ინტესტინი #14კაფს

65893
მარაგშია
34.20 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატები ჯენერიკიBifidumbacterium,Lactobacterium * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
34.20 

ინტესტინი

შემადგენლობა: 

1 კაფსულა ინტესტინი შეიცავს: Lactobacillus  rhamnosus-1,0x10*9, Lactobacillus plantarum-1,0x10*9, Lactobacillus casei-1,0x10*9, Lactobacillus acidophilus-1,0x10*9, Bifidobacterium bifidum- 1,0x10*9,  Bifidobacterium longum-1,0x10*9,   Streptococcus faeciu,  -1.0x10*9 Streptococcus thermophilus-1,0x10*9, ინულინი-383mg.

- ინტესტინის შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ავლენენ მდგრადობას კუჭის PH და ნაღვლის მჟავების მიმართ.
- ნაწლავურ ეპითელიუმზე ადჰეზიის გამო  ბაქტერიები სწრაფად ჯგუფდებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და აუმჯობესებენ მის ფუნქციონირებას.
- ბაქტერიები აუმჯობესებენ ბუნებრივი ნაწლავური ბარიერის დამცავ ფუნქციას
- ინტესტინის  შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ავლენენ ანტაგონისტურ მოქმედებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ტიპიური პათოგენების მიმართ.
- ინულინი  არის მცენარეული პოლისაქარიდი, რომლისგანაც კუჭში ნაწილობრივი პერმენტული ჰიდროლიზის  გზით, წარმოიქმნება ფრუქტოოლიგოსაქარიდები.ისინი წარმოადგენენ ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ზრდის იდეალურ საკვებ გარემოს. (პრებიოტიკს) ინულინს  ახასიათებს პროკინეტიკური,დეტოკსიკაციური,ანტიქოლესტერინული მოქმედება

ჩვენებები:

- მწვავე ინფექციური დიარეა

- ანტიბიოტიკოთერაპიის და შემდგომი პერიოდი

- მოგზაურთა დიარეა

- იმუნიტეტის გაუმჯობესებისათვის

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაცვა პათოგენური   ბაქტერიებისგან

- ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა ნაწლავური მიკროფლორის დარღვევისას

- ბუნებრივი ნაწლავური ბარიერის დამცავი ფუნქციის გასაუმჯობესებლად

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ინტესტინის გამოყენება ორსულობის და  ლაქტაციის პერიოდში შეიძლება  მხოლოდ ექიმის კონსულტაციით
მიღების წესი და დოზირება
ინტესტინი  მიიღება ჭამის დროს მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით
0-დან 2 წლამდე ბავშვებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანად კაფსულის გადაყლაპვა. 1 კაფსულა უნდა გაიხსნას და მისი შიგთავსი განზავდეს მცირე რაოდენობით სითხეში.
• 2-12 წლამდე  1 კაფსულა 2- ჯერ დღეში
• 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის  განვითარების  მიზეზსა და ორგანიზმის ინდივიდუალ თავისებურებებზე