ადეპი 30მგ #30ტ

66589
მარაგშია
17.69 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიდეპრესანტები ჯენერიკიMirtazapinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
17.69 

ადეპი Adep

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური სუბსტანცია-მირტაზაპინი 30მგ;

დამხმარე საშუალებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. ოპადრაი კრემისფერი (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი შავი (E172).

ადეპი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების სახელით ცნობილი პრეპარატების კლასს. როგორც წესი, ეფექტი ვლინდება 2-4 კვირის შემდეგ.

ჩვენებაადეპი გამოიყენება დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ. თუ ექიმმა ეს პრეპარატი დანიშნა სხვა მიზნებისთვის, საჭირო არის ექიმის მითითებების დაცვა.

უკუჩვენება: ადეპი, არ მიიღება თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა: თუ პაციენტს აქვს ეპილეფსია ან ნებისმიერი მსგავსი თავის ტვინის დაავადება; ღვიძლის დაავადება (მაგ. სიყვითლე); თირკმელების დაავადება; გულის დაავადება; მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა; ფსიქოტური დარღვევები, მაგ. შიზოფრენია ან მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა (ცვალებადი პერიოდები ეიფორიით-ჭარბი ენერგიით და ცუდი გუნება-განწყობით); ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, გვიანი გამოვლინების; გლაუკომა; შარდვის დარღვევები (მაგ. პროსტატის გადიდების გამო); თუ დაქვეითებული აქვს ინფექციისადმი რეზისტენტობა. თუ მირტაზაპინით მკურნალობის დროს აღინიშნა ლეიკოპენიის შემთხვევები, უნდა მიემართოს ექიმს. უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აქვს რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა. ადეპმა შეიძლება გაზარდოს ალკოჰოლის ეფექტები. ამიტომ, რეკომენდებული არ არის ალკოჰოლის მოხმარება ადეპით მკურნალობის პერიოდში. იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ სუიციდთან დაკავშირებული მოვლენები, ავლენენ სუიციდურ განზრახვებს მკურნალობის დაწყებამდე, იმყოფებიან სუიციდური აზრების ან სუიციდის მცდელობების მომატებული რისკის ქვეშ აუცილებელი არის ასეთი პაციენტების გულდასმითი მონიტორინგი. გარდა ამისა, არსებობს ახალგაზრდა მოზრდილებში სუიციდური აზრების მომატებული რისკის ალბათობა. პაციენტებს (და მათ მომვლელებს) უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ აკონტროლონ ამგვარი მოვლენების განვითარება და ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

ორსულობა და ლაქტაცია: ადეპი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით. ადეპით მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომისას უნდა მიემართოს ექიმს.

ლაქტაცია: ადეპი ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა:

მიუხედავად იმისა, რომ მირტაზაპინი არ არის მოწოდებული კონტეინერში წითელი სამკუთხედით, ადეპმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ: ადეპი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი). გამოიყენება სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლაქტოზას ან გალაქტოზას აუტანლობა.

სხვა პრეპარატების გამოყენება: ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადეპზე ან პირიქით ადეპმა იმოქმედოს სხვა პრეპარატებზე: მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები; ბენზოდიაზეპინები; თუ მიტრაზაპინთან ერთად გამოიყენება სხვა სეროტონინერგული პრეპარატები, არსებობს ურთიერთქმედების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომის განვითარება. ადეპტან ერთად ნებისმიერი სხვა პრეპარატის, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში: მირტაზაპინი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. სუიციდის აზრები და დეპრესიული მდგომარეობის ან აგზნებითი მდგომარეობის გაუარესება: თუ პაციენტს აქვს დეპრესია და-ან აგზნებითი დარღვევები,ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეს საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის აზრები. ეს შეიძლება უფრო მეტად იყოს გამოხატული ანტიდეპრესანტების მიღების დასაწყისში, ვინაიდან ამ პრეპარატებს მოქმედებისათვის სჭირდება დრო, ჩვეულებრივ დაახლოებით ორი კვირა, ზოგჯერ კი მეტიც. ამგვარი მოვლენების რისკი უფრო მაღალია: თუ ადრე პაციენტს ჰქოპნდა საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის აზრები, თუ არის ახალგზარდა მოზრდილი. კლინიკური ცდებით მიღებული მონაცემები აჩვენებს სუიციდური ქცევის მომატებულ რისკს ფსიქიკური მდგომარეობების მქონე 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომლებიც სამკურნალოდ ღებულობდნენ ანტიდეპრესანტს. თუ ნებისმიერ დროს პაციენტს გაუჩნდა საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის აზრები, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ან საავადმყოფოს. შესაძლებელი არის რომ პაციენტმა ნათესავს ან ახლო მეგობარს უთხრას დეპრესიის ან აგზნების შესახებ და სთხოვოს მას, წაიკითხოს ეს დანართი ფურცელი. შეაძლებელი არის ასევე მას ჰკითხოს აზრი მისი მდგომარეობის გაუარესების შესახებ ან თუ ისინი შეწუხებულნი არიან პაციენტის ქცევის ცვლილების გამო.

მიღების წესი: ექიმი აუხსნის პაციენტს ადეპის მიღების წესსა და დოზას.

მოზრდილები: საწყისი სადღეღამისო დოზა არის 15-30 მგ. ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს ყველაზე ეფექტური სადღეღამისო დოზის მისაღწევად. ოპტიმალური მკურნალობისათვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ადეპი მიიღოს ყოველ დღე.

ხანდაზმულები: დოზა არის იგივე, როგორიც მოზრდილებში.

ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე: მირტაზაპინი არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.

პრეპარატი მიიღება ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს, უმჯობესია ერთჯერადად, ძილის წინ. ექიმის რჩევით, სადღეღამისო დოზა პაციენტმა შეიძლება მიიღოს ორ მიღებაზე: ერთი დოზა დილით და მეორე საღამოს. უფრო მაღალი დოზა მიიღება საღამოს. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით, დაუღეჭავად, ვინაიდან ტაბლეტები არის მწარე. შეიძლება ტაბლეტების ორ ნაწილად გაყოფა. მკურნალობის შეცვლა ან შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

დოზის გამოტოვება: თუ პაციენტი ღებულობს ერთ სადღეღამისო დოზას ძილის წინ და დაავიწყდა მისი მიღება, გამოტოვებული დოზა მომდევნო დილას აღარ მიიღება, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა დღის განმავლობაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ღამით ჩვეულებრივ დროს. თუ პაციენტი ღებულობს დღეში ორ ტაბლეტს (ერთ დოზას დილით საუზმის შემდეგ და მეორე დოზას საღამოს ძილის წინ) და დაავიწყდა ერთი ან ორივე დოზის მიღება, საჭირო არის შემდეგი ინსტრუქციების დაცვა: თუ პაციენტს დაავიწყდა დილის დოზა, ის მიიღება ღამის დოზასთან ერთად, თუ დაავიწყდა ღამის დოზა, გამოტოვებული დოზა არ მიიღება მომდევნო დილას. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი დოზით დილით და ღამით. თუ პაციენტს დაავიწყდა ორივე დოზა, გამოტოვებული დოზა არ მიიღება. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი დოზით დილით და ღამით. თუ ექიმი პაციენტს დაუნიშნავს სხვა დოზებს, საჭირო არის ექიმის მითითებების დაცვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა პრეპარატის მსგავსად, ადეპმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება ადეპით მკურნალობის დროს: ძილიანობა ან დაღლილობა; მადის მომატება და წონაში მომატება; თავბრუხვევა; თავის ტკივილი. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: 30მგ ორმხრივ ამობურცული შემოგარსული მოგრძო ფორმის ტაბლეტი, გამყოფი ზოლით.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 250C-ზე, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: ადეპი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

შეფუთვა: 10 შემოგარსული ტაბლეტი ალუმინის ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: “Combino Pharm Malta Ltd”, მალტა.

მსგავსი პროდუქტები