პარაზოლი 150მლ სიროფი

65931
მარაგშია
38.94 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიჰელმინთური პრეპარატები ჯენერიკიCucurbita,Allium sativum,Ceratonia,Achil გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
38.94 

პარაზოლი

(ბიოლოგიურად აქტიური დანამატი)

შემადგენლობა:

სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

  • გოგრის თესლის ექსტრაქტი - 225 მგ
  • ნივრის ექსტრაქტი - 50 მგ
  • კერატის ექსტრაქტი - 6,25 მგ
  • პიტნის ფოთლის ექსტრაქტი - 1,5 მგ
  • ფარსმანდუკის ყვავილის ექსტრაქტი - 25 მგ
  • ჩვეულებრივი ბეგქონდარას ბალახის ექსტრაქტი - 25 მგ
  • დიდი კამის ნაყოფის ექსტრაქტი - 15 მგ

 დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ბენზოატი - 5მგ;

კალიუმის სორბატი - 5მგ;

ქსანტანის გუმფისი (E 415) - 2,5მგ;

სორბიტოლი - 3000მგ

გლიცერინი - 250მგ;

მარწყვის არომატი - 20მგ;

გამოხდილი წყალი  q.s

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პარაზოლი - მცენარეული წარმოშობის პრეპარატი, გააჩნია ანტიჰელმინთური, ჰეპატოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ნაღვლმდენი მოქმედება.

გოგრის თესლის ექსტრაქტი - ავლენს ანტიჰელმინთურ, ჰეპატოპროტექტორულ, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ მოქმედებას. ანტიჰელმინთური მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ფიტოსტერინ - კუკურბიტოლის არსებობით, რომელიც ანადგურებს ჭიის კვერცხებს.

გოგრის თესლის ექსტრაქტის ჰეპატოპროტექტორულ თვისებას განაპირობებს მისი უნარი მოახდინოს ჰეპატოციტების მემბრანის სტრუქტურის სტაბილიზაცია.

გოგრის თესლის ექსტრაქტი მდიდარია მრავალი ნაერთით. მის შემადგენლობაში შედის არგინინი, გლუტამინის მჟავა, ვიტამინები (B3, B4, B9, E) და მინერალები (Fe, Mg, Ca, Cu, Mn, Zn, Se).

კერატის ექსტრაქტი - ახდენს ანტიჰელმინთურ, იმუნომოდულატორულ, ჰეპატოპროტექტორულ, ანტიალერგიულ, ანტიანემიურ, სპაზმოლიზურ, ანტიფუნგალურ და ანტიბაქტერიულ მოქმედებას.

ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღდგენას, ხელს უშლის დისბაქტერიოზის განვითარებას. იმუნომასტიმულირებელი მოქმედების გამო, გამოიყენება იმუნოდეფიციტური მდგომარეობების, აგრეთვე აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ. ავლენს ანტიანემიურ და ანტიალერგიულ მოქმედებას ჰელმინთოზებისას.

ნივრის ექსტრაქტი - მის შემადგენლობაში შემავალი ფიტონციდის და ალიცინის ხარჯზე ავლენს ბაქტერიოციდულ და ანტიპარაზიტულ მოქმედებას. აუმჯობესებს მადას, აჩქარებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების და ნაღვლის სინთეზს, ახდენს საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზებას. გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. ეფექტურია ჰელმინთოზებისა და დიზენტერიის დროს.

პიტნის ექსტრაქტი - აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხსნის მეტეორიზმს და ჭიების ინვაზიით გამოწვეულ ინტოქსიკაციურ გართულებებს. აქვს დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური მოქმედება.

ფარსმანდუკის ყვავილის ექსტრაქტი - ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ნაღვლმდენი და სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედებით. აუმჯობესებს მადას, ხსნის ნაწლავურ კოლიკას და დისპეფსიურ დარღვევებს.

ბეგქონდარას ექსტრაქტი - ხასიათდება გამოხატული ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინაარმდეგო, სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედებით. ხსნის ნაწლავურ კოლიკას და მეტეორიზმს, ახდენს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებას.

 ჩვენება:

  • ნემატოდოზები: ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტიმიდოზი, ენტერობიოზი, ტრიქინელოზი
  • ტრემატოდოზები: ოპისტორქოზი, ფასციოლოზი
  • ცესტოდოზები: ჰიმენოლეპიდოზი, ტეიარინქოზი
  • ლამბლიოზის კომპლექსური მკურნალობა
  • შერეული ჰელმინთოზები
  • დისპეფსიური დარღვევები, ქრონიკული ყაბზობა
  • სანაღვლე გზების დისკინეზია
  • ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება
  • ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ, დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა

 მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება კვების დროს;

გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა;

მოზრდილები: 5მლ (1 ჩაის კოვზი) - 3 ჯერ დღეში;

ბავშვები: 2,5მლ (1/2 ჩაის კოვზი) - 3 ჯერ დღეში;

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას;

მკურნალობის მინიმალური კურსი 10 დღე.

უკუჩვენება:

პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

ორსულობა და ლაქტაცია.

 გვერდითი ეფექტები:

არ არის გამოვლენილი.

გამოშვების ფორმა:

ფლაკონი 150მლ. მუყაოს კოლოფის შეფუთვით, გამოყენების ინსტრუქციასთან და საზომ თავსახურთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25ᵒ C -ის ქვემოთ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის პერიოდის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Helba Pharmaceuticals Inc. Co., Turkey

მწარმოებელი კომპანია:

Triapharma İlaç Sanayi Ticaret Anonim Sirketi, Turkey

მსგავსი პროდუქტები