშნუ ნიშნები სერიოზული ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის) მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
  • სახის, ტუჩების, ენის და ხახის შეშუპება(კვინკეს შეშუპება).
  • გრიპის მსგავსი ნიშნები და სახეზე შეწითლება, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, გაფანტული გამონაყარი, სისხლის ანალიზში ღვიძლის ენზიმების დონის მატება და სისხლის თეთრი უჯრედების(ლეიკოციტების) ერთი სახეობის (ეოზინოფილების) მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება (წამლისმიერი რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ეოზინოფილია და სისტემური ნიშნები  (დრესს-DRESS-Drug Rash with Eosinophilia and Systemic Symptoms)
  • შარდის მოცულობის შემცირება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, გონების დაბინდვა(კონფუზია), ფეხების, კოჭების  შეშუპება. აღნიშნული ნიშნები თირკმლის ფუნქციების უეცარი დაცემის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
  •  გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე ამობურცულობის და პატარა სამიზნე დაფების (ცენტრალურად მუქი ფერის ლაქები, ირგვლივ უფრო ღია ფერის და გარე მონაკვეთში კი მუქი ფერის რგოლის) სახით.
  •  გაფანტული გამონაყარი (სტევენს ჯონსონის სინდრომი), რომელიც დროსაც აღინიშნება ბუშტუკების წარმოქმნა,  განსაკუთრებით ვლინდება პირის, ცხვირის, თვალის და გენიტალიების მიდამოში და თან ახლავს კანის აქერცვლა,აცლა.
  • სხეულის ზედაპირის 30% მეტი ფართის დაზიანების- აცლის განმაპირობებელი ძლიერი გამონაყარი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
  • სერიოზული ფსიქიკური ცვლილებები, ახლობლების მიერ თქვენში- გონების დაბინდვის (კონფუზიის), სომნოლეციო (ძილიანობის), ამნეზიის (მეხსიერების დაკარგვის), მეხსიერების უკმარისობის (გულმავიწყობის), ანორმალური ქცევების  და ან  უნებლიე და ან უკონტროლო მოძრაობების და მსგავსი ნევროლოგიური ნიშნების შემჩნევისას ექიმს მიმართეთ.  აღნიშნული ნიშნები ენცეფალოპათიის (თავის ტვინის დაავადება, დაზიანება და ან  ფუნქციური დარღვევა) გამოვლინება შეიძლება იყოს.

ყველა აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს სერიოზულ გვერდით ეფექტებს. თუ  ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, შეიძლება სააჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და ან  საავადმყოფოში დაწოლა.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ  100 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან  შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული:

  • ნაზოფარინგიტი (ცხვირის და ხახის ჩირქოვანი ანთება)
  • ძილიანობა (სომნოლეციო)
  • თავის ტკივილი

გავრცელებული:

  • უმადობა (ანორექსია)
  • დეპრესია
  • მტრული ქცევები/აგრესიულობა
  • შფოთვა , წუხილი
  • უძილობა(ინსომნია)
  • ნერვული გაღიზიანება და ან გაღიზიანებაზე მომატებული რეაქციის გამოვლენა( ირიტაბელობა)
  • კუნთების უნებლიე შეკუმშვები (კონვულსია)
  • წონასწორობის დარღვევა
  • გაბრუება
  • უმოძრაო მდგომარეობა (ლეთარგია), რომელსაც თან ახლავს ცნობიერების დაბინდვა
  • უნებლიე კანკალი (ტრემორი)
  • თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
  • ხველა
  • მუცლის ტკივილი
  • დიარეა
  • მონელების პრობლებები, დისპეფსია
  • გულისრევა
  • ღებინება
  • გამონაყარი
  • დაღლილობა (ასთენია/სისუსტე)

ნაკლებად გავრცელებული:

  • სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება
  • სისხლის თეთრი უჯრედების  რაოდენობის შემცირება
  • წონის მომატება
  • წონის დაკლება
  • თვითმკვლელობის მცდელობა და თვითმკვლელობაზე ფიქრი
  • მენტალური დარღვევები
  • ანორმალური ქცევები
  • არ არსებულის დანახვა და ან გაგონება(ჰალუცინაციები)
  • გაბრაზება
  • გონების დაბინდვა(კონფუზია)
  • პანიკური შეტევა
  • სულიერი მდგომარეობის ცვლილება/სულიერი მდგომრეობის უეცარი ცვლილებები
  • ძლიერი მოუსვენრობა(აჟიტაცია)
  • მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია)
  • გულმავიწყობა( მეხსირების უკმარისობა)
  • კოორდინაციის დარღვევები/შეუთავსებელი მოძრაობები (ატაქსია)
  • ჩხვლეტის შეგრძნება(პარესთეზია)
  • ყურადღების გაფანტვა(კონცენტრაციის დაკარგვა)
  • მხედველობის გაორება
  • მხედველობის დაბინდვა
  • ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლების მომატება/ანორმალური
  • თმის ცვენა
  • კანის ჩირქოვანი ანთება
  • ქავილი
  • კუნთების სისუსტე
  • კუნთების ტკივილი(მიალგია)
  • იარების გაჩენა

იშვიათი:

  • ინფექცია
  • სისხლის საერთო ანალიზში  სისხლის ყველა ურედის რაოდენობის შემცირება
  • წამალზე მომატებული მგრზნობელობის რეაქცია(დრესს), ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე და მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციები), კვინკეს შეშუპება(სახის, ტუჩების და ხახის შეშუპება)
  • სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება
  • თვითმკვლელობა
  • პიროვნული დარღვევები (ქცევითი დარღვევები)
  • ანორმალური ფიქრები( შენელებული ფიქრი, კონცენტრირების გაძნელება)
  • დელირიუმი (ბოდვა)
  • ენცეფალოპათია (ნიშნების დეტალური აღწერისთვის იხილეთ ნაწილი- ,,ქვემოთ ჩამოთვლილიდან, თუ რომელიმე ნიშანი გამოვლიდნება, კეპრას მიღება მაშინვე შეწყვიტეთ და ექიმს აცნობეთ)
  • გულყრების გაუარესება და ან გახშირება
  • კუნთების უკონტროლო  შეკუმშვები (ქორეოათეტოზი), რომელიც გავლენას ახდენს თავზე, სხეულსა და კიდურებზე
  • მოძრაობის  კონტროლის გაძნელება (დისკინეზია)
  • ჰიპერაქტივობა, მომატებული მოძრაობა (ჰიპერკინეზია)
  • გულის რითმის დარღვევა (ეკგ)
  • პანკრეასის ჩირქოვანი ანთება (პანკრეატიტი)
  • ღვიძლის უკმარისობა
  • ღვიძლის ჩირქოვანი ანთება (ჰეპატიტი)
  • თირკმლის ფუნქციების უეცარი დაცემა
  • გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე ამობურცულობის და პატარა სამიზნე დაფების (ცენტრალურად მუქი ფერის ლაქები, ირგვლივ უფრო ღია ფერის და გარე მონაკვეთში კი მუქი ფერის რგოლის) სახით.
  • გაფანტული გამონაყარი (სტევენს ჯონსონის სინდრომი), რომელიც დროსაც აღინიშნება ბუშტუკების წარმოქმნა,  განსაკუთრებით ვლინდება პირის, ცხვირის, თვალის და გენიტალიების მიდამოში და თან ახლავს კანის აქერცვლა, აცლა.
  • სხეულის ზედაპირის 30% მეტი ფართის დაზიანების- აცლის განმაპირობებელი ძლიერი გამონაყარი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
  • რაბდომიოლიზი(კუნთოვანი ქსოვილის დარღვევა) და ამასთან დაკავშირებით  სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება. აღსანიშნავია, რომ იაპონელ ავადმყოფებთან გამოვლინების სიხშირე  ბევრად მაღალია, ვიდრე  არა იაპონელ  ავადმყოფებთან.
  • სიარულის გაძნელება

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია: ნაზო-ფარინგიტი, ძილიანობა(სომნოლეციო), თავის ტკივილი, დაღლილობა, გაბრუება. ძილიანობა. დაღლილობა და გაბრუება შეიძლება ასევე მკურნალობის დასაწყისში  და ან  დოზის მომატებისას გამოვლინდეს, თუმცა აღნიშნული  ეფექტები გარკვეული დროის შემდეგ უნდა შემცირდეს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის და ან არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს  და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის და ან არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  და ან ფარმაცევტს.  ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ  აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr   ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში  დაკლიკებით და ან დარეკეთ  ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს  ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის  მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  1. 5.    კეპრას  შენახვა

კეპრა  ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას   შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის  შემდეგ  კეპრა  არ გამოიყენოთ.

თუ პროდუქტზე და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, კეპრა არ გამოიყენოთ.

ვადა გასული  და ან  არ გამოყენებული წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:ს.ს.UCB ფარმა. პალადიუმის თაუერი, ბარბარას დასახლ. ქარდელენის ქ.N2. სართული 24/80. 34746 ათაშეჰირი/სტამბული

წარმოების ადგილი: ს.ს ბილიმ ილაჩ სან ვე თიჯ

COSB 41480. გებზე/ქოჯაელი

 

 

 

 

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ერთად ყიდულობენ