ბიო-დრაი #30ტ (ოფლის საწ)

62487
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები ჯენერიკიSalvia offic.+Perilla frutescens * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ბიო-დრაირევოლუციური სიახლე ჭარბოფლიანობის საწინააღმდეგოდ

  ბიო-დრაი  აღიარებულია ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) მიერ

ჰიპერჰიდროზის, ჭარბოფლიანობის წინააღმდეგ  მედიცინაში უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა მცენარეული საშუალებები. თანამედროვე ფარმაკოლოგიურმა ინდუსტრიამ გაითვალისწინა ძველი გამოცდილება და დაიწყო მცენარეული საშუალებების ტაბლეტიზირებული სახით დანერგვა, რომელიც უფრო კომფორტულია მოხმარებისთვის.

ბიო-დრაი  - ამჟამად ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) საწინააღმდეგო ერთადერთი პერორალური საშუალებაა ფარმაცევტულ ბაზარზე, რომელიც ზოგადი მოქმედებით ხასიათდება და აღიარებულია ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA)  მიერ, როგორც ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის)  ეფექტური და უსაფრთხო მცენარეული საშუალება.

ბიო-დრაი - მცენარეული შემადგენლობიდან გამომდინარე (სალბი, პერილა) მაქსიმალურდ უსაფრთხოა - ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის)  სიმპტომური მკურნალობისათვის.

ბიო-დრაი  - მცენარეული ტაბლეტის ფორმით რეკომენდებული საკვები დანამატია მათთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერჰიდროზი ანუ ჭარბი ოფლიანობა სხეულის სხვადასხვა არეში (იღლია, ხელის გულები, ტერფები, ზურგის არე, სახე და სხვა). ტრადიციულ დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს, მხოლოდ ადგილობრივი მოქმედება ახასიათებთ, შეიცავენ მძიმე მეტალებს ალუმინის სახით და მათი ხშირი და არასწორი გამოყენებისას მოსალოდნელია: კანის გაღიზიანება, ქავილი, ჰიდრადენიტი.

ბიო-დრაის ტაბლეტები ადგილობრივი მოქმედების დეოდორანტებისაგან და ანტიპერსპირანტებისაგან განსხვავებით ზოგადი მოქმედებით ხასიათდება და სრულიად უსაფრთხოა. ამავე დროს კომფორტულია დღეში მხოლოდ 1  ტაბლეტის მიღება, რაც ეფექტურად ამცირებს ოფლის სეკრეციას ყველგან, იმისდა მიუხედავად, თუ სად იჩენს პრობლემა თავს: ხელზე, იღლიაში, ტერფზე, ზურგზე, სახეზე თუ სხვაგან.

ადგილობრივი მოქმედების ანტიპერსპირანტებისგან განსხვავებით ბიო-დრაი მოქმედებს სხეულის მთელ ზედაპირზე.

ბიო-დრაის ჩვენებები:

1. პირველადი – ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა)   (ადგილობრივი და ზოგადი);
2. მეორადი – ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა)   პათოგენეზურ მკურნალობასთან კომბინაციაში (ენდოკრინული, ნევროლოგიური, დერმატოლოგიური დაავადებების დროს და კლიმაქტერულ პერიოდში)

ბიო-დრაის მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები 12 წლის ასაკის ზევით: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
1 თვიანი კურსის დამთავრების შემდეგ, მეორე კურსის დაწყებამდე შეისვენეთ მინიმუმ 7 დღე.

ბიო-დრაის ტაბლეტი შეიცავს:

ნანკინურ პერილას (Perilla frutescens /nankinensis) და ჩვეულებრივი სალბის (Salvia officinalis) ექსტრაქტის აქტიურ ნივთიერებებს.

ბიო-დრაი - ში შემავალი სალბის უნიკალური და მრავალკომპონენტიანი შემადგენლობა განაპირობებს მის მრავალმხრივ სამკურნალო ეფექტს, მათ შორის ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის)  შემცირებას:

1. მთრიმლავი ნივთიერებები ეპითელიოციტებთან შეხებისას წარმოქმნიან დამცავ ფენას. შედეგად მცირდება მემბრანის გამავლობა, ხდება გაფართოებული სისხლძარღვის ნორმალიზება (შევიწროება), მცირდება სეკრეცია და ექსუდაცია;
2. ფიტოესტროგენები ხელს უწყობენ კლიმაქტერული გამოვლინებების (ალები, ჭარბი ოფლიანობა) შემცირებას;
3. α-თუნიონები, ფიტონციდები განაპირობებს ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ და ანტიმიკოზურ თვისებას;
4. გარდა ანტიბაქტერიული მოქმედებისა, სალბში შემავალ ნივთიერებებს გააჩნიათ მძიმე მეტალებისა და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნის უნარი.

ბიო-დრაი - ში შემავალ ნანკინურ პერილას, ომეგა-3-ის შემცველობის გამო აქვს მემბრანოსტაბილიზატორის ფუნქცია, რაც განაპირობებს მის ჭარბოფლიანობის საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ მოქმედებას.

ბიო-დრაის მწარმოებელი: Pharmacy Laboratories S.C.   პოლონეთი

მსგავსი პროდუქტები