სისტეინი გელი 10მლ თვ.წვეთები

58971
-29%
მარაგშია
37.50 
26.81 
დანაზოგი: 10.69 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიPolyethylenglycol,Propilenglycol * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
37.50 
26.81 
დანაზოგი: 10.69 ₾ (29%)

სისტეინი გელი 10მლ თვ.წვეთები

სისტეინ® წვეთები - გელი ოფთალმოლოგიური საშუალება ვარგისია გამოსაყენებლად დღისით და ღამითაც, ამსუბუქებს “მშრალი თვალის” სინდრომის სიმპტომების ზომიერ და სერიოზულ გამოვლინებებს. ამ ოფთალმოლოგიური საშუალების შემადგენლობა სპეციალურადაა შემუშავებული თვალის აპკის დასატენიანებლად და აღსადგენად, თვალის ზედაპირის შემდგომი დაზიანებისაგან დასაცავად.

სისტეინ® წვეთები - გელი ოფთალმოლოგიური საშუალება - ეს არის სტერილური ხსნარი, რომელიც შეიცავს პოლიეთილენგლიკოლ 400-ს, პროპილენგლიკოლს, ჰიდროქსიპროპილ გუარს, სორბიტოლს, ამინომეტილპროპანოლს, ბორის მჟავას, კალიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ქლორიდს, დინატრიუმის ედეტატ POLYQUAD® (პოლიკვატერინუმ-1-ს) 0,001% - კონსერვანტის სახით.

გამოყენების ჩვენებები
სისტეინ® წვეთები - გელი ოფთალმოლოგიური საშუალება - ეს არის საშუალება “მშრალი თვალის” თერაპიისათვის, მისი სიმტომების გამოვლინებების შესამსუბუქებლად, როგორიცაა წვა და გაღიზიანება.

უკუჩვენებები
უკუნაჩვენებია ყველასათვის, ვისაც აღენიშნება ალერგია სისტეინ® წვეთები- გელი ოფთალმოლოგიური საშუალების ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

მითითებები
სისტეინ® წვეთები - გელი ოფთალმოლოგიური საშუალების გამოყენება შეიძლება დღის განმავლობაში საჭიროებისამებრ, ასევე ღამითაც. შეიძლება გამოყენება ‘მშრალი თვალის” სინდრომის შესამსუბუქებლად კონტაქტური ლინზების ტარებისას.

გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი!

ჩაიწვეთეთ საშუალება და დაახამხამეთ.

გაფრთხილება
ოფტალმოლოგიური საშუალების გამოყენებისას აუცილებელია ექიმის მითითებების და წინამდებარე ჩანართ-ფურცელში არსებული რეკომენდაციების დაცვა. თუ თქვენ გრძნობთ თვალის მუდმივ დისკომფორტს, ჭარბ ცრემლდენას, მხედველობის სიმახვილის ცვლილებას, თვალების შეწითლებას - ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, სიმპტომების გამწვავების თავიდან ასაცილებლად.

სიფრთხილის ზომები
• ხსნარის დაბინძურების პრევენციისათვის ნუ შეეხებით ფლაკონის საწვეთურით ნებისმიერ ზედაპირს.
• გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ ფლაკონს თავსახური და შეინახეთ ფლაკონი თავდახურული.
• შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
• შეინახეთ შეფუთვაზე მითითებულ ვადამდე.
• ნუ გამოიყენებთ ხსნარს 3 თვეზე მეტ ხანს ფლაკონის პირველი გახსნიდან.


სისტეინ® წვეთები-გელი ოფტალმოლოგიური საშუალება ექვემდებარება კომბინირებულ სტერილიზაციას ორთქლით და ფილტრაციით, მისი მიწოდება ხდება პლასტიკურ ფლაკონებში 10-10 მლ.

სტერილურია A

მწარმოებელი:
ALCON CUSI, S.A.
კამილ ფაბრა, 58
08320 ელ მასნოუ - ბარსელონა
ესპანეთი

ერთად ყიდულობენ