ენცეფაბოლი 100მგ #50ტ

6158
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფინოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები) ჯენერიკიPyritinolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
ენცეფაბოლი
ENCRPHABOL

საერთაშორისო დასახელება - pyritinol


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები; ნოოტროპული პრეპარატები   


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
50 ტაბ. 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პირიტინოლი აძლიერებს თავის ტვინში პათოლოგიურად დაქვეითებულ მეტა ­ ბოლიზმს გლუკოზის მიტაცებისა და უტილიზაციის გაზრდის ხარჯზე. აძლიერებს ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმსა და აცეტილქოლინის გამონთავისუფლებას ნერვულ უჯრედების სინაფსებში, აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის უჯრედებს შორის ქოლინერგულ გადაცემას.
პირიტინოლი ხელს უწყობს ნერვული უჯრედების უჯრედული მე­ მბრანის სტრუქტურის სტაბილიზებას და მათ ფუნქციებს ლიზოსომური ფერმენტების ინჰიბირების მეშვეობით, რითაც ხელს უშლის თავისუფალი რა­ დიკალების წარმოქმნას. პირიტინოლი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამაღლებს ერითროციტების პლასტიურობას მათ მემბრანებში ატფ­ის შემცველობის გაზრდით, რაც ამცირებს სისხლის სიბლანტეს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. პირიტინოლი აუმჯობესებს რა სისხლის მიმოქცევას ტვინის იშემიურ უბნებში, აუმჯობესებს მათ ჟანგბადით მომარაგებასა და გლუკოზის ცვლას ტვინის პირველად იშემიურ უბნებში. ამის შედეგად უმჯობესდება მეხსიერების მაჩვენებლები და ნერვულ ქსოვილში აღდგება დარღვეული ცვლის პროცესები, რაც ხელს უწყობს მისი უჯრედების სრულფასოვან ფუნქციონირებას.

ჩვენებები
სიმპტომატური თერაპია ტვინის ორგანული დაზიანებით გამოწვეული გონებრივი შრომისუნარიანობის ქრონიკული დარღვევისას, რომელიც მიმდინარეობს დემენციის სინდრომის წამყვანი სიმპტომებით: მეხსიერების დაქვეითება, აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარის დარღვევა, გადაღლილობა, მიზნობრივობისა და მოტივაციის უკმარისობა, აფექტური დარღვევები. პირველადი დეგენერაციული დემენცია, სისხლძარღვოვანი დემენცია და მისი შერეული ფორმები.
გონებრივი შრომისუნარიანობის ქრონიკული დარღვევების სიმპტო­ მური თერაპია. პოსტტრავმული ენცეფალოპათია. ცერებრალური ათეროსკლეროზი. ენცეფალიტის შედეგები. ფსიქიური განვითარების შეფერხება, ცერებროასთენიური სინდრომი, ენცეფალოპათია ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები

დაავადების სერიოზულობისა და პრეპარატის ეფექტიანობის გათვა­ ლისწინებით რეკომენდირებულია შემდეგი დოზირებები:
­ მოზრდილებში: 2 ტაბლეტი 3­ჯერ დღეში (600 მგ დღეში).
­ ბავშვებში 7 წლის ზევით: 1­2 ტაბლეტი 1­3­ჯერ დღეში (შესაბამისად 50­დან 600 მგ­მდე დღეში დანიშნულების მიხედვით).
შენიშვნა:
ახალშობილებისა და 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის არსებობს პრეპარატის სხვა ფორმა – სუსპენზია. პრეპარატის მიღება უნდა ხდებოდეს ჭამის დროს ან მის შემდეგ. ძილის დარღვევის შემთხვევა­ ში არ არის რეკომენდირებული ბოლო დოზის მიღება საღამოს ან ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ სურათზე: მწვავე მდგომარეობისას და მაღალი დოზების დანიშვნისას თერაპიული ეფექტი უკვე რამოდენიმე საათსა ან დღეში მიიღწევა. ქრო­ ნიკული დაავადებებისას, როგორიცაა ქალა­ტვინი ტრავმების შედეგები ან დემენციის სინდრომი, შედეგები მიიღწევა 2­4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ. ოპტიმალური და სანდო ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა მკურნალობიდან 6­12 კვირაში. ქრონიკული დაავადებებისას მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 8 კვირისა. 3 თვის შემდეგ საჭიროა ჩვენებების გადასინჯვა შემდგომი მკურნალობის დასანიშნად.

გვერდითი მოვლენები

დანიშნულების მიხედვით რეკომენდებული დოზებით ენცეფაბოლის მიღებისას გვერდითი მოვლენების განვითარება არ არის მოსალოდნელი. ზოგჯერ აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, უმეტესად კანსა და ლორწოვანზე გამონაყარის, ქავილის, გულისრევის შეგრძნების, ღებინების, დიარეის, ტემპერატურის მომატების, ძილის დარღვევის სახით. იშვიათად აღინიშნება მომატებული აგზნებადობა, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, პირში გემოს შეცვლა, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა (ტრანსამინაზების დონის მომატება ქოლესტაზი).

უკუჩვენება

აბსოლუტური: პირიტინოლისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
შეფარდებითი: ანამნეზში თირკმლების დაზიანება, ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები, პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები, მწვავე აუტიომუნური დაავადებები, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა, მიასთენია, პემფიგუსი.

ორსულობა და ლაქტაცია

პირიტინოლი გადის პლაცენტურ ბარიერს. ჩატარებულმა გამოკვლევე­ ბმა არ დაადგინა ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიური აქტივობა. დედის რძეში აღინიშნება პირიტინოლის უმნიშვნელო რაოდენობა. მიუხედავად ამისა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას სარგებელი­რისკის შეფარდების დადგენის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები

შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა D­პენიცილამინისადმი, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავისი ქიმიური შემადგენლობით წააგავს პირიტინოლს (თიოლის ჯგუფი).

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება გვერდითი მოვლენების სიმპ­ ტომატიკის გაძლიერება. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პირველადი დახმარება გამოიხატება კუჭის გამორეცხვასა და გააქტივებული ნახშირის მიღებაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პირიტინოლმა შესაძლოა მოახდინოს პენიცილამინის, ოქროს პრეპარატებისა და სულფასალაზინის გვერდითი რეაქციების პოტენცირება.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
5 წელი. არ შეიძლება გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

გაცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
merk KGaA ნიკომედისთვის,
გერმანია

მსგავსი პროდუქტები